"ევროპულმა საქართველომ” პარტიის ანტიკორუფციული მიმართულების ხელმძღვანელად გიორგი ნონიაშვილი დაასახელა

"ევროპულმა საქართველომ" ანტიკორუფციული ქსელის პრეზენტაცია გამართა და პარტიის ანტიკორუფციული მიმართულების ხელმძღვანელად გიორგი ნონიაშვილი დაასახელა.

როგორც პარტიაში აცხადებენ, ანტიკორუფციული ქსელი მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოქმედდება.

ნონიაშვილი პარტიის თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ წარადგინა და განაცხადა, რომ ანტიკორუფციული ქსელის მუშაობის მთავარი მექანიზმები იქნება აქტიური მოქალაქეების პოვნა, რომლებიც ინფორმაციას ადგილზე მოიპოვებენ და ასევე, მობილიზებას გაუკეთებენ აქტიურ მოქალაქეებს, რომლებიც “პოლიტიკურ პრობლემას” უქმნიან ნებისმიერ რეჟიმს.

“ჩვენ წლებია ვხედავთ, რამხელა საფრთხეს წარმოადგენს ივანიშვილის რეჟიმი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. ბოლო პერიოდში განსაკუთრებული სიმძაფრით გამოჩნდა ამ რეჟიმის სახე. თუ ამ საფრთხეს არ გავუმკლავდით და არ გაიმარჯვეს მოქალაქეებმა, ვისაც სურს თავისუფლება და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, მრავალ თაობას წაერთმევა ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრების შანსი. ასეთ ვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყველა მოქალაქის აქტიურობა.

ყველაზე მთავარი მექანიზმი იქნება ბევრი აქტიური მოქალაქის პოვნა, რომელიც ინფორმაციის მოპოვებას ეწევა ადგილზე და მობილიზებას უკეთებს აქტიურ მოქალაქეებს, რომლებიც პოლიტიკურ პრობლემას უქმნიან ნებისმიერ რეჟიმს, ნებისმიერ დონეზე”,- განაცხადა ბოკერიამ.

გიორგი ნონიაშვილის განცხადებით კი, კორუფცია დღევანდელი ხელისუფლების ყველა დონეზე ძვალ-რბილშია გამჯდარი და ანტიკორუფციული ქსელის მიზანი ამ კორუფციაზე ყოველდღიური საუბარი იქნება.

“კორუფცია ხელისუფლების ყველა დონეზე ძვალ-რბილშია გამჯდარი. თავად კორუფცია არის მათი ძალაუფლების მთავარი საყრდენი. ჩვენ გადავწყვიტეთ შევქმნათ მასშტაბური ანტიკორუფციული ქსელი, რომელიც მოიცავს სოფლებს, ქალაქებს, მუნიციპალიტეტებს და ყოველდღიურად ვებრძოლოთ კორუფციას. ყველას, ვისაც გული შესტკივა ამასთან დაკავშირებით, მოვუწოდებ, ჩაერთოს ანტიკორუფციულ ქსელში და ყოველდღიურად ვისაუბროთ კორუფციასა და ფლანგვაზე - ფულზე, რომელიც, შესაძლოა, ჩვენს მოქალაქეებს მოხმარებოდა და არა ჩინოვნიკების პირად ინტერესებს”,- განაცხადა გიორგი ნონიაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: "ევროპულმა საქართველომ" პარტიის ანტიკორუფციული მიმართულების ხელმძღვანელად გიორგი ნონიაშვილი დაასახელა

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

"ევროპულმა საქართველომ” პარტიის ანტიკორუფციული მიმართულების ხელმძღვანელად გიორგი ნონიაშვილი დაასახელა

"ევროპულმა საქართველომ" ანტიკორუფციული ქსელის პრეზენტაცია გამართა და პარტიის ანტიკორუფციული მიმართულების ხელმძღვანელად გიორგი ნონიაშვილი დაასახელა.

როგორც პარტიაში აცხადებენ, ანტიკორუფციული ქსელი მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოქმედდება.

ნონიაშვილი პარტიის თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ წარადგინა და განაცხადა, რომ ანტიკორუფციული ქსელის მუშაობის მთავარი მექანიზმები იქნება აქტიური მოქალაქეების პოვნა, რომლებიც ინფორმაციას ადგილზე მოიპოვებენ და ასევე, მობილიზებას გაუკეთებენ აქტიურ მოქალაქეებს, რომლებიც “პოლიტიკურ პრობლემას” უქმნიან ნებისმიერ რეჟიმს.

“ჩვენ წლებია ვხედავთ, რამხელა საფრთხეს წარმოადგენს ივანიშვილის რეჟიმი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. ბოლო პერიოდში განსაკუთრებული სიმძაფრით გამოჩნდა ამ რეჟიმის სახე. თუ ამ საფრთხეს არ გავუმკლავდით და არ გაიმარჯვეს მოქალაქეებმა, ვისაც სურს თავისუფლება და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, მრავალ თაობას წაერთმევა ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრების შანსი. ასეთ ვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყველა მოქალაქის აქტიურობა.

ყველაზე მთავარი მექანიზმი იქნება ბევრი აქტიური მოქალაქის პოვნა, რომელიც ინფორმაციის მოპოვებას ეწევა ადგილზე და მობილიზებას უკეთებს აქტიურ მოქალაქეებს, რომლებიც პოლიტიკურ პრობლემას უქმნიან ნებისმიერ რეჟიმს, ნებისმიერ დონეზე”,- განაცხადა ბოკერიამ.

გიორგი ნონიაშვილის განცხადებით კი, კორუფცია დღევანდელი ხელისუფლების ყველა დონეზე ძვალ-რბილშია გამჯდარი და ანტიკორუფციული ქსელის მიზანი ამ კორუფციაზე ყოველდღიური საუბარი იქნება.

“კორუფცია ხელისუფლების ყველა დონეზე ძვალ-რბილშია გამჯდარი. თავად კორუფცია არის მათი ძალაუფლების მთავარი საყრდენი. ჩვენ გადავწყვიტეთ შევქმნათ მასშტაბური ანტიკორუფციული ქსელი, რომელიც მოიცავს სოფლებს, ქალაქებს, მუნიციპალიტეტებს და ყოველდღიურად ვებრძოლოთ კორუფციას. ყველას, ვისაც გული შესტკივა ამასთან დაკავშირებით, მოვუწოდებ, ჩაერთოს ანტიკორუფციულ ქსელში და ყოველდღიურად ვისაუბროთ კორუფციასა და ფლანგვაზე - ფულზე, რომელიც, შესაძლოა, ჩვენს მოქალაქეებს მოხმარებოდა და არა ჩინოვნიკების პირად ინტერესებს”,- განაცხადა გიორგი ნონიაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: "ევროპულმა საქართველომ" პარტიის ანტიკორუფციული მიმართულების ხელმძღვანელად გიორგი ნონიაშვილი დაასახელა

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია