ნიკა მელია - შსს-მ მისი განცხადებით მორალური დაცემის ფსკერი გახვრიტა - გვეუბნებიან, „ადამიანი მოვკალით, 40-მა კაცმა ვცემეთ, მაგრამ მაინც სხვა რაღაცამ მოკლაო“

ეს რეჟიმი უნდა წავიდეს, მთავრობა უნდა გადადგეს უახლოეს პერიოდში. რას იტყვის მოძალადე, რომელიც ყოველთვის თავს იმართლებს, არანაირი მნიშვნელობის მატარებელი აღარ არის, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ მთავრობის ადმინისტრაციასთან მისვლის შემდეგ განაცხადა.

ის ასევე გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტროში გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვით, გუშინ ალექსანდრე ლაშქარავა სახლში სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში დაბრუნდა, რითაც გამოძიება გარდაცვალების ერთ-ერთ მიზეზად ნარკოტიკების მოხმარებას განიხილავს. ნიკა მელიას შეფასებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ განცხადებებით „მორალური დაცემის ფსკერი გახვრიტა“.

„არავის აინტერესებს, რას იტყის მკვლელი და სახელმწიფოს მიმტაცებელი. ბრძოლა იქნება ბოლომდე, გამარჯვებამდე. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ გამოძიებით კიდევ უფრო უარესს ამბობს, მორალური დაცემის ფსკერი გახვრიტეს, მაგრამ მეორე მხრივ გვთავაზობენ, რომ ჩვენ სასიკვდილოდ კი ვცემეთ, მაგრამ სიკვდილი სხვა რაღაცის გამო დადგაო. გვეუბნებიან, მოვკალით ადამიანი, 40-მა კაცმა ვცემეთ, მაგრამ მაინც სხვა რაღაცამ მოკლაო. ეს კიდევ უარესი ვერსიაა, რასაც ახლა სთავაზობენ საზოგადოებას, მაგრამ ამ ყველაფერს არასოდეს არ დაიჯერებს.

აღარ არის ყალბი ეტიკეტის დაცვის დრო, ვინ არის შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი, სამართანიშვილი თუ გომელაური? იმიტომ არიან ამ უწყებაში, რომ მიიტაცეს, აბრა არის მხოლოდ გაკრული, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროა, მოძალადეების სამინისტრო რომ დაირქვან, ერთადერთი ეს არ აკადრეს ხალხს, დანარჩენი რაც მათ საქმიანობას უკავშირდება, არის ძალადობრივი”, - აღნიშნა ნიკა მელიამ.

ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეები ამ დროისთვის მთავრობის ადმინისტრაციასთან მივიდნენ. მათ ადმინისტრაციის შენობისკენ მსვლელობით გადაინაცვლეს.

როგორც "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს განუცხდა, აქციის მონაწილეები პროტესტის გამოხატვას მშვიდობიანად აპირებენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო