ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატების ვინაობა ცნობილია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატების ვინაობა ცნობილია.ცესკოს თავმჯდომარეობის პოზიციის დასაკავებლად გასაუბრებას ვილი პაჭკორია, მაია გურამიშვილი, გიორგი კალანდარიშვილი, იმედა კლდიაშვილი, გიორგი სანტურიანი, ილია ჭანტურაია, ლილი ბეგიაშვილი, ბონდო გასვიანი გაივლიან.

ხოლო ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის პოზიციის დასაკავებლად კონკურსში ემზარ კაკულია, გია ცაცაშვილი, კონსტანტინე ჩიტანავა, თამაზ თაყაძე, ანა მიქელაძე, მარი კაპანაძე, ლელა ტალიური, გულქანი ქურასბედიანი, გიორგი მარსაგიშვილი, ქეთევან მიქელაძე, ინგა მათიაშვილი, მაია ზარიძე, თამარ სართანია, აკაკი ხუსკივაძე, ვალერიან მაისურაძე და არჩილ მდივნიშვილი იღებენ მონაწილეობას.

ინფორმაციისთვის, ცესკოს თავმჯდომარეობის პოზიციაზე კანდიდატურები ასევე წარადგინეს გულნარა გიგიბერიამ, ვლადიმერ მალოვიჩკო-დგებუაძემ და ლიანა გაბისონიამ, ხოლო ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის პოზიციის დასაკავებლად მერი აფხაზავამ, თუმცა ისინი გასაუბრების ეტაპზე ვერ გადავიდნენ.

ცნობისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევად კანდიდატებთან გასაუბრება დღეს დაიწყება.

როგორც საქართველოს პრეზიდენტის მიერ შექმნილი შესარჩევი კომისიის წევრმა, საიას თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სიმონიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, გასაუბრების პროცესი ხვალ უნდა დასრულდეს და შერჩეული კანდიდატები პრეზიდენტს წარედგინოს.

იხილეთ ვიდეო:ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატების ვინაობა ცნობილია

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა