ვაჟა სირაძე - ყველას აქვს გამოხატვის უფლება - მოვუწოდებთ ყველას, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, ნებისმიერი ფაქტი, სამართალდამცველზე თავდასხმის ან შეურაცხყოფის, მკაცრად იქნება დასჯილი

ადგილზე, სადაც „თბილისი პრაიდის" კვირეული უნდა გაიმართოს და ცოტა ხნის წინ ხმაური იყო, საპატრულო პოლიციის უფროსი, ვაჟა სირაძე მივიდა.

ვაჟა სირაძე „თბილისი პრაიდის“ მონაწილეებსა და მათ მოწინააღმდეგეებს მოუწოდებს, არ გასცდნენ კანონის და გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოებს და პროტესტი მშვიდ ვითარებაში გამოხატონ.

ამასთან, როგორც სირაძემ აღნიშნა, სამართალდამცველების მიმართ თავდასხმის ან შეურაცხყოფის შემთხვევაში, ეს ქმედება მკაცრად დაისჯება.

„ადგილზე, ვახუშტის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლები, რომლებიც იცავენ საზოგადოებრივ წესრიგსა და მართლწესრიგს. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, არ დაარღვიონ კანონი. ყველას, როგორც ერთ, ასევე მეორე მხარეს, აქვს სიტყვის და გამოხატვის უფლება. ასევე, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მათ, არ გასცდნენ კანონის და სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოებს და პროტესტი გამოხატონ მშვიდ ვითარებაში.

ნებისმიერი ფაქტი, სამართალდამცველზე თავდასხმის ან შეურაცხყოფის მკაცრად იქნება დასჯილი. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, იმოქმედონ კანონის შესაბამისად და თავიანთი უფლებები გამოხატონ კანონის ჩარჩოებში“,- განაცხადა სირაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს „თბილისი პრაიდის“ კვირეული დაიწყო, რომლის ფარგლებში პირველი ღონისძიება ცოტა ხანში უნდა გაიმართოს. ამის პარალელურად, ტერიტორიაზე ღონისძიებაა დაგეგმილი, „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები აქციას მართავენ. ისინი ითხოვენ, რომ კვირეული არ ჩატარდეს.

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.04.2026
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს