ეროვნული ბანკის მმართველი საბჭოს 3 წევრს პარლამენტმა მოსმენის გარეშე, პირდაპირ უყარა კენჭი - ეს, რაც გავაკეთეთ, შეიძლება 7 წლის შემდეგ გახდეს პრობლემა,- ამის შესახებ გირჩის" დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, საჯარო მოსმენის გარეშე ამ გადაწყვეტილების მიღება რისკების შემცველია.
„ეს ის ხალხია, ვინც იღებს გადაწყვეტილებას მონეტარულ პოლიტიკაზე და ამ 3 ადამიანიდან იქნება არჩეული ეროვნული ბანკის მომავალი პრეზიდენტი, როცა საჯარო განხილვაც კი არ გვქონია, რამდენიმე კომიტეტზე იყო მხოლოდ კითხვა- პასუხის რეჟიმი. ჩვენ გვაქვს ეროვნული ბანკი, რომელიც ფულს ბეჭდავს და აკონტროლებს საბანკო სისტემას ისე, რომ არავინ აკონტროლებს ეროვნულ ბანკს და ბოლო ბერკეტი, რომელიც გვაქვს რომ საჯარო განხილვები გვქონდეს, ეს ბერკეტიც კი დაიკარგა დღეს. დღევანდელო გადაწყვეტილება განსაზღვრავს ეროვნული ბანკის პოლიტიკას მომავალ 7 წლიან პერიოდში. ასეთ სიტუაციაში უფრო მეტი საჯაროობაა საჭირო,"- განაცხადა რაქვიაშვილმა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"