ანრი ოხანაშვილი - ასეთი ამბებით ცდილობენ ხელი მოითბონ რადიკალურმა ოპოზიციურმა ჯგუფებმა და რადიკალებს საკადრის პასუხს გავცემთ ყოველთვის

ასეთი ამბებით ცდილობენ ხელი მოითბონ რადიკალურმა ოპოზიციურმა ჯგუფებმა და რადიკალებს საკადრის პასუხს გავცემთ ყოველთვის, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასა და 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

რაც შეეხება ხელისუფლების პასუხისმგებლობას, ოხანაშვილი მიიჩნევს, რომ ახლა მათი პასუხისმგებლობა გამოძიების ბოლომდე მიყვანა და დამნაშავეების დასჯაა. რაც შეეხება ოპოზიციას, ოხანაშვილი აღნიშნავს, რომ ისინი „წინასწარ ალიბების შექმნით არიან დაკავებულნი".

„უნდა გაირკვეს სიმართლე, რა მოხდა, სიმართლის გარკვევის გარეშე, წინასწარ, ზოგიერთი ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფების ალიბების შექმნა ნიშნავს იმას, რომ ისინი ცდილობენ ამ ადამიანის ბედით მანიპულირებას.

რაც შეეხება შსს- ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, გადაადგილება, სად გადაადგილდებოდა, როგორ, არ უნდა გავრცელებულიყო? - არაფერი მინიშნება არავის არ გაუკეთებია. მოვისმინეთ პოზიციები, რომ არაფერს მნიშვნელობა არ აქვს, რა მოხდა, რა იქნება ექსპერტიზის დასკვნა და ხელისუფლება უნდა გადადგეს. უკაცრავად, მაგრამ ეს არის პოლიტიკური დღის წესრიგი ოპოზიციის, ესეთი ამბებით ცდილობენ ხელი მოითბონ რადიკალურმა ოპიზიციურმა ჯგუფებმა და რადიკალებს საკადრის პასუხს გავცემთ ყოველთვის. ხდება ტირაჟირება, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა ძალადობა წააქეზა, რაც არის ტყუილი, აბსურდი. ირაკლი ღარიბაშვილს არავინ წაუხალისებია და ეს არის ნონსენსი. შესაბამისად, ჩვენი პოლიტიკური პასუხისმგებლობა რაც არის, არის ის, რომ ყველა გამოძიება მივიდეს ბოლომდე,"- განაცხადა ოხანაშვილმა.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს