ფინანსთა მინისტრი - მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 7.7%-მდე ზრდის

მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 7.7%-მდე ზრდის, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, სსფ-სთან მე-4 მუხლის ფარგლებში გამართული კონსულტაციები იყო ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ჩვენ დავასრულეთ მე-4 მუხლის კონსულტაციები. აღნიშნული კონსულტაციების ფარგლებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ხდება ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის, მის წინაშე არსებული გამოწვევებისა და დაგეგმილი ეკონომიკური პოლიტიკის შეფასება. ჩვენთვის ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო კონსულტაციები. განსაკუთრებით, იმ თვალსაზრისით, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდს კიდევ ერთხელ გავუზიარეთ ეკონომიკის აღდგენის პერსპექტივა და ის ნაბიჯები, თუ როგორ უნდა შევძლოთ მაკროეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობის გაზრდა", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ურთულესი გამოწვევების მიუხედავად, ქვეყანამ საკმაოდ მნიშვნელოვანი ინტერვენცია განახორციელა ბიზნესის მხარდაჭერის კუთხით.

"ჩვენი მიზანი იყო შეგვენარჩუნებინა კომპანიების სიცოცხლისუნარიანობა და თუნდაც შემცირებული ბრუნვებით, გაგვეყვანა ისინი პოსტპანდემიურ, ეკონომიკური აღდგენის პერიოდამდე, რათა მათ იოლად შესძლებოდათ აღედგინათ სიმძლავრეები. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს შევძელით. ამ ღონისძიების ეფექტურობას თავის შეფასებებში ეთანხმება საერთაშორისო სავალუტო ფონდიც. ჩვენ განვაახლეთ ეკონომიკური პროგნოზი 2021 წლისათვის - 7.7 პროცენტამდე. შესაბამისად, წელს, ჩვენი ეკონომიკა გაიზრდება უფრო მეტად, ვიდრე ეს იყო 2019 წელს. ჩვენს ამ შეფასებას სრულად ეთანხმება საერთაშორისო სავალუტო ფონდი, რომლის პროგნოზიც ასევე 7.7 პროცენტს შეადგენს", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა