აჭარული კერძების პოპულარიზაციის მიზნით კულინარიული გზამკვლევი შეიქმნება

აჭარული კერძების პოპულარიზაციის მიზნით კულინარიული ექსპედიცია იწყება. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ცნობით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო გასტრონომიული ტურიზმის განვითარების მიზნით რეგიონისთვის დამახასიათებელი კერძებისა და მათთან დაკავშირებული ტრადიციების შესწავლას, კულინარიულ გზამკვლევში თავმოყრასა და პოპულარიზაციას გეგმავს.

მათი ინფორმაციით, გზამკვლევში აჭარული სამზარეულოს ნაკლებცნობილი და მივიწყებული კერძებიც მოხვდება.

„კულინარიული ექსპედიციისას მუნიციპალიტეტებში არსებული ყველის სახეობების, მათი მომზადების ტექნოლოგიების, ტრადიციების შესწავლა და აღწერაც იგეგმება. კულინარიული გზამკვლევი ერთის მხრივ დაეხმარება ვიზიტორებს გაიცნონ აჭარული კერძები, იცოდნენ სად შეიძლება მათი დაგემოვნება, მეორეს მხრივ კი ხელს შეუწყობს აჭარული კერძების მენიუებში შეტანასა და პოპულარიზაციას.

ვინაიდან აჭარული სამზარეულო კერძების ნაირგვარობით და ლოკალური თავისებურებებით ხასიათდება, კულინარიული კვლევა მუნიციპალიტეტების, ხეობებისა და იაილების მიხედვით განხორციელდება. ის მოიცავს როგორც ზემოაჭარულ, ისე ქობულეთურ და ლაზურ კულინარიას. თითოეული მუნიციპალიტეტიდან არანაკლებ 15 იშვიათი და ნაკლებცნობილი კერძის იდენტიფიცირება იგეგმება. კვლევაში წარმოდგენილი იქნება მთავარი კერძი, დესერტი, საწებლები, მურაბები, მარინადები, რძის ნაწარმი, წასახემსებლები, ღვინის სახეობები და ყურძნის წვენისგან დამზადებული სხვა პროდუქტები. ავთენტური სამზარეულოს აღდგენის მიზნით აჭარული სამზარეულოს ინვენტარსა და ჭურჭელსაც შეისწავლიან.

გასულ წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა აჭარული კერძების პოპულარიზაციის მიზნით ქობულეთური, ლაზური და მთიანი აჭარის სამზარეულოს საიმიჯო რგოლები და კერძების მომზადების ვიდეო გაკვეთილები მომზადდა. მათი ნახვა მსურველებს სერვისის განვითარების ახალ ვებგვერდზე serviceajara.ge - შეუძლიათ. წელს, გასტრონომიული ტურიზმის განვითარების მიზნით მუნიციპალიტეტებში კულინარიული მასტერკლასებისა და ტრენინგების ჩატარება იგეგმება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს