თამარ გაბუნიას განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით, ჩინურ ვაქცინაზე ჯავშანი 27 000 ადამიანს აქვს გაკეთებული

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, დღევანდელი დილის მონაცემებით, ჩინურ ვაქცინაზე ჯავშანი 27 000 ადამიანს აქვს გაკეთებული.

მისივე თქმით, შესაძლოა მოქალაქეების ნაწილი იცდის, ვიდრე სხვა ვაქცინების დოზა შემოვა და ამიტომ არ ჩქარობს რეგისტრაციას.

„დილის მდგომარეობით 27 000 ჯავშანი იყო, რაც შედარებით ნაკლებია ვიდრე მოლოდინი გვქონდა მოთხოვნიდან გამომდინარე. მნიშვნელოვანია ის, რომ ნუ გადადებს მოქალაქე გადაწყვეტილებას ვაქცინაციის თაობაზე და რაც შეიძლება სწრაფად ჩაეწეროს. ვფიქრობთ, რომ ეს მაჩვენებელი ეტაპობრივად გაიზრდება. იცით, რომ შესაძლებელია ქვეყანაში შემოვიდეს „ასტრაზენეკას“, „ფაიზერის“ და ასევე სხვა ვაქცინების დოზა. შესაძლოა მოქალაქეების ნაწილი იცდის ვიდრე ეს შესაძლებლობა გაჩნდება და არ ჩქარობს რეგისტრაციას. ჩვენთვის მთავარი იქნება საინფორმაციო კამპანიის გააქტიურება“ , - განაცხადა გაბუნიამ.

ამასთან, გაბუნიამ აღნიშნა, რომ საქართველოში ორჯერ ვაქცინირებული პირის ინფიცირების მაჩვენებელი დაბალია.

„იმ შემთხვევაში თუ რომელიმე უწყებაში დაინფიცირდა ორჯერ ვაქცინირებული პირი, ამან გარკვეულად ნდობა შეარყია ვაქცინაციის პროცესის მიმართ. ჩვენი ქვეყნის მონაცემებით ორჯერ ვაქცინირებული პირებში ინფიცირების მაჩვენებელი ძალიან დაბალია. ასევე ერთჯერადად აცრილ პირებში დაბალია მაჩვენებელი. არც ერთი გარდაცვალების შემთხვევა ვაქცინირებულ პირებში არ არის“ , - განაცხადა გაბუნიამ.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ