ნიკა სიმონიშვილი - რთულია იმის თქმა, რამდენად დამოუკიდებელი იქნება ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის მიზნით პრეზიდენტთან შექმნილი კომისია

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია ცესკო-ს თავმჯდომარის კანდიდატთა შესარჩევმა კომისიამ ისეთი ადამიანები შეარჩიოს, რომელთა მიმართებითაც არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას კითხვები არ ექნება და ისინი 2/3-ით იქნებიან არჩეული.

როგორც მან “ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რთულია იმის თქმა, რამდენად დამოუკიდებელი იქნება კომისია.

„ჩვენ როცა კომისიის წევრობაზე შემოთავაზება მივიღეთ, კონკურსი ცესკო-ს ორი პროფესიული წევრის შერჩევაზე უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა, მას შემდეგ რაც ჩვენ ეს შემოთავაზება მივიღეთ და დავთანხმდით, უკვე საკითხი დადგა დღის წესრიგში, რომ თამარ ჟვანიას შემცვლელიც უნდა არჩეულიყო. კომისია ხმათა უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას.

გამიჭირდება საუბარი იმასთან დაკავშირებით, კომისია რამდენად დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი იქნება. რა თქმა უნდა, ეს კითხვა შეიძლება არსებობდეს. ჩვენ გუშინ პირველი სამუშაო შეხვედრა გვქონდა, სადაც უფრო გაცნობითი ხასიათის შეხვედრა იყო და ჩვენი ზოგადი მოლოდინები და პოზიციები დავაფიქსირეთ. იქაც აღვნიშნე, რომ მნიშვნელოვანია კომისიამ ისეთი ადამიანები შეარჩიოს ამ ვაკანტურ თანამდებობებზე, რომელთა მიმართებითაც კითხვები არ იქნება და ისინი 2/3-ით იქნებიან არჩეული.

ჯერჯერობით, ვერ ვისაუბრებ კომისიის წევრების მიმართ ნდობასა და უნდობლობაზე. ჩემს კოლეგებზე, ვისაც მე სამოქალაქო სექტორიდან ვიცნობ, შემიძლია ვისაუბრო, რომ ისინი არიან საქმის პროფესიონალები და საინტერესო იქნება მათთან ერთად მუშაობა. რაც შეეხება აკადემიური წრეების წარმომადგენლებს, ზოგიერთი მათგანი იურისტი არცაა, ზოგიერთ მათგანს საარჩევნო კანონმდებლობასთან ნაკლები შეხებაც ჰქონია. როცა არ ვიცნობ მათ პირადად, ჯერჯერობით, მათ ნდობა-უნდობლობაზე საუბარი გამიჭირდება. ეს პროცესში უნდა დავინახოთ, რამდენად არსებობს იმის რისკი, რომ შესაძლებელია გარკვეულწილად ეს პროცესები იმართებოდეს. არასდროსაა გამორიცხული, რომ ხელისუფლება შეეცადოს სხვადასხვა მეთოდით, მათ შორის მისთვის სასურველი კანდიდატების კომისიაში შეყვანით, პროცესებზე გავლენის მოხდენას. თუმცა, იმის თქმა, რომ ეს ახლა ხდება, ამ გადმოსახედიდან გამიჭიდება“, - განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და ცესკო-ს წევრობის კანდიდატთა შესარჩევი ღია კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ განკარგულება გუშინ გამოსცა. ცესკო-ს თავმჯდომარემ კი თანამდებობა 1-ელი ივლისიდან დატოვა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა