ცესკო-ს წევრობის კანდიდატი - თუ ამირჩევენ, მაქსიმალურად შევუწყობ ხელს საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობის აღდგენა-განმტკიცებას

ცესკო-ს წევრობის კანდიდატის, ლელა ტალიურის განცხადებით, არც ერთ პოლიტიკურ ძალასთან აფილირებული არ არის და თუ კომისიის წევრად აირჩევენ, საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობის აღდგენას შეუწყობს ხელს.

როგორც ტალიურმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ცესკო-ს წევრობის სტანდარტს აკმაყოფილებს.

„ჩემი განვლილი ცხოვრებიდან, ჩემი პროფესიონალიზმიდან, პრინციპულობიდან და მიუკერძოებლობიდან გამომდინარე, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არ ვარ აფილირებული რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან და შესაბამისად, ვფიქრობ, ამ მოცემულობიდან გამომდინარე ვაკმაყოფილებ ცესკო-ს წევრობის პროფესიული, უპარტიო და მიუკერძოებელი წევრობის სტანდარტს და თუ არჩეული ვიქნები, მაქსიმალურად შევუწყობ ხელს საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობის აღდგენა-განმტკიცებას“,- განაცხადა ტალიურმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა ცესკო-ს თავმჯდომარისა და ორ ე.წ. პროფესიონალი წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატების მოსმენა დაიწყო. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ლელა ტალიურის მოსმენა ცოტა ხნის წინ დაიწყო. კომიტეტის წევრებმა უკვე მოუსმინეს კომისიის წევრობის კანდიდატ გიორგი ცაცაშვილს. დღესვე მოუსმენენ კომისიის კიდევ ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ ორ პირს და ცესკო-ს თავმჯდომარეობის ორ კანდიდატს.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ცესკო-ს წევრობის კანდიდატი - თუ ამირჩევენ, მაქსიმალურად შევუწყობ ხელს საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობის აღდგენა-განმტკიცებას

ცესკო-ს წევრობის კანდიდატის, ლელა ტალიურის განცხადებით, არც ერთ პოლიტიკურ ძალასთან აფილირებული არ არის და თუ კომისიის წევრად აირჩევენ, საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობის აღდგენას შეუწყობს ხელს.

როგორც ტალიურმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ცესკო-ს წევრობის სტანდარტს აკმაყოფილებს.

„ჩემი განვლილი ცხოვრებიდან, ჩემი პროფესიონალიზმიდან, პრინციპულობიდან და მიუკერძოებლობიდან გამომდინარე, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არ ვარ აფილირებული რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან და შესაბამისად, ვფიქრობ, ამ მოცემულობიდან გამომდინარე ვაკმაყოფილებ ცესკო-ს წევრობის პროფესიული, უპარტიო და მიუკერძოებელი წევრობის სტანდარტს და თუ არჩეული ვიქნები, მაქსიმალურად შევუწყობ ხელს საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობის აღდგენა-განმტკიცებას“,- განაცხადა ტალიურმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა ცესკო-ს თავმჯდომარისა და ორ ე.წ. პროფესიონალი წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატების მოსმენა დაიწყო. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ლელა ტალიურის მოსმენა ცოტა ხნის წინ დაიწყო. კომიტეტის წევრებმა უკვე მოუსმინეს კომისიის წევრობის კანდიდატ გიორგი ცაცაშვილს. დღესვე მოუსმენენ კომისიის კიდევ ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ ორ პირს და ცესკო-ს თავმჯდომარეობის ორ კანდიდატს.

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო