რუსთაველის გამზირზე სამართალდამცველების მობილიზებაა - ადგილზე პოლიციამ რკინის ჯებირები მიიტანა

პარლამენტის შენობის წინ, სადაც „მდუმარე აქციაა“ დაანონსებული, საპატრულო ეკიპაჟის წარმომადგენლებმა რკინის ჯებირები მიიტანეს.

პოლიცია ამ დროისთვის განლაგებულია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე ქაშუეთის ეკლესიასთან.

პარლამენტთან დღეს საღამოს 20:00 საათზე გუშინ განვითარებული მოვლენების მიმართ სოლიდარობის ნიშნად მდუმარე აქციაა დაგეგმილი. აქციის დაწყებამდე ადგილზე გამოჩნდნენ „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები. ისინი აცხადებდნენ, რომ დღეს დაგეგმილ აქციას ჩაშლიან. ადგილზე მოხდა დაპირისპირებაც. თავს დაესხნენ "პალიტრანიუსის" ოპერატორს.

სამართალდამცველები ცდილობენ, რომ პრაიდის მოწინააღმდეგეები პარლამენტის წინ ტერიტორიაზე არ შეუშვან, თუმცა ისინი პოლიციის მოთხოვნებს არ ემორჩილებიან. ამ დროისთვის პრაიდის მოწინააღმდეგე ჯგუფები ქაშუეთის ეკლესიის წინ იმყოფებიან.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს, მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს, მაგრამ, ახლა უკრაინაზე და ევროპაზე ისეთ ზეწოლას არ ახდენს, როგორც მანამდე
ქართული პრესის მიმოხილვა 14.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს! - ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის კონკურსი - „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ დაიწყო
BTU სტუდენტებისთვის AI ბანაკს გამართავს