სალომე სამადაშვილი - გომელაური უნდა გადადგეს თანამდებობიდან და ეს ადამიანების უმრავლესობისთვის ეჭვგარეშეა - მივმართავთ ამ მოწოდებით, ძალიან მწვავე მოსმენა იქნება დღეს

ყველა თანხმდება, რომ გომელაური არის უშუალო პასუხისმგებელი იმაზე, რაც მოხდა 5 ივლისს - გომელაური უნდა გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან და ეს არის ადამიანების უმრავლესობისთვის ეჭვგარეშე,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დღეს ძალიან მწვავე მოსმენა იქნება.

"დღეს სწორედ ამიტომ ვმონაწილეობთ ამ მოსმენაში, რომ კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ, როგორ არის პირდაპირ პასუხისმგებელი გომელაური იმაზე, რომ 53 ჟურნალისტი დაშავებულია 5 ივლისს და მან ვერ უზრუნველყო საკუთარი თანამოქალაქეების უსაფრთხოება მაშინ, როცა არ უჭირს საპოლიციო ძალების ორგანიზება, როცა ცარიელი "ქართული ოცნების" ოფისია დასაცავი და რომელიმე სხვა სახელმწიფო დაწესებულება. ამიტომ ძალიან მწვავე მოსმენა იქნება დღეს და ჩვენი პოზიციაა, რომ გომელაურმა უნდა დატოვოს დაკავებული თანამდებობა, მივმართავთ მათ ამ მოწოდებით და გვექნება არაერთი კითხვა. "ქართული ოცნება" არის ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც არაფერი გამოუძიებია 9 წლის მანძილზე. ეს ხელისუფლება არის რეკორდსმენი გამოუძიებელი საქმეების. მათ დაიბარეს მოძალადეების ორგანიზატორები, რადგან ეს იყო მოთხოვნა დასავლელი პარტნიორების და ამის საპასუხოდ შექმნეს ილუზია, რომ თითქოს რაღაც ნაბიჯებს დგამენ. თუმცა, მათ ახლა აქვთ იმედი, რომ ყველაფერი ჩაიფარცხება და არავის პასუხი არ მოეთხოვება. საკუთარ თავს გომელაური და ღარიბაშვილი პასუხს ვერ მოსთხოვენ ცხადია", - განაცხადა სამადაშვილმა.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს