თბილისის მე-13 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

თბილისის რიგით მე-13 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ინფორმაციით, ფესტივალის საკონკურსო პროგრამის ფარგლებში, რომელშიც 11 ქვეყნის 32 ფილმი მონაწილეობდა, ჟიურიმ გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში გამოავლინა: ფესტივალის გრან პრი - I'm here / Film by Julia Orlik / Animation, The Polish National Film, Television and Theatre School in Lodz / POLAND; საუკეთესო მხატვრული მოკლემეტრაჟიანი ფილმი - The Dregs / Film by Yuval Nitzan / Short Fiction, The Jerusalem Sam Spiegel Film School / ISRAEL; საუკეთესო ანიმაციური ფილმი - Skyscraper / Film by Davit Shekriladze / Animation, TAFU / GEORGIA; საუკეთესო დოკუმენტური ფილმი - Lazare / Film by Levan Chkonia / Documentary, TAFU / GEORGIA; - პრიზი საუკეთესო რეჟისურისათვის - Sea by the river and the river by the sea / Film by Sovran Nrecaj / Short Fiction, Sarajevo Film Academy / BOSNIA AND HERZOGOVINA; ჟიურის სპეციალური აღნიშვნის დიპლომი - Mila / Film by Salome Vepkhvadze / Short Fiction, TAFU / GEORGIA.

„ფესტივალზე 2-დღიანი ვორქშოფით წარდგა გერმანიაში მოღვაწე ქართველი კინორეჟისორმა ზაზა რუსაძე, რომელმაც 11 ფილმის პროექტი დაამუშავა ავტორებთან ერთად და ფიჩინგ ფორუმზე წარუდგინა ჟიური.

ფიჩინგ ფორუმის პირველი ადგილი მოიპოვა - გაბრიელ ხოტივარის „კატაბაზისმა“, მეორე ადგილი - გიორგი გეთიაშვილის „კახაბერმა“, მესამე ადგილი - სალომე ვეფხვაძის „ბედის მწერლებმა“. გამარჯვებულებს თბილისის მერიის ხელშეწყობით ფულადი ჯილდოები გადაეცათ მომავალი ფილმის პროექტის დასახვეწად და ე.წ. თიზერის შესაქმნელად, რაშიც გამარჯვებულებს ტექნიკურ დახმარებას ფესტივალის მეგობარი კინოკომპანია „ჯაგაგრიპი“ გაუწევს.

ფესტივალის ფარგლებში სხვადასხვა ინდუსტრიული და საგანმანათლებლო პროექტი განხორციელდა: გოეთეს ინსტიტუტთან თანამშრომლობით, ბადენ ვიურტემბერგის კინოაკადემიის პროფესორის, კლაუდია მესემერის ორდღიანი ინტენსიური ვორქშოფი სცენარის განვითარებაში; პროექტი AMIRANI TALKS, რომლის ფარგლებშიც სალომე ჯაშის, თინათინ კვინიკაძის, პაატა გოძიაშვილის და დავით ფირცხალავას მასტერკლასები ჩატარდა“,- აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ფესტივალი ხორციელდება საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ, თბილისის მერიის, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის, გოეთეს ინსტიტუტის, კინოთეატრ „ამირანისა“ და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით.

ირაკლი მელაშვილი - დასავლური კურსი დეკლარირებული გვაქვს, მაგრამ ხელისუფლებას მკაფიოდ აქვს გასაცემი პასუხი კითხვაზე - რატომ ამბობს საქართველო უარს დასავლეთის სამხედრო დახმარებაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2022
ბორის სოკოლოვი - პუტინს ნებისმიერ ფასად უნდა ომში გამარჯვება, ამაზეა დამოკიდებული მისი პოლიტიკური მომავალი და ფიზიკურად გადარჩენაც, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ იგი მზადაა, გამოიყენოს თუნდაც ტაქტიკური ბირთვული იარაღი
ქართული ციფრული ბანკების გლობალური აღიარება
ვოლტი ზუგდიდშია