ზაზა წერეთელი - მსოფლიოში კორონავირუსის „ლამბდა შტამის“ 700 შემთხვევაა დაფიქსირებული და ის ძირითადად სამხრეთ ამერიკაში ფიქსირდება

ჩვენი მთავარი პრობლემა არის „დელტა შტამი“ იმიტომ, რომ ძალიან სწრაფად ვრცელდება. კვლევებმა, რომელიც „დელტა შტამის“ შესახებ ექვს ქვეყანაში ჩატარდა, აჩვენა, რომ აუცილებელია ორი დოზით აცრა იმიტომ, რომ ერთი დოზით აცრა ამ შტამზე არ მუშაობს და მისი ეფექტურობაც 30%-ია. - საქართველოში რაც შეიძლება მეტი ადამიანის ორჯერადად აცრა უნდა მოხდეს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კომისიის ქართველმა წევრმა ზაზა წერეთელმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა.

მისივე თქმით, „დელტა შტამი“ სიმპტომებით ძალიან ჰგავს ჩვეულებრივ გაციებას და სწორედ ამან გამოიწვია მისი მასობრივად გავრცელება.

„კვლევებმა, რომელიც „დელტა შტამის“ შესახებ ექვს ქვეყანაში ჩატარდა, აჩვენა, რომ აუცილებელია ორი დოზით აცრა იმიტომ, რომ ერთი დოზით აცრა ამ შტამზე არ მუშაობს და მისი ეფექტურობაც 30%-ია . ამიტომ ჩქარობს ყველა ქვეყანა და ამიტომაც უნდა მოხდეს საქართველოში რაც შეიძლება მეტი ადამიანის ორჯერადად აცრა. „დელტა შტამმა“ შეცვალა კიდევ ერთი რამ, ადრე ქვეყნები იძახდნენ, მათ შორის საქართველოც, რომ მოსახლეობის 60% უნდა აცრილიყო. ახლა ყველა ამბობს, რომ საჭიროა მოსახლეობის 80%-ის აცრა იმისთვის, რომ შევაჩეროთ ამ შტამის სწრაფი გავრცელება. რაც შეეხება „ლამბდა შტამს“ ამ მომენტამდე მსოფლიოში მხოლოდ 700 შემთხვევა დაფიქსირდა და ეს შემთხვევები ძირითადად არის სამხრეთ ამერიკაში. ამ მომენტისთვის ჩვენი მთავარი პრობლემა არის „დელტა შტამი“ იმიტომ, რომ ძალიან სწრაფად ვრცელდება. „დელტა შტამი“ სხვებისგან განსხვავდება იმით, რომ ამ შემთვევაში დაავადებულ ადამიანს ყნოსვის და გემოს შეგრძნებები არ ეკარგება. მისი სიმპტომები საწყის ეტაპზე ძალიან ჰგავს ჩვეულებრივ გაციებას, ამიტომ ძალიან ბევრი ამას ყურადღებას არ აქცევს და სწორედ ამან გამოიწვია მისი მასობრივად გავრცელება“,- განაცხადა ზაზა წერეთელმა.

ამასთან, წერეთელი ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანია არ ჩატარებულა და სწორედ ამან განაპირობა საქართველოში ანტივაქსერული მოძრაობის გააქტიურება.

„მე ვხვდები, რომ საქართველოში შეზღუდვების მოხსნა მოხდა იმიტომ, რომ ტურისტული სეზონია და ტურისტები უნდა შემოსულიყვნენ, მაგრამ აქ შეიძლება გაგვეკეთებინა ისე, როგორც სხვა ქვეყნები მოიქცნენ. ტურისტები არ შემოეშვათ იმ ქვეყნებიდან სადაც ვიცით, რომ „დელტა შტამის“ აფეთქებაა. მაგალითად რუსეთში, სადაც ყველამ ვიცით, რომ არის „დელტა შტამის“ აფეთქება და ვაქცინაციის პროცესი ნელა მიმდინარეობს, ამიტომ ჩვენ უნდა შეგვეზღუდა რუსი ტურისტების შემოშვება. ჩვენს ქვეყანაში შეიძლება პრობლემა იყოს არამარტო ის, რომ გვყავს დაავადებული ადამიანები, არამედ, პრობლემა შეიძლება იყოს შრომისუნარიანი ხალხის რაოდენობის შემცირება. მოსახლეობასთან არ იყო მუშაობა იმასთან დაკავშირებით, საჭიროა თუ არა ვაქცინები და როგორ მუშაობს. ძალიან ბევრი ადამიანი საქართველოში, რომელიც თავს იკავებს ვაქცინაციისგან, უამრავ არაზუსტ ინფორმაციას იღებს. საქარველოში ძალიან ძლიერი ანტივაქსერული მოძრაობაა, რომელიც ისევ აგრძელებს მუშაობას, - განაცხადა წერეთელმა.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს