თამარ გაბუნია - „ფაიზერზე“ სულ 147 000-მდე პირი დარეგისტრირდა, 4 750 პირს ჯავშანი არ დაუდასტურდა - ადგილების დამატებას გამოვაცხადებთ

4750 პირს ჯავშანი არ დაუდასტურდა, გამომდინარე იქედან, რომ მათი ნაწილი უკვე ვაქცინირებული დარეგისტრირდა , -

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ასევე იყვნენ ისეთი მოქალექეებიც, რომლებსაც გარკვეული მიზეზების გამო აცრა ჯერ არ უწევდათ, თუმცა რესგიტრაციის დროს მათ მაინც შეიყვანეს თავისი მონაცემები.

გაბუნიას თქმით, უახლოეს დღეებში ადგილების დამატებას გამოაცხადებენ, მათ შორის დღეს.

„147 000 -მდე პირი დარეგისტრირდა სულ, 4750 პირს ჯავშანი არ დაუდასტურდა, გამომდინარე იქედან, რომ მათი ნაწილი უკვე ვაქცინირებული დარეგისტრირდა. ასევე იყვნენ მოქალაქეები, რომელთაც რიგი მიზეზების გამო ჯერჯერობით არ უწევდა აცრის გაკეთება, თუმცა მათ მაინც შეიყვანეს თავიანთი მონაცემები. ასე რომ, 5000-მდე ჯავშანი რეალურად არ შედგა. ბუნებრივია ეს ადგილები დაემატება პორტალს. უახლოეს დღეებში ადგილები დაემატება, კლინიკები არიან მზად იმისთვის, რომ 8 - საათიანი რეჟიმიდან გადავიდნენ 12-საათიან სამუშაო რეჟიმზე, ასევე ემატება ახალი კლინიკები, არის სრული მობილიზება იმისთვის, რომ ის დოზები, რაც ჩვენ გვაქვს მაქსიმალურად მოკლე ხანში იქნეს ათვისებული. უხლოეს პერიოდში ადგილების დამატებას გამოვაცხადებთ, დღესაც და ხვალ გამოვაცხადებთ და შეუძლიათ კიდევ დარეგისტრირება. ასევე სატელეფონო ჩაწერაც გრძელდება, კვირის ბოლოსკენ შესაძლებელი იქნება ვირტუალური კაბინეტით ამცრელ კლინიკებში რეგისტრაცია.

დღის ბოლომდე დეტალურად დავაანონსებთ დამატებით ადგილებს, მათ შორის 4700 ადგილი, რომელიც დარჩა მას შემდეგ, რაც რეგისტრაცია არ დადასტურდა ზოგად შემთხვევებში“ , - განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, ადგილების დამატება პირველ რიგში თბილისში მოხდება.

„დღის ბოლომდე დეტალურად დავაანონსებთ დამატებით ადგილებს. შევსება უპირატესად თბილისში იგეგმება, რადგან თბილისშია ძირითადად ყველაზე დიდი მოთხოვნა. ჯერჯერობით ადგილებია აჭარაში, სამეგრელოში. აჭარაში უფრო დიდ მოთხოვნას ველოდებით, რადგან საკურორტო რეჟიმიდან გამომდინარე თბილისელებისა და ქვეყნის სხვა რეგიონებიდან მოქალაქეები აჭარაში იმყოფებიან“, - განაცხადა გაბუნიამ.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს, მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს, მაგრამ, ახლა უკრაინაზე და ევროპაზე ისეთ ზეწოლას არ ახდენს, როგორც მანამდე
ქართული პრესის მიმოხილვა 14.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს! - ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის კონკურსი - „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ დაიწყო
BTU სტუდენტებისთვის AI ბანაკს გამართავს