გიორგი კვირიკაშვილი - გამოხატვის უფლება არ არის, როდესაც ღია სივრცეში ხდება პროპაგანდა ამა თუ იმ ცხოვრების წესის

გამოხატვის უფლება არ არის, როდესაც ღია სივრცეში ხდება პროპაგანდა ამა თუ იმ ცხოვრების წესის, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

როგორც კვირიკაშვილმა „ტვ პირველის“ გადაცემა „დღის ამბებში“ განაცხადა, ასეთი ტიპის პროპაგანდა ქართული საზოგადოების ნაწილისთვის მიუღებელია.

„ჩემი აზრით, იმ სახის პროპაგანდა და მარში, რა სახისაც არაერთხელ გვინახავს სხვა ქვეყნებში, ჩვენი საზოგადოების ნაწილისთვის მისაღები არ არის. ამ ადამიანების უფლებების დამცველად ჩემი თავიც მიმაჩნია. მთავრობაში ვიყავი, როდესაც ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღებოდა და ნამდვილად არ გამომითქვამს პროტესტი, პირიქით, ვფიქრობ, ეს კანონი და მისი მიღება არ იყო ერთ-ერთი შესასრულებელი მოცემულობა, რომელიც ვიზალიბერალიზაციისთვის გვჭირდებოდა“,- განაცხადა კვირიკაშვილმა.

კვირიკაშვილი გამოეხმაურა გუშინ „პრაიდის“ მოწინააღმდეგეების მხრიდან ძალადობის ფაქტებს და აღნიშნა, რომ ეს ქვეყნისთვის დამაზიანებელია, თუმცა ასევე პრობლემურია „ამ ტიპის აქციების ასე ზეწოლით ჩატარება“.

„ძალადობა, რაც გუშინ ვიხილეთ, ეს იყო ძალიან დამაზიანებელი ქვეყნისთვის, მაგრამ ასევე, მიმაჩნია, რომ იმ ტიპის აქციების ასე ზეწოლით ჩატარება, როგორც უნდათ, რომ საქართველოში გააკეთონ, ისეთივე პრობლემა იქნება ქვეყნის დასავლური ორიენტაციისთვის, რადგან ეს მისცემს საკვებს რუსულ პროპაგანდას, რომ მათ დასვან ტოლობის ნიშანი დასავლურ საზოგადოებასა და ამ ტიპის საზოგადოებას შორის“,- განაცხადა კვირიკაშვილმა.

ამასთან, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები ძალადობისკენ წამქეზებლური არ იყო. „დამნაშავეებად, წამქეზებლებად მე მათ ვერ ვხედავ. ვერ მოვისმინე მათგან წამქეზებლური სიტყვა“,- განაცხადა კვირიკაშვილმა.

რაც შეეხება იმას, უნდა დადგეს თუ არა ხელისუფლების პასუხისმგებლობა გუშინ მომხდარის გამო, კვირიკაშვილი არ ფიქრობს, რომ „ეს მოვლენები იყოს იმის ტოლფასი, რომ ასეთი ტიპის პოლიტიკური მოთხოვნები დადგეს".

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო