კახაბერ ქემოკლიძე - მმართველი პარტიის განცხადება მიანიშნებს, რომ შინაარსობრივად არ ესმით, რას ეუბნებიან სტრატეგიული პარტნიორები

მმართველი პარტიის განცხადება მიანიშნებს, რომ შინაარსობრივად არ ესმით რას ეუბნებიან სტრატეგიული პარტნიორები, რომლებიც მუშაობენ ამ ქვეყნის განვითარებაზე, რომ მოქალაქეებმა უკეთესად იცხოვრონ დღევანელ რთულ გარემოში, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა კახაბერ ქემოკლიძემ განაცხადა.

ქემოკლიძემ განვითარებული მოვლენები ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის სახიფათოდ შეაფასა და აღნიშნა, რომ ამ მოვლენებმა პარტნიორების მხრიდან უმაღლეს დონეზე გამოიწვიეს უმწვავესი კრიტიკა და ისინი 19 აპრილის შეთანხმების დარღვევისა და მოსამართლეების უვადოდ გამწესების გამო ფინანსური სანქციების გამოყენებაზე მიანიშნებენ.

„მმართველი პარტიის განცხადება არის კლასიკური მაგალითი იმის, თუ რა დონეზე შინაარსობრივად, სისტემურად არ ესმით რას ეუბნებიან ის სტრატეგიული პარტნიორები, რომლებიც დღის და ღამის განმავლობაში მუშაობენ ამ ქვეყნის განვითარებაზე, ჩვენს დაცვაზე მათ შორის რუსეთის ფედერაციის მხრიდან, პირდაპირ ინვესტირებაზე და სხვა მიმართულებით - რომ ქართული პოლიტიკა გაძლიერდეს და საქართველოს მოქალაქეებმა უბრალოდ უკეთესად იცხოვრონ დღევანელ რთულ გარემოში. ამ სისტემურ ვერგაგებას მიანიშნებს მმართველი პარტიის ე.წ. პოლიტიკური ხელმძღვანელობის განცხადება”, - ამბობს ქემოკლიძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა