სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო,  ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 9 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“.

„გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დიდუბის რაიონში, დიღმის მასივის III, IV კვარტლების, ბელიაშვილის და მიქელაძის ქუჩების მოსახლეობას. ასევე, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება სამგორის რაიონში, აეროპორტის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, კახეთის ჩიხის, მამისაშვილის და ახვლედიანის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შუქი არ ექნება: კალოუბნის და აბაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ახვლედიანის და ჩანტლაძის ქუჩების მოსახლეობას.

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება საბურთალოს რაიონში: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას I კვარტლის, გურიელის, შალვა ნუცუბიძის, ნადარეიშვილის, გაზაფხულის, კამანის, ჯებაშვილის და დელისის ქუჩების მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ელექტრო ენერგია შეზღუდულად მიეწოდება: აღმაშენებლის ხეივნის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, ქოშიგორის დასახლების, პეტრიწის, ჯორჯ ბალანჩივაძის, ვიქტორ ნოზაძის, გრიგოლ ფერაძის, ყუშიტაშვილის, პიმენ ყურაშვილის, სიხარულის, გოგიაშვილის, ძმები კარბელაშვილების, გოდერძი ჩოხელის, ჩაჩავას, აისის, სოლოღაშვილის, პეტრიწის, დემეტრე თავდადებულის, ფარნავაზის, შალვა ნუცუბიძის, ნადარეიშვილის, გაზაფხულის და დელისის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ჩუღურეთის რაიონში, ზაარბრუკენის მოედნის, ნეკრასოვის, პლატონის, ხეთაგუროვის, ჯავახიშვილის, ტოლსტოის, წინამძღვრიშვილის და დიდაღმართის ქუჩების მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ელექტრო ენერგია არ ექნება, კრწანისის რაიონში: ორთაჭალის, კრწანისის და ალიოშა ჯაფარიძის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება მთაწმინდის რაიონში: თავისუფლების მოედნის მოსახლეობას. ასევე გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვაკის რაიონში: დაბა წყნეთის, ბაგების სატყეო უბნის, იმედაძის და უჩანეიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ისნის რაიონში: სამრეწველოს დასახლების, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ბოგდან ხმელნიცკის, ბესიკ გეთიას, პაატა ჯანელიძის, რუსუდანის, ივლეთის, ნარგიზის, ციხისძირის, ბარაქაშვილის, თეთრიწყაროს და სერგო წულაძის ქუჩების მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გლდანის რაიონში: გლდანულის დასახლების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. აბონენტებს ელექტრომომარაგება სამუშაოების დასრულების შემდეგ აღუდგება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა