დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი პოლარიზებული აღმოჩნდა ჩვენი საზოგადოება - გვმართებს, რომ ვიყოთ სიყვარულით სავსენი

მეტი თანაგრძნობა გვმართებს, ნებისმიერი ადამიანის წასვლა, რა მიზეზიც არ უნდა იყოს, ძალიან სამწუხაროა, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ „ტვ პირველის" ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე საუბრისას განაცახდა.

მისივე თქმით, გვმართებს, რომ ვიყოთ სიყვარულით სავსენი და ერთმანეთი გავაძლიეროთ.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი პოლარიზებული აღმოჩნდა ჩვენი საზოგადოება. ჩვენ გვმართებს, რომ ვიყოთ სიყვარულით სავსენი, ერთმანეთი გავაძლიეროთ, ამ ერთობაში ჩვენი, ყველას საკეთებელი საქმე ვაკეთოთ. პავლე მოციქულის სიტყვებია, რომ ქრისტემ შეირიგა ქვეყანა, ადამიანს არ შეურაცხა მათი ცოდვები და შერიგების სიტყვა დაგვიტოვა. ამიტომ გვმართებს მეტი თანაგრძნობა. მინდა, სამძიმარი ვუთხრა ოჯახს, მის მეგობრებს, კოლეგებს. ნებისმიერი ადამიანის წასვლა, რა მიზეზიც არ უნდა იყოს, ძალიან სამწუხაროა. ძალიან ახალგაზრდა ადამიანი წავიდა, გულით ვიზიარეთ ამ წუხილს",-აღნიშნავს ჯაღმაიძე.

ჟურნალისტის კითხვაზე, ხედავს თუ არა ის, 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებში საქართველოში ამერიკის ელჩის კელი დეგნანის როლს, ჯაღმაიძე აღნიშნავს: " ის, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ სხვადასხვა ქვეყნის ელჩი ამ საკითხში ერევა, ფაქტია. მოვისმინეთ არაერთი მსგავსი განცხადება".

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს