პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ვითარება შედარებით განიმუხტა. პოლიციამ პრაიდის მოწინააღმდეგეების მიერ გარღვეული კორდონის აღდგენა და მომიტინგეების შეკავება მოახერხა.
ამ დროისთვის სამართალდამცავებს ორი დაპირისპირებული აქციის მონაწილეები ერთმანეთისგან კვლავ ცოცხალი ჯაჭვით და რკინის კონსტრუქციებით ჰყავთ გაყოფილი, თუმცა პრაიდის მოწინააღმდეგეები პარლამენტთან მყოფი პირების მისამართით პიროტექნიკას ისვრიან.
პოლიციამ ბოლო რამდენიმე საათში პრაიდის მოწინააღმდეგეთა მხრიდან აქციის რამდენიმე ათეული მონაწილე დააკავა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"