პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიონალი წევრების არჩევის საკითხი ჩააგდო - პირველი კენჭისყრის კვორუმად დადგენილი 100 ხმა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო

პარლამენტმა დღევანდელ სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარე და ასევე ე.წ. პროფესიონალი წევრები ვერ აირჩია. პირველი კენჭისყრის კვორუმად დადგენილი ხმათა 2/3 - 100 ხმა, პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილმა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო.

რიგგარეშე სხდომაზე გამართული კენჭისყრის შედეგები ასეთია: 82-მომხრე, 8-წინააღმდეგი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილი გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურა ჩავარდა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ მეორე კანდიდატურას, გიორგი სანტურიანს მხარი მხოლოდ 2-მა დეპუტატმა დაუჭირა. მის წინააღმდეგ პარლამენტის 10-მა წევრმა მისცა ხმა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილ გია ცაცაშვილს 80-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ხოლო მისი კანდიდატურის წინააღმდეგ 9 წევრმა მისცა ხმა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე გია ცაცაშვილთან ერთად, წარმოდგენილი იყო ლელა ტალიურის კანდიდატურა, რომელსაც მხარი 16-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო ერთმა მისი კანდიდატურის წინააღმდეგ მისცა ხმა.

ცესკოში მეორე ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილ მაია ზარიძის კანდიდატურას ხმა პარლამენტის 81-მა წევრმა მისცა, ხოლო პარლამენტის 8 წევრმა მის წინააღმდეგ მისცა ხმა. მაია ზარიძესთან ერთად წარმოდგენილ თამარ სართანიას კანდიდატურას მხარი დაუჭირა 16-მა წევრმა, ხოლო 27 დეპუტატი წინააღმდეგი იყო.

საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებით, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევას 100 ხმა სჭირდება.

იმ შემთხვევაში, თუ 2/3 -ით არჩევა ვერ მოხერხდა, კენჭისყრა კვლავ 2/3-იანი კვორუმით უნდა ჩატარდეს და არჩევა თუ მაინც ვერ მოხერხდა, ამ შემთხვევაში, საჭირო იქნება 3/5 ანუ 90 ხმა. პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე და წევრები თუ ამ კვორუმითაც ვერ აირჩია, მაშინ არჩევისათვის 76 ხმა საკმარისი იქნება.

ახალი კანონის მიხედვით, თუ ცესკოს თავმჯდომარე არჩეულია პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით, მისი უფლებამოსილების ვადაა 5 წელი, ხოლო სხვა შემთხვევაში − 6 თვე.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს