კელი დეგნანი - საჭიროა მკაფიო, ძლიერი გზავნილი საქართველოს ხელისუფლებისგან, რომ ვინც ძალადობა წაახალისა, ვინც ძალადობრივად დაესხა თავს მოქალაქეებს, ამას ექნება შედეგები მათთვის

ძალადობა მიუღებელია. საჭიროა მკაფიო, ძლიერი გზავნილი საქართველოს ხელისუფლებისგან, რომ ამას ექნება შედეგები მათთვის, ვინც ეს ძალადობა წაახალისა და ვინც ძალადობრივად დაესხა თავს მოქალაქეებს, რომლებიც მშვიდობიანად სარგებლობენ თავიანთი კონსტიტუციური უფლებით, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.

„თუკი არ იქნება მკაფიო შედეგები, მკაფიო გზავნილები იმის შესახებ, რომ ძალადობა არ იქნება შეწყნარებული, ეს კიდევ მეტი ძალადობისკენ წახალისება იქნება. იმ მოქალაქეებისთვის დაცული და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა, რომლებიც თავიანთ კონსტიტუციურ უფლებას იყენებენ, ნებისმიერი მთავრობის ფუნდამენტური პასუხისმგებლობაა“, - აღნიშნა ელჩმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?