ზღვის უბანში საქალაქო პარკის მოწყობის სამუშაოებს თბილისის მერის მოადგილე გაეცნო

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა თემქის ხევში, ახალი საქალაქო პარკის პროექტის ფარგლებში მედიათეკის მშენებლობაც დაიწყო. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ასევე მიმდინარეობს დაჭაობებული გრუნტის გამოცვლა და საფეხმავლო ბილიკების წინამოსამზადებელი სამუშაოები.

მიმდინარე სამუშაოები, დღეს, მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ დაათვალიერა.

თბილისის მერის მოადგილის განცხადებით, დაახლოებით 22 ჰექტარ ფართობზე მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს.

„აქ გავლაც კი შეუძლებელი იყო. ამჟამად კი, სხვადასხვა მიწისქვეშა საკომუნიკაციო სამუშაოები და მედიათეკის მშენებლობა მიმდინარეობს. დაახლოებით წელიწად-ნახევარში სრულიად ახალი პარკი ჩაბარდება დედაქალაქს“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

„ზღვის უბნის ახალ პარკში, რომლის ფართობიც 22 ჰექტრამდეა, მოეწყობა სკეიტ პარკი, სარბენი, სასეირნო და საველოსიპედე ბილიკები, სპორტული და საბავშვო მოედნები, კაფე, ბელვედერი, ამფითეატრი, ძაღლების სასეირნო სივრცე და ურბანული მებაღეობის ზონა, ორი ხელოვნური ტბა, განათების სისტემა, სარწყავი სისტემა და ვიდეო მეთვალყურეობის სისტემა.

ტერიტორიაზე დაგეგმილია 4764 ძირი ხის, 820 ბალახოვანი მცენარისა და 4640 ძირი ბუჩქის დარგვა. 55 600 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაითესება ბალახიც“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

სამუშაოებს ასევე გაეცნენ გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი და ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება