რობაქიძის გამზირზე ავტომობილების სადგომის ნაცვლად სკვერი მოეწყო

დიდუბის რაიონის გამგეობა მოსასვენებელი სივრცეების კეთილმოწყობას განაგრძობს. ამ ეტაპზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები რობაქიძის გამზირის N31-ის მიმდებარედ, რომელიც ავტომობილების სადგომად იყო გადაქცეული, დასრულდა, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, დეკორატიული ფილები დაიგო, ბილიკები მოეწყო, უსაფრთხოების მოაჯირები დამონტაჟდა და სკვერში საპარკე ინვენტარი დაიდგა.

„სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ასევე პატარებისთვის განკუთვნილ სივრცეს ჩაუტარდა რეაბილიტაცია და ახალი ატრაქციონები დამონტაჟდა. სივრცეში გამწვანების სამუშაოებიც განხორციელდა და ხე-მცენარეები დაირგო.

პროექტი ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „სერვისი 2015“ 40 760 ლარის ღირებულების ფარგლებში განახორციელა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?