ნინო წილოსანი თინა ბოკუჩავაზე - შეიძლება საღებავი შეესხა, საწამლავი დაესხა - შალვა პაპუაშვილმა დაიცვა პარლამენტის თავმჯდომარე

შეიძლება საღებავი შეესხა, შეიძლება საწამლავი დაესხა, ჩვენ ხომ ვიცით, ეს ხომ გამოგვივლია, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, დეპუტატმა ნინო წილოსანმა 18 ივლისს "ქართული ოცნების" წევრ, შალვა პაპუაშვილსა და "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატ თინა ბოკუჩავას შორის მომხდარ ინციდენტზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საუბარი იმაზე, რომ თითქოს კაცებმა ქალებზე მიზანმიმართულად იძალადეს, არასწორია.

„რა თქმა უნდა, შალვა პაპუაშვილს მისი უშუალო დანიშნულებიდან და უფლებამოსილებიდან გამომდინარე შეიძლება, ეს არ ევალებოდა, მაგრამ მან თავისი განზრახვით, უბრალოდ, დაიცვა პარლამენტის თავმჯდომარე იმ რისკისგან, რომელიც შეიძლება ყოფილიყო და ეს რისკი იყო. შეიძლება საღებავი შეესხა, შეიძლება საწამლავი დაესხა, ჩვენ ხომ ვიცით, ეს ხომ გამოგვივლია. მათ შორის მათმა წარმომადგენელმა ქალებმა პარლამენტში დაასხეს საწამლავი და დაწამლეს იქ ხალხი. რატომ იყო არალოგიკური, რომ რაღაც სასწაული გაეკეთებინა, ვერ ვხვდები.

ეს ხომ არ იყო, მშვიდ დაწყნარებულ გარემოში, რომ ადამიანი მიდის მეორე ადამიანთან. ეს მოცემულობა არ იყო. იქ იყო დაპირისპირება, მათ შორის დაპირისპირება და აი ამ ფონზე შალვა პაპუაშვილს გაუჩნდა ლოგიკური ეჭვი, რომ რაღაც სხვა შეურაცხყოფის ფორმები გამოეყენებინა.

ჩვენ ხომ ვიცით ასეთი ფაქტები, მაგალითად ეკა ბესელიას ფიზიკური შეხება ვანო ზარდიაშვილის მიმართ, მაგალითად საწამლავის დასხმა. ამიტომ, იმ მოცემულობაში ვერაფერს ვერ გამორიცხავდი და ერთადერთი რის თქმასაც ვცდილობ, რაც სურთ, რომ აქედან გამოიყვანონ, თითქოს კაცებმა ქალებზე მიზანმიმართულად იძალადეს, ეს არ იყო, რა თქმა უნდა“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

ნინო წილოსანის განცხადებით, 18 ივლისს ნონა მამულაშვილმა პოლიტიკური აქტი უხამსი ფორმებით გამოხატა.

„ნონა მამულაშვილისგანაც იყო გარკვეული, ჩემთვის უხამსი ფორმებით გამოხატული პოლიტიკური აქტი და ირაკლი ზარქუამაც ასევე პოლიტიკური ქმედება გააკეთა. რა თქმა უნდა, არ მომწონს, მე ისიც არ მომწონს კაცები რომ უბათქუნებენ ერთმანეთს და არც ის არ მომწონს რაც ამ დღეების განმავლობაში ხდება. პარლამენტი, რომელიც სახე უნდა ვიყოთ ყველაზე უარეს მაგალითს ვაძლევთ საზოგადოებას, მაგრამ ეს არ არის ჩვენი მხრიდან ინსპირირებული და დაწყებული და ამას ძალიან კარგად ხედავს ობიექტურად მოტივირებული ადამიანი“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

ლევან ლორთქიფანიძე - არაფერი მიანიშნებს, რომ „ქართული ოცნება“ საგარეო ორიენტირს ცვლის და აშშ-თან ან ევროკავშირთან პოლიტიკური ურთიერთობების დალაგებას ცდილობს, საქმე გვაქვს ეკონომიკური ან ლოჯისტიკური პრობლემების გადაწყვეტის მცდელობასთან
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
Gorenje-მ ფეხბურთის ლეგენდა ლუკა მოდრიჩი ბრენდის ელჩად დაასახელა: ნამდვილი სიდიადე სახლიდან იწყება
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
50%-იანი ქეშბექი შოპინგზე - Bybit Georgia და City Mall ახალ კამპანიას იწყებენ
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების მეორე ეტაპზე შეთავაზებული აპარტამენტები ერთ დღეში გაიყიდა
რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია „საქრძე“ უერთდება „საოჯახო კალათის“ ინიციატივას
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია