ლისი-მუხათწყაროს მონაკვეთზე მეწყრულ პროცესებთან დაკავშირებით გეოლოგებმა პირველადი დასკვნა მოამზადეს

ლისი-მუხათწყაროს მონაკვეთზე მეწყრულ პროცესებთან დაკავშირებით გეოლოგებმა ზედაპირული დათვალიერების შედეგად, პირველად დასკვნა მოამზადეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მცხეთა-მთიანეთის რწმუნებულმა დავით ნოზაძემ განუმარტა, დასკვნის მიხედვით, მეწყრული პროცესების გააქტიურება ატმოსფერული ნალექების ინტენსივობამ, ასევე რთულმა მორფოლოგიურმა პირობებმა და ქანების გამოფიტვამ გამოიწვია.

დავით ნოზაძის განმარტებით, უახლოეს პერიოდში გეოლოგების მიერ დეტალური დასკვნაც მომზადდება, სადაც კონკრეტულად იქნება გაწერილი მეწყრული პროცესების შესაჩერებლად საჭირო სამუშაოები.

„ეს არის ვიზუალური დათვალიერების შედეგად მომზადებული გეოლოგიური დასკვნა. ამ დასკვნით, რაც მომზადდა, გამომწვევ მიზეზებში დასახელებულია ლისი-მუხათწყაროს მონაკვეთზე ატმოსფერული ნალექების ინტენსივობის გაზრდა და მათი ნიადაგში ჩაჟონვა, ასევე, იყო რთული მორფოლოგიური პირობები და ქანების დანაპრალება-გამოფიტვა. ეს არის ძირითადი მიზეზები. დასკვნაში, ასევე გვიწევენ რეკომენდაციას, რომ აუცილებელია ამის შემდგომი დეტალური შესწავლა. რაც შეეხება დეტალურ კვლევას, ისიც მალე იქნება, თუმცა კონკრეტულ თარიღს ვერ დავასახელებ. ამის შემდეგ უკვე დაიწყება თანხის გამოყოფა და საპროექტო სამუშაოების დაწყება და შემდეგ უკვე ადგილზე აღდგენითი სამუშაოები.

პირველადი ვიზუალური დათვალიერების შემდეგ, რა რეკომენდაციასაც გვიწევენ არის ის, რომ რაღაც მონაკვეთიდან უნდა მოხდეს გარკვეული მიწის მასის გატანა, კედლის გამაგრება, სანიაღვრე არხების მოწესრიგება. ეს არის ზოგადი რეკომენდაციები, თუმცა დეტალური შესწავლის შემდეგ, შესაძლოა, კიდევ დამატებითი სამუშაოები გამოიკვეთოს,“- განაცხადა დავით ნოზაძემ.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ლისი-მუხათწყაროს მონაკვეთზე საავტომობილო გზა ჩაკეტილია. ამასთანავე, მცხეთა-მთიანეთის რწმუნებული აცხადებს, რომ მეწყერი, თავისი მასშტაბებიდან გამომდინარე ადგილობრივ მოსახლეობას საფრთხეს არ უქმნის.

„უსაფრთხოების თვალსაზრისით გზა დაკეტილია. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები აკონტროლებენ მას. ესეც რეკომენდაციის ნაწილია, რომ ამ მონაკვეთზე უნდა იყოს გადაადგილების შეზღუდვა. სამწუხაროდ, მოგვიწევს, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში გზა დაკეტილი იყოს, ზუსტ პერიოდს ვერ გეტყვით, თუმცა ეს არ იქნება ერთი და ორი დღე, რადგან საკმაოდ მასიური სამუშაო იქნება ჩასატარებელი.

მთავარია, რომ მოსახლეობას არ ემუქრება საფრთხე, ეს არ არის იმ მასშტაბის მეწყერი, რომ ვინმეს რაიმე საფრთხე ექმნებოდეს,“- განაცხადა დავით ნოზაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა