კელი დეგნანი - „ქართული ოცნების“ ლიდერებმა ნათელი უნდა მოჰფინონ მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებს

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერებმა ნათელი უნდა მოჰფინონ მათ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ „ცალკეული ჩინოსნების არაკეთილსინდისიერი ქმედებების გამო, მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის სტრუქტურებს უმაღლეს დონეზე მიეწოდება დამახინჯებული ინფორმაცია პოლიტიკური შეთანხმების შესრულების შესახებ“.

კელი დეგნანს დღეს ჟურნალისტებმა შეკითხვით მიმართეს, ვის შეიძლება გულისხმობდეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „არაკეთილსინდისიერ მაღალჩინოსანში, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს არასწორ ინფორმაციას აწვდის“, რაზეც ამერიკელმა დიპლომატმა აღნიშნა: „ქართული ოცნების“ ლიდერებმა ნათელი უნდა მოჰფინონ მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებს,“- განაცხადა კელი დეგნანმა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ლიდერები ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე და შალვა პაპუაშვილი გუშინ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში შეშფოთებას გამოხატავენ იმასთან დაკავშირებით, რომ "ცალკეული ჩინოსნების არაკეთილსინდისიერი ქმედებების გამო", მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის სტრუქტურებს უმაღლეს დონეზე მიეწოდება დამახინჯებული ინფორმაცია პოლიტიკური შეთანხმების შესრულების შესახებ.

"გუნდის თითოეული წევრისთვის გასაკვირი და შემაშფოთებელია განცხადებები და შეფასებები, რომლებიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით ვრცელდება.

მზად ვართ, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ნებისმიერ ფორმატში დეტალურად განვიხილოთ პოლიტიკური შეთანხმების შინაარსი და მისი შესრულების მდგომარება, რაც საბოლოოდ ნათელს მოფენს სიმართლეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

კელი დეგნანი - „ქართული ოცნების“ ლიდერებმა ნათელი უნდა მოჰფინონ მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებს

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერებმა ნათელი უნდა მოჰფინონ მათ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ „ცალკეული ჩინოსნების არაკეთილსინდისიერი ქმედებების გამო, მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის სტრუქტურებს უმაღლეს დონეზე მიეწოდება დამახინჯებული ინფორმაცია პოლიტიკური შეთანხმების შესრულების შესახებ“.

კელი დეგნანს დღეს ჟურნალისტებმა შეკითხვით მიმართეს, ვის შეიძლება გულისხმობდეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „არაკეთილსინდისიერ მაღალჩინოსანში, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს არასწორ ინფორმაციას აწვდის“, რაზეც ამერიკელმა დიპლომატმა აღნიშნა: „ქართული ოცნების“ ლიდერებმა ნათელი უნდა მოჰფინონ მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებს,“- განაცხადა კელი დეგნანმა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ლიდერები ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე და შალვა პაპუაშვილი გუშინ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში შეშფოთებას გამოხატავენ იმასთან დაკავშირებით, რომ "ცალკეული ჩინოსნების არაკეთილსინდისიერი ქმედებების გამო", მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის სტრუქტურებს უმაღლეს დონეზე მიეწოდება დამახინჯებული ინფორმაცია პოლიტიკური შეთანხმების შესრულების შესახებ.

"გუნდის თითოეული წევრისთვის გასაკვირი და შემაშფოთებელია განცხადებები და შეფასებები, რომლებიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით ვრცელდება.

მზად ვართ, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ნებისმიერ ფორმატში დეტალურად განვიხილოთ პოლიტიკური შეთანხმების შინაარსი და მისი შესრულების მდგომარება, რაც საბოლოოდ ნათელს მოფენს სიმართლეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია