„თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე იკრიბებიან, მათ შორის არიან სასულიერო პირები

„თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე იკრიბებიან, მათ შორის არიან სასულიერო პირები.

ისინი „თბილისი პრაიდის" ღონისძიების გაუქმებას მოითხოვენ.

როგორც „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ წარმომადგენელმა გურამ ფალავანდიშვილმა განაცხადა, შეიძლება მოხდეს შეტაკება პოლიციასთან.

„ძალადობა არის ლგბტ სიბილწის პროპაგანდა. წესით, ამ ძალადობრივ აქტს უნდა დაუპირისპირდეს პოლიციის ადეკვატური ძალა და ისინი განარიდოს, ჩამოართვას პლაკატები და გაიყვანოს ტერიტორიიდან, მაგრამ რადგან პოლიცია ამას ვერ გააკეთებს, რადგან პოლიციას მიღებული აქვს კანონი, რომ ლგბტ ცხოვრების წესი არის ნორმა, ამდენი ხალხი ჩამოდის იმიტომ, რომ ფაქტობრივად პოლიცია ჩაანაცვლონ.

როდესაც ხდება ისე, რომ პოლიციამ შეიძლება ხალხს დაუწყოს დარბევა და მათ ვერ გააჩერონ ლგბტ ძალადობა, მაშინ შეიძლება მოხდეს შეტაკება პოლიციასთან და უბრალოდ ჭყლეტა რომ იყოს, შეიძლება ვიღაც დაიღუპოს, შეიძლება ვიღაცამ ვერ გაუძლოს. ტანკებიც რომ გამოიყვანონ, ხალხი მაინც არ გაჩერდება. დამნაშავე პირველ რიგში საელჩოები და ტელევიზიებია. ლგბტ მოძრაობა რომ დაიწყება, ჩვენ ფიზიკურად ხელს შევუშლით, რომ არ იმოძრაონ, გადავალთ გზის სავალ ნაწილზე, რომ მათ არ იმოძრაონ და პლაკატებს წავართმევთ - ეს არის მოწოდება და რა მოხდება არ ვიცი", - განაცხადა ფალავანდიშვილმა.

აქციის მონაწილეებმა რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე კარვები გუშინ გაშალეს.

შეგახსენებთ, „თბილისი პრაიდის” კვირეული 1-ელ ივლისს გაიხსნა, 5 ივლისს კი „თბილისი პრაიდი" „ღირსების მარშს" გამართავს. "ღირსების მარშის" სლოგანი "გამოდი სოლიდარობისთვის" იქნება.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა