ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში ამერიკული ბრენდი Baskin Robbins შემოდის

16 ივლისიდან ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას ამერიკული ბრენდი Baskin Robbins დაიწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, შესაბამის ხელშეკრულებას ხელი საქართველოს აეროპორტების გაერთიანების სათაო ოფისში Baskin Robbins Georgia-ს დამფუძნებელმა ნოდარ ყანჩაველმა და აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ მოაწერეს.

მათი ინფორმაციით, კომპანია, რომელიც ნაყინების ინდუსტრიაში მსოფლიოში ყველაზე დიდ ქსელს ფლობს საქართველოს ბაზარზე 2 თვის წინ შემოვიდა და დედაქალაქის შემდეგ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი რეგიონში პირველია, სადაც ამერიკული ბრენდი შევა.

Baskin Robbins კაფეტერია ქუთაისის განახლებული ტერმინალის გაფრენის დარბაზში, საერთო სივრცეში განთავსდება და მისი დაგემოვნება აეროპორტის მგზავრების გარდა, ნებისმიერ მსურველს შეეძლება. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Baskin Robbins-ის კვების ობიექტში 30-მდე სახეობის ნაყინი, ცივი და ცხელი სასმელები, სალათები, სენდვიჩები, ნამცხვრები და სხვა წასახემსებელი საკვებიც გაიყიდება.

„მოხარულები ვართ, რომ ჩვენს აეროპორტში განახლების შემდეგ პირველი საერთაშორისო ბრენდი შემოგვყავს. საქართველოს ბაზარზე ახალშემოსული კომპანია ამ ეტაპზე მხოლოდ თბილისში ფლობს ობიექტებს. ამიტომ კიდევ უფრო გვახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენი ერთობლივი წარმატებული მუშაობის შედეგად, რეგიონებებში ქსელის გაფართოება Baskin Robbins-სმა სწორედ ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტით დაიწყო. ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ ჩვენს მგზავრებზე და უახლოეს მომავალში მათ ახალი სერვისებისა და შეთავაზებების კუთხით კიდევ ბევრ სიახლეს ვპირდებით“, - განაცხადა საქართველოს აეროპორტების დირექტორმა თამარ არჩუაძემ.

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ამერიკული ბრენდი “ბასკინ რობინსი”1945 წელს, კალიფორნიაში, ბურტ ბასკინისა და ირვ რობინსის მიერ დაარსდა. დღეისათვის მისი ქსელი მსოფლიოს მასშტაბით 8000 კაფეს მოიცავს. აქედან მხოლოდ ამერიკაში 2500 ფილიალს ფლობს. ჯამში ბრენდი 51 ქვეყანაში ოპერირებს.

დღესდღეობით კომპანიაში უკვე 1300-მდე გემოს ნაყინი იწარმოება. მათ შორის ვეგანური. „ბასკინ რობინსის“ ნაყინები არ შეიცავს გლუტეინს, პროდუქცია მზადდება ნამდვილი ნაღებისგან და არის პრემიუმ ხარისხის ნაწარმი.

ვლადიმერ ფესენკო - უკრაინის გარეშე უკრაინის მომავალზე შეთანხმების ნებისმიერი მცდელობები დამარცხებისთვისაა განწირული
დავით თვალაბეიშვილი - ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების მედიაციის გაგრძელებას და მოვუწოდებთ მასში ჩართულ ყველა მონაწილეს, გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2021
თორნიკე შარაშენიძე - ხელისუფლების სერიოზული შეცდომა იყო ვაშინგტონისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებაში აშშ-ს ელჩის დადანაშაულება, შესაძლოა, ეს ამბავი მათ მომავალში ცუდადაც კი დაუბრუნდეთ
პირველად საქართველოში - დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრში უნიკალური ოპერაცია ჩატარდა
მინერალური წყალი „ბორჯომი“ ახალ კამპანიას იწყებს
„სინერჯი“ თევზის კომპანია „უმალის“ პარტნიორი გახდა
დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრმა ამჯერად ახალი ამბულატორიული ცენტრი აჭარის რეგიონში, ბათუმში გახსნა