კობა კობალაძემ სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულთან შეხვედრა გამართა

მიმდინარე წლის 19 ივლისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ რეგიონებში მისი გეგმური ვიზიტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულთან, ბესიკ ამირანაშვილთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

როგორც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მხარეებმა ისაუბრეს ყველა იმ გამოწვევაზე, რომლებიც რეგიონში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების წინაშე დგას და რომელთა გადაჭრის გზებიც, ერთობლივი ძალისხმევით უნდა შემუშავდეს; კობა კობალაძემ, მასპინძელს გააცნო ყველა ის პროგრამა, რომლებსაც სამსახური, ბენეფიციართა სოციალური, ეკონომიკური და ჯანდაცვის კუთხით, მთავრობასთან და შესაბამის უწყებებთან ერთად ახორციელებს და რომელთა გაზრდისთვის, ყველა დონეზე, ნაყოფიერი მუშაობა მიმდინარეობს.

„ბესიკ ამირანაშვილმა, თავის მხრივ, სტუმარს გააცნო ის პროექტები, რომლებსაც რეგიონში, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები, ვეტერანთა მხარდასაჭერად ახორციელებენ და უფრო მეტი თანადგომა აღუთქვა; კობა კობალაძემ ბესიკ ამირანაშვილს ვეტერანთა სოციალური და ეკონომიკური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამშობლოს ერთიანობისთვის მებრძოლთა წინაშე არსებული გამოწვევების უფრო ეფექტურად დასაძლევად, პროექტებს, ერთიანი ძალისხმევით შეიმუშავებენ და ურთიერთთანამშრომლობას უფრო მეტად გააღრმავებენ.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მრჩევლები, ვლადიმერ იმნაძე და დავით თევზაძე.

სამსახურის დირექტორის გეგმური შეხვედრები რეგიონებში მცხოვრებ ვეტერანებთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, მიზნად ისახავს, სამსახურის ბენეფიციართა სოციალურ- ეკონომიკურ და ჯანდაცვის სფეროში არსებული გამოწვევების დასაძლევად სხვადასხვა უწყებების მეტი ჩართულობის უზრუნველყოფას და უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმას“, - ნათქვამია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა