გიორგი ვაშაძე ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატებზე - ისინი არიან გაყალბების მანქანის ჭანჭიკები და ჭანჭიკებს ჩვენ მხარს არასდროს დავუჭერთ

ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატებს აქვთ კონკრეტული მინუსები და ამ მინუსებიდან ჩანს, რომ ისინი არიან გაყალბების მანქანის ჭანჭიკები - ჭანჭიკებს ჩვენ არასდროს მხარს არ დავუჭერთ,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, მათი მხარდაჭერა თავმჯდომარეობის კანდიდატებს არ ექნებათ.

„მე რთულად წარმომიდგენია ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატებს მხარი დავუჭიროთ. გასაუბრებამაც აჩვენა, რომ ისინი არიან ძალიან მიკერძოებული, ხელის ჩინოვნიკები, რომლებიც შეარჩიეს საარჩევნო გაყალბების მანქანიდან. ასე რომ, მათ ჩვენი მხარდაჭერა არ ექნებათ. დანარჩენ კანდიდატებთან მიმდინარეობს გასაუბრება, სადაც „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „შარლ მიშელის რეფორმების ფრაქცია" იღებს მონაწილეობას და საბოლოო პოზიციებს ჩამოვაყალიბებთ ამის შემდეგ.

წინასწარ ვამბობდით, რომ ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატი უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც სტრეს-ტესტი, წნეხის ტესტი აქვს გავლილი, ვერც ერთმა ამ კანდიდატმა გასაუბრებაზე ვერ დაასახელა ვერც ერთი ფაქტი, სადაც გაუძლეს რამე წნეხს, პირიქით, ერთი იურიდიული სამსახურის უფროსი იყო და მეორე „ეიჩარის“ უფროსი.

ამ ადამიანებს აქვთ კონკრეტული მინუსები თავიანთ წარსულში და ამ მინუსებიდან ჩანს, რომ ისინი არიან გაყალბების მანქანის ჭანჭიკები, ჭანჭიკებს ჩვენ არასდროს მხარს არ დავუჭერთ,"- განაცხადა ვაშაძემ.

იხილეთ ვიდეო:გიორგი ვაშაძე ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატებზე - ისინი არიან გაყალბების მანქანის ჭანჭიკები და ჭანჭიკებს ჩვენ მხარს არასდროს დავუჭერთ

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა