დავით კუტალაძე - სამშობლოს დასაცავად ავედი და მოძალადის სახელი დამარქვეს - ახლა ჟურნალისტის გარდაცვალებას და ცემის ფაქტს მაბრალებენ, ყველაფერზე წამსვლელები არიან, რომ ციხეში გამიშვან

ახლა ჟურნალისტის გარდაცვალებას და ცემის ფაქტს მაბრალებენ, მე დავრწმუნდი, რომ ეს ადამიანები ყველაფერზე წამსვლელები არიან, რომ მე ციხეში გამიშვან, - ამის შესახებ „ტვ პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე ბრალდებულმა დავით კუტალაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

ბრალდებულის გამოსვლას სხდომათა დარბაზში მსხდომი ჟურნალისტების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. კუტალაძე სხდომათა დარბაზიდან შეძახილების ფონზე გაიყვანეს.

მასმედიის წარმომადგენლების გაღიზიანება ბრალდებულის მიერ არაერთხელ ნათქვამმა ფრაზამ გამოიწვია, რომ "ის მოძალადე კი არა, ქართველი ვაჟკაცია და რომ ლექსო ლაშქარავას არაფერი სჭირდა, რადგან შოუებში გამოდიოდა".

"მე არ ვარ საზოგადოებისთვის საშიში, მე ისეთი ადამიანი ვარ, ვისაც ყველა მართალი ადამიანი უყვარდა ყოველთვის.... გავიგე, რომ ჯვრის მოთხრას აპირებდნენ, მე იქ ავედი სამშობლოს დასაცავად და მოძალადის სახელი დამარქვეს. იქ ჩემ შევარდნას პუტინისეული შევარდნა დაარქვეს და ახლა ჟურნალისტის გარდაცვალებას და ცემის ფაქტს მაბრალებენ, მე დავრწმუნდი, რომ ეს ადამიანები ყველაფერზე წამსვლელები არიან, რომ მე ციხეში გამიშვან",- განაცხადა კუტალაძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე