რომან გოცირიძე - ვერ გამოვლენ ასე მშრალად - გომელაურს მოუწევს მოსვლა, მწვავე კითხვებზე პასუხის გაცემა, მოუწევს გადადგომა

ვერ გამოვლენ ასე მშრალად - გომელაურს მოუწევს მოსვლა, მწვავე კითხვებზე პასუხის გაცემა, მოუწევს გადადგომა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ გუშინდელი მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გუშინ უმრავლესობამ შინაგან საქმეთა მინისტრი გააპარა, რადგან გომელაურს კითხვებზე პასუხი არ ჰქონდა.

„როცა სათქმელი არაფერია, თავის მართლებას აზრი არ აქვს, ყველაფერი ნათელია და კამერებზეა აღბეჭედილი ვინ არის ორგანიზატორი, შემსრულებელი, წამქეზებელი, როცა ხელისგულზეა ყველაფერი, რა პასუხები უნდა გაეცა შს მინისტრს. ჩვენი საპროტესტო, 1 - წუთიანი აქციაც კი ვერ აიტანეს, მწარედ მოხვდათ გულზე ის სურათები, რომელიც მათ დანაშაულს ასახავს. დაიძვრინეს თავი და გააპარეს შს მინისტრი, მაგრამ ვერ გამოვლენ ასე მშრალად, გომელაურს მოუწევს მოსვლა, მწვავე კითხვებზე პასუხის გაცემა, მოუწევს გადადგომა. პირველი რაც უნდა ეთქვა, ეს იყო ბოდიში, რის შემდეგაც უნდა წასულიყო სახლში. ასევე უნდა მოიქცეს პრემიერ- მინისტრიც. რა მორალური უფლებით ხვდება დღეს შარლ მიშელს, რა სახე უნდა აჩვენოს - მოძალადის და პროვოკატორის, რომელმაც გადაუხვია ყველა ევროპულ გზას და ღირებულებებს. ამ მოვლენების მთავარი ინსპირატორი იყო ირაკლი ღარიბაშვილი, ამიტომ ყველა აგებს პასუხს, ზოგი სისხლის სამართლის წესით, ხოლო ზოგს პოლიტიკური ფასის გადახდა და სახლში წასვლა მოუწევს,"- განაცხადა გოცირიძემ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო