ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2021

პატარა პარტიები ეცდებიან, "ოცნებას“ 43%-ის გადალახვაში დაეხმარონ - კვესელავა

წელს ტურისტები ძირითადად მეზობელი ქვეყნებიდან შემოვლენ

***

პატარა პარტიები ეცდებიან, "ოცნებას“ 43%-ის გადალახვაში დაეხმარონ - კვესელავა

"ვადამდელი არჩევნები ყველას არ აწყობს, პარადოქსულად მოგეჩვენებათ, მაგრამ ეს არ აწყობთ იმ პატარა პარტიებს, ვინც პარლამენტში არიან, ფული აქვთ დახარჯული და უკვე გამართულები არიან. ისინი ეცდებიან, რომ "ოცნებას" 43%-ის გადალახვაში დაეხმარონ, რათა ვადამდელი არჩევნები არ დაინიშნოს, რადგან მათ შესაძლოა შემდგომ არჩევნებზე პერსპექტივა არ ჰქონდეთ - ამის შესახებ "რეზონანსთან" პოლიტოლოგმა იგორ კვესელავამ განაცხადა”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, პატარა პარტიები ეცდებიან, "ოცნებას“ 43%-ის გადალახვაში დაეხმარონ - კვესელავა

"იგორ კვესელავას თქმით, "ქართულმა ოცნებამ" შესაძლოა ოპოზიციის ამ ფლანგის საშუალებით 43% გადალახოს. ეს რა თქმა უნდა "ოცნებას" უნდა, მაგრამ ეს უნდა ოპოზიციასაც. იმ პარტიებს, რომლებიც 1-2 კაცითაა წარმოდგენილი, რაში სჭირდებათ, რომ ბრძოლა და კამათი თავიდან დაიწყონ, დახარჯონ ფული და ისიც ან მოიგებენ, ან ვერა. ასეთ შემთხვევაში ბუნებრივია, ისინი მხარს "ოცნებას" დაუჭერენ. ძალიან ძნელია იმის თქმაც, "ნაცმოძრაობაც" თავის თავში დარწმუნებული არის თუ არა, რომ ვადამდელ არჩევნებზე იმ 25%-ს მიიღებს რაც ახლა აქვს. ამაშიცაა საქმე და როცა ოქტომბერი მოახლოვდება, მაშინ გამოჩნდება ყველაფერი. კითხვაზე, თუ როგორ შეაფასებთ ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადადგომას, კვესელავას თქმით, სამოქალაქო საზოგადოება ჩვენთან ჯერ მზად არაა, რომ ასეთი რაღაცეები მშვიდად იქნას მიღებული. გადადგომა ადამიანის პიროვნებაზე არ უნდა მოქმედებდეს. თუ ვინმე გადადგა, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, ამაში განსაკუთრებულს ვეღარ ვხედავ, თუმცა ჩვენთან ეს ფაქტი იმ წუთშივე მიბმულია პიროვნებასთან, მის ნაკლოვანებების ძიებასთან და რაღაც ინტერესებთან. ჟვანიას გადადგომა თვითონ პოლიტიკურმა პროცესმა და აუცილებელმა საჭიროებამ მოიტანა. ქართული სინამდვილე ჩვენთან ისაა, რომ პროცესს რომ არ მოეტანა, არ გადადგებოდა, ეს აუცილებლობა როცა მოდის, მერე სხვა გზა არ გრჩება მშვიდობიანი ჟამისთვის, რომ ჩუმად, უხმაუროდ და ყოველგვარი განცხადებების გარეშე არენიდან გახვიდე. ამ შემთხვევაში, შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკური გაწირვა მოხდა. რა თქმა უნდა "ქართული ოცნების" მხრიდან, ამას სხვა ხელისუფლებებიც აკეთებენ, იგივე გააკეთეს შევარდნაძისა და "ნაცმოძრაობის" ხელისუფლებებმაც. ქართულ პოლიტიკაში ხელისუფლებების მოქმედებები, პოლიტიკური ზრახვები და ამოცანები მეორდება. ამ შემთხვევაში "ოცნების" მხრიდან ქულების ჩაწერა მოხდა. ის ამბობს, რომ, ა, ბატონო, გავაკეთეთ, თქვენ ხომ ამბობდით, რომ ჟვანია უნდა წავიდეს, ჩვენ დავაკმაყოფილეთო. ესაა ჩვეულებრივი პოლიტიკური გაწირვა. ასეთი ფაქტები არა მხოლოდ საქართველოში ხდება, არამედ მსოფლიო პოლიტიკურ სივრცეში ჩვეულებრივი მოვლენაა. მეორეს მხრივ, ოპოზიციას სალაპარაკო აქვს, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ, სასურველს მივაღწიეთო. "ქართული ოცნება" კი ამბობს, რომ გადადგა, თუმცა დღეს საზოგადოებას, რომელიც პანდემიის გამო სოციალური გაჭირვების წინაშეა, შესაძლოა, ახლა ეს პრობლემა სულაც არ აინტერესებდეს. ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობით ყოველთვის ხელისუფლება იყო დაინტერესებული”, - აღნიშნავს გამოცემა.

"კორესპოდენტის თქმით, ოპოზიციის ნაწილი ცესკოს მომდენო თავმჯდომარის არჩევასაც სკეპტიკურად უყურებს და ამბობს, რომ შესაძლოა "თამარ ჟვანია ორი" მოვიდეს... კვესელავას აზრით, ამ 30 წლის მანძილზე არჩევნების ხარისხი შედარებით უმჯობესდება, მაგრამ ამასთანავე გაყალბების ტექნიკა და მიდგომებიც უმჯობესდება. მსოფლიოში არჩევნები ყველგან ყალბდება, წარმოიდგინეთ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩვნებზე რა ხდებოდა, თუმცა მაგალითად იაპონიაში ასეთი რამ არ ხდება. როცა შენ ვინმეზე ხარ მიბმული და შენ გყავს ბატონი, არჩევნები თავისუფალი არასდროს არ გექნება, ვიღაცის გავლენის ქვეშ იქნები - ერთის მხრივ ხელისუფლების და მეორეს მხრივ ამ ხელისუფლების ხელისუფლების. ამ უკანასკნელ შემთხვევაში ეს ხელისუფალი დასავლეთია. ასეთ სიტუაციაში როგორ შეიძლება არჩევნები თავისუფალი იყოს, თავმჯდომარედ კი ვინც არ უნდა მოვიდეს, ჟვანია იქნება, დადიანი თუ სონღულაშვილი, უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს. შევარდნაძე ამბობდა, რომ საქართველო საექსპერიმენტო ლაბორატორიააო, მაშინ რუსეთს გულისხმობდა. ახლაც ვართ საექსპერიმენტო ბაზა, ეს გამსახურდიას არ უნდოდა. რომ არ უნდოდა, ამიტომ ჩამოაგდეს”, - განაგრძობს გამოცემა.

"კორესპოდენტის თქმით, "ოცნებიდან" თბილისის მერობის კანდიდატი მოქმედი მერი კახი კალაძე იქნება, კანდიდატობაზე უარი თქვა ენმ-ეს თავმჯდომარე ნიკა მელიამ, ოპოზიცია საერთო კანდიდატზე ჯერჯერობით არაა ჩამოყალიბებული. კითხვაზე, თუ რა შანსები აქვს ან „ქართულ ოცნებას" ან ოპოზიციას, კვესელავას აზრით, ამ ეტაპზე კალაძეს ოპოზიციიდან ღირსეულ წინააღმდეგობას ვერ გაუწევენ და ვერ დაამარცხებენ. მას აქვს მყარი პოზიცია, არა მხოლოდ ხელისუფლების მახარდაჭერით, არამედ საზოგადოების მხრიდან პიროვნული მხარდაჭერითაც. ეს ოპოზიციის ყველა რგოლს კარგად აქვს გაცნობიერებული. რაც შეეხება პარტიას „საქართველოსთვის", ის პოლიტიკურად, იდეოლოგიურად, ეკონომიკურად მზად არაა, ასევე არაა მზად ახალი პროგრამით, რომ მერობისათვის ბრძოლა დაიწყოს. ამიტომ ვფიქრობ, რომ თბილისის მერობაზე ბრძოლა არც უნდა დაიწყოს, რა თქმა უნდა რაიონული მასშტაბით მათ თავიანთი კანდიდატები ეყოლებათ. რაც შეეხება გახარიას განცხადების შეფასებას, რომ პარტია „საქართველოსთვის" ენმ-სთან ალიანსს არ და ვერ განიხილავს, კვესელავას თქმით, პოლიტიკა ისეთი რაღაცაა, დღეს რომ რამეს იტყვი, 2-3 კვირის მერე შეიძლება შეიცვალოს. ახლა გახარია აბსოლუტურად სწორია, იმ პარტიასთან არ იქნება, სადაც კიდევ ერთი ქარიზმატული ლიდერია. მათი ალიანსი შეუძლებელია, მაგრამ არსებობს კომპრომისები, რა დროსაც შენი პოლიტიკის გამო უკან კი არ იხევ, არამედ ჩერდები და შემოთავაზებას ელოდები. არჩევნებზე შესაძლოა რაღაც დათმობები იყოს, მაგალითად თუ ერთი ოპოზიციური ძალა რომელიმე რაიონში თავის კანდიდატს დააყენებს, მეორე არა, ეს ალიანსი კი არა დათმობაა. მეორეც ის, რომ ჩვენ თუ საპარლამენტო რესპუბლიკისკენ მივდივართ, პარლამენტში რამდენიმე ძლიერი პარტია უნდა მოხვდეს, სადაც ოპოზიციური პარტიებისგან შემდგარი კოალიცია უნდა ჩამოყალიბდეს”, - წერს სტატიის ავტორი.

წელს ტურისტები ძირითადად მეზობელი ქვეყნებიდან შემოვლენ

"საქართველოში ტურიზმის მიმართულებით აშკარად სასიკეთო ძვრები შეინიშნება. ქვეყანაში ვიზიტორების ნაკადი უკვე შეიმჩნევა, რითაც სტუმარმასპინძლობის სექტორს აღდგენის სულ უფრო მეტი შანსი უჩნდება. საკმაოდ დადებითი მოლოდინია ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით, როგორ მთავრობაში, ისე დარგის სპეციალისტებშიც”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, წელს ტურისტები ძირითადად მეზობელი ქვეყნებიდან შემოვლენ / "საბოლოო ჯამში, მიუხედავად პანდემიისა, საქართველოს არ დაუკარგავს თავის მიმზიდველობა"

"2021 წლის მაისში საქართველომ ტურიზმიდან 73.8 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც პანდემიის დაწყების შემდგომ რეკორდული მაჩვენებელია. გასულ თვეს ქვეყანაში სულ 104 700 ვიზიტორი იმყოფებოდა. ტურისტების ეს ნაკადი წინა წელთან შედარებით 180%-ით მეტია. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტატისტიკიდან ირკვევა, რომ მაისის განმავლობაში ვიზიტორთა ნახევარზე მეტი - 52 688 ვიზიტორი - საჰაერო გზით შემოვიდა ქვეყანაში, რაც გააქტიურებულ ავიამიმოსვლას უკავშირდება. პირველი ივნისიდან საქართველომ სახმელეთო საზღვრებიც გახსნა, რაც ვიზიტორთა ნაკადს კიდევ უფრო მეტად გაზრდის”, - აღნიშნავს გამოცემა.

"როგორც რესტორანთა ასოცოაციის დამუძნებელმა კოტე გაბრიჩიძემ აღნიშნა, დარგში ცოტათი უკეთესობა ნამდვილად შეიმჩნევა, მაგრამ ქვეყანა ტურისტების ნაკლებობას მაინც განიცდის, ადგილობრივი მოსახლეობა კი გაღარიბებულია. "ცოტათი უკეთესობაა, მაგრამ სიტუაციის თუ გამოსწორების ნიშნულად 2019 წელს ავიღებთ, მაშინ, რა თქმა უნდა, მესამედიც კი არ არის აღდგენილი. რესტორნებში დიდი დატვირთვით მუშაობა ვერ გაგრძელდება. უამრავი კვების ობიექტი დახურულია, განადგურებულია, გაკროტებულია და მუშაობა ვეღარც გაანახლეს. ტურისტების რაოდენობა ძალიან ბევრიც არ არის, ხოლო ადგილობრივი მოსახლოება საკმაოდ გაღარიბებულია. მსყიდველუნარიანობა საკმაოდ დაბალია და ჯამში, ამ ყველაფერიდან გამომდინარე, არ შეიძლება, რაღაც პოზიტივის იმედი გვქონდეს“, - განუცხადა "რეზონანსს“ გაბრიჩიძემ”, - განაგრძობს გამოცემა.

"ქვეყანაში ხელისშემშლელი ფაქტორები ახლა მოხსნილია, ამიტომ, სპეცილისტებში მოლოდინი დიდია, თუმცა არა 2019 წელთან შედარებით, არამედ პანდემიურ 2020-თან მიმართებით. ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით, დადებითი განწყობა აქვს ტურიზმის დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელ, მაია სიდამონიძეს, რომლის აზრითაც, მართალია ქვეყანამ მწვანე ზონის სტატუსი დაკარგა, თუმცა ტურისტებისთვის მაინც მიმზიდველად რჩება. "ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით დადებითი მოლოდინი მაქვს, რადგან საზღვრები გახსნილია და ტურისტული ნაკადი გაიზარდა. ეს, რა თქმა უნდა, მკვეთრად ჩამორჩება წინა წლების მაჩვენებელს, მაგრამ კერძო სექტორზე უკვე აისახება. სასტუმროები დატვირთულობის კოეფიციენტი ბევრად უფრო დიდია, ვიდრე ეს შარშან იყო. თუმცა, არსებობს რისკები, რაც ეპიდმდგომარეობას უკავშირდება. საბოლოო ჯამში, საქართველოს არ დაუკარგავს მიმზიდველობა. იგივე შეთავაზებები გვაქვს ახლაც, რაც ტურისტებს ადრეც მოსწონდათ და აინტერესებდათ. მწვანე ზონაში არ ვართ, ამიტომ შემდგომი თვეების განმავლობაში ტურისტული ნაკადების ზრდა უფრო მოსალოდნელია მეზობელი ქვეყნებიდან, რომელთაც სხვაგან წასვლის ალტერნატივა დიდად არც აქვთ. თუ გვინდა, რომ დასავლეთის ქვეყნებიდანაც უფრო მეტი ტურისტი მოვიზიდოთ, უფრო მეტი სამუშაო უნდა გავწიოთ“, - განუცხდა მაია სიდამონიძემ „რეზონანსს“. ახლა მაქსიმალური ყურადღება ზაფხულის სეზონისკენაა მიმართული, რისთვისაც მზადაა ავიაციაც. სწორედ ამ სამ თვეზე მყარდება დიდი იმედი. დაგეგმილი რეისების რაოდენობა ყოველდღიურად მატულობს, რაც ბუნებრივია, ტურიზმზე აისახება”, - წერს სტატიის ავტორი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა