საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „“ინტერპრესნიუსი“ იურისტს, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პედაგოგს, ლევან ალაფიშვილს ესაუბრა.
- ბატონო ლევან, არჩევნებამდე 2 თვეზე ოდნავ მეტი რჩება. თქვენ როგორ შეაფასებდით 2 თვით ადრე ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას?
- ბოლო 2 წელია პოლიტიკაზე დიდ გავლენას ახდენს ის გარემოება, რომელიც გლობალური გამოწვევაა და რომელსაც სახელად კოვიდპანდემია ჰქვია. გასულ წელთან შედარებით წელს უფრო მძიმე იქნება ეს გავლენა. ამაზე სტატისტიკაც მეტყველებს და ისიც, რომ შეზღუდვები მოიხსნა და კოვიდმდგომარეობა სულ უფრო და უფრო რთულდება. იგი რთულდება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ჩვენი ქვეყნის გარეთაც. ასეთი ტიპის გავლენა ბუნებრივია, მაგრამ, მისი უგულვებელყოფა არ შეიძლება იმიტომ რომ ეს თვითოეულ ადამიანსა და მათ ქცევას შეეხება.
სამწუხაროდ, კოვიდპანდემია და მისი მართვა გარკვეულ წილად იქცა პოლიტიკურ იარაღად, რაზეც მიუთითებს არა ერთი საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაცია, გაერო თუ ევროპული ინსტიტუტები.
სამწუხაროდ, კოვიდპანდემია და მისი მართვა გარკვეულ წილად იქცა პოლიტიკურ იარაღად, რაზეც მიუთითებს არა ერთი საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაცია, გაერო თუ ევროპული ინსტიტუტები
მაგალითად, ვენეციის კომისია პირდაპირ უთითებს, რომ კოვიდპანდემია და პანდემიის მართავა საგანგებო პირობებში თუკი ის კონსტიტუციურად დემოკრატიულ ჩარჩოებში არ მოექცა, შესაძლოა იქცეს ავტორიტარიზმის ჩამოყალიბების საწყისადო. აი ასე პირდაპირ მიუთითებენ ბოლო კვლევებსა და პუბლიკაციებში საერთაშორისო ინსტიტუტები.
ეს განსაკუთრებით აქტუალურია საქართველოსთვის რადგან გასულ პერიოდშიც ამის ნიშნები იყო. მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენთან სახელმწიფო ინსტიტუტები სუსტია და ძირითადად მმართველი პოლიტიკური ძალისადმი ლოიალობით გამოირჩევიან. ეს კი თავისთავად ნიშნავს, რომ ძალაუფლების დაბალანსება არ ხდება, რაც განაპირობებს იმას, რომ ადამიანის უფლებების მნიშვნელოვანი ნაწილი უგულველყოფილია, ან შელახულია. საბოლოო ჯამში ავტორიტარიზმი სხვა არც არაფერი არ არის.
მიუხედავად იმისა, რომ ამაზე საერთაშორისო ინსტიტუტები პირდაპირ მიგვითითებენ, რომ ჩვენი სასამართლო და საკონსტიტუციო სასამართლო პირველ რიგში ვერ დადგა ხელისუფლების ფლაგმანის როლში, არ დადგა იმ თვალსაზრისით რომ ხელისუფლება არ გადასულიყო ავტორიტარიზმის ლიანდაგებზე.
სამწუხაროდ, სასამართლოც და საკონსტიტუციო სასამართლოც ამ პერიოდში იყო პასიური, ან რიგ შემთხვევებში ხელისუფლებისადმი ლოიალური. ამან შექმნა ის გარემო, რომელზეც ჩემი აზრით, უნდა ვიმსჯელოთ.
თუ ამას დავუმატებთ იმ გარემოებას, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მხედველობაში მაქვს მიშელის დოკუმენტამდე არსებული ვითარება და მას შემდეგ ჩამოყალიბებული რეალობა.
მხედველობაში მაქვს ე.წ. საყოველთაო ამნისტია და აქედან გამომდინარე პოლიტიკური შეცდომები, რომელიც იქნა დაშვებული, არაა შინაარსობრივ ნაწილში, შერიგების მომხრე ვარ და ვიქნები, არამედ პროცედურულ ნაწილში, რადგან ოპოზიციონერებმა ისე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საკუთარი ამომრჩევლისთვის და წევრებისთვისაც კი არ ჰქონიათ მიწოდებული ჯეროვანი ინფორმაცია. ყველაფერმა ამან სერიოზულად დააზიანა ოპოზიცია, რის შედეგებსაც ჩემი აზრით, შემოდგომაზე ვიხილავთ.
თუ ამას დავუმატებთ ასევე იმას, რომ მიშელის დოკუმენტით ნაკისრი ვალდებულებები არც თუ სახარბიელოდ სრულდება ყველა მიმართულებით, ვითარება საკმაოდ მძიმეა. საარჩევნო კანონმდებლობაზე მუშაობა მიშელის დოკუმენტამდე დაწყებული იყო, მაგრამა, მართალია მასზე საერთო კონსენსუსი არ იყო.
მესმის, რომ ამ თემაზე საუბარი ელისაშვილის პარტიის ინიციატივად გაფორმდა, მაგრამ ეს არ ყოფილა ინკლუზიური პროცესი, მხედველობაში მაქვს საარჩევნო ცვლილებები და შემდგომ ცესკო-ს ადმინისტრაციის ცვლილება.
აღარაფერს ვამბობ სასამართლოს მდგომარეობასა და რეფორმაზე, რის გამო უკვე ღია მინიშნებებიც კი თამამად გაისმის როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, როგორც აშშ-ში, ისე ევროპაშიც. ეს ყველაფერი არის ის, რაც საკმაოდ ამძიმებს მოქალაქეების ყოფასა და მათივე არჩევანს.
სამწუხაროდ, როგორც ყოველთვის, საქართველოს მოქალაქეებს გვქონდა ძალიან შეზღუდული და არა საუკეთესო არჩევანი. პრაქტიკულად ეს იყო ჩვენს ნებაზე ძალადობა. მე არ ვამბობ, რომ ჩვენზე რომელიმე პოლიტიკური ძალა ძალადობდა. როდესაც მოქალაქეებს არ აქვთ არჩევანი, ჩემი აზრით, ეს თავის თავად არის ძალადობა.
თუ ამას დავუმატებთ რეალურ ძალადობრივ გარემოს, ბუნებრივია ვიღებთ ისეთ სურათს, რომელიც არაა განსხვავებული წინა წლების წინასაარჩევნო გარემოსაგან. იმედი მაქვს, რომ წლევანდელი არჩევნები არ იქნება ისეთივე ძალადობრივი არჩევნები, როგორიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები იყო.
- ფაქტია, რომ რაზეც თქვენ ახლა ისაუბრეთ პოლიტიკურ ვითარებას აშკარად ამძიმებს, მაგრამ თქვენი აზრით, ყველაფერი ეს სავარაუდოდ, როგორ აისახება საარჩევნო გარემოზე?
- საარჩევნო გარემო არ იქნება წინა წლებისგან განსხვავებული, უკეთესი აშკარად არ იქნება. გამიხარდება, თუკი არ იქნება ისეთივე ძალადობრივი, როგორც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები იყო. თუკი ამ ნაწილში მაინც ხელისუფლება და ოპოზიცია გონს მოუხმობს და არ დააზიანებს ქვეყნის მომავალს. რეალურად ამ ტიპის ძალადობა აუცილებლად იქონიებს გაგრძელებას ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.
საარჩევნო გარემოს უკეთესობას არ ველი. სამწუხაროდ, წელსაც საარჩევნო გარემო არ იქნება დემოკრატიულობის თვალსაზრისით თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი.
საარჩევნო გარემოს უკეთესობას არ ველი. სამწუხაროდ, წელსაც საარჩევნო გარემო არ იქნება დემოკრატიულობის თვალსაზრისით თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი
- საარჩევნო გარემოზე პასუხისმგებლობა ხელისუფლების გარდა, ოპოზიციასაც ეკისრება, მაგრამ პასუხისმგებლობის ძირითადი ტვირთი მაინც ხელისუფლებაზეა.
რადგან ასეა კითხვასაც ასე დავსვამდი - რა ნაბიჯებს დგამს ხელისუფლება რომ არჩევნები მშვიდობიან, სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარდეს?
- საქართველოში ყველა ხელისუფლება და გამონაკლისი არც დღევანდელი არ არის, მის მიერ წარმოდგენილ რეგულაციებს და გარემოს არქმევს რომ ის არის დემოკრატიული. თუმცა, საერთაშორისო საზოგადოებისა და ინსტიტუტების შეფასებები მათ მიერ დაწერილი და მათივე შეხედულებით მშვიდობიანი და დემოკრატიული სტანდარტებისგან არსებითად განსხვავებულია და შესაბამისად, სწორედ ამის გამო არა ერთი კრიტიკული გვინახავს როგორც საჯარო განცხადებებში, ისე დოკუმენტებში ასახული.
მიშელის დოკუმენტში სწორედ ეს ჩაიწერა. მიშელი დოკუმენტმა ყველა ძირითად მოთამაშეებს და სამოქალაქო საზოგადოებას მოუწოდა დამსხდარიყვნენ და საერთო პრინციპები ჩამოეყალიბებინათ იმაზე, თუ როგორ წარმოუდგენიათ მათ ყველას ერთად და არა რომელიმეს ცალკე აღებულს, ან რამდენიმე პოლიტიკურ ძალას ცალკე აღებულს, როგორ უნდა იყოს სამართლიანი გარემო და თამაშის წესები. მათვე უნდა დაედგინათ თამაშის ახალი წესები და ამ წესებით ეთამაშათ.
მიშელი დოკუმენტმა ყველა ძირითად მოთამაშეებს და სამოქალაქო საზოგადოებას მოუწოდა დამსხდარიყვნენ და ჩამოეყალიბებინათ როგორ უნდა იყოს სამართლიანი გარემო და თამაშის წესები. მათვე უნდა დაედგინათ თამაშის ახალი წესები და ამ წესებით ეთამაშათ
- რაც ახლა ბრძანეთ, სწორედ ამის საპირისპირო მაგალითი გახლდათ ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებული ისტორია. ცესკო-ს ახალ თავმჯდომარეს მხოლოდ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო გუნდი დაამტკიცებს.
ამ თემაზე საუბრისას ოპოზიცია მმართველ გუნდს იმას საყვედურობს, რომ ხელისუფლებას არ ჰქონია მცდელობა ცესკო-ს თავმჯდომარედ შერჩეულიყო პიროვნება, რომლის მიმართ ნდობა ოპოზიციასაც ექნებოდა.
მეტიც, მმართველმა გუნდმა ცესკო-ს დაკომპლექტების წესი იმდაგვარად მიიღო, რომ თუ ოპოზიცია მის მიერ შერჩეულ კანდიდატს მხარს არ დაუჭერდა, მას მმართველი გუნდი 6 თვით თავად აირჩევდა.
რადგან ცესკო-ს მიმართ ნდობა ოპოზიციას არ ექნება რამდენად შექმნის ეს საფრთხეს იმისა, რომ არჩევნების შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს?
- სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, რომ იმ მძიმე შეცდომის შემდეგ, რაც ოპოზიციამ დაუშვა მიშელის დოკუმენტზე მოლაპარაკების პერიოდში, შემდგომ მათი ქმედებები არ იყო კონცენტრირებული, თანმიმდევრული და შესაბამისად ძალიან ბევრი დრო და მათი ყურადღება სხვადასხვა საკითხებზე იყო გადასული და არა იმაზე, რომ მეტად ყოფილიყვნენ კონცენტრირებული იგივე საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებული რეგულაციების შექმნაზე თუ შეცვლაზე.
რა მაქვს მხედველობაში - რთული არ იყო, შესაძლებელი იყო საარჩევნო ადმინისტრაცია დაკომპლექტებულიყო ყველასგან დამოუკიდებელი წევრებისგან საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით. ამისთვის შესაძლებელი იყო საკანონმდებლო სრული გარანტიების შექმნა.
რთული არ იყო, შესაძლებელი იყო საარჩევნო ადმინისტრაცია დაკომპლექტებულიყო ყველასგან დამოუკიდებელი წევრებისგან საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით. ამისთვის შესაძლებელი იყო საკანონმდებლო სრული გარანტიების შექმნა
პირდაპირი ანალოგი არ არის, მაგრამ საქართველოშიც კი არის ამგვარი მაგალითი. გვაქვს ასეთი კანონი, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან დევნილთა ქონებრივი უფლებების რესტიტუციის შესახებ. ამ კანონის თანახმად საუბარია ისეთ კომისიაზე, რომლის ფორმირებას იწყებენ საერთაშორისო ორგანიზაციები, ისინი ახდენენ წევრების ნომინირებას.
ამ კომისიას აქვს სრული დამოუკიდებლობა საქართველოს ბიუროკრატიისგან და პოლიტიკური ადმინისტრაციისგან. აქვს დამოუკიდებელი ბიუჯეტი და აქვს პერსონალურად საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან გარანტირებული დამოუკიდებლობის სრული პროცედურები.
ჩვენი პრობლემა იცით რაა? ჩვენი ოპოზიციონერები ხელისუფლებასთან შევიდნენ იმ პროცესში, რასაც ჰქვია - მოდით ცესკო-ს დაკომპლექტების სისტემა შევინარჩუნოთ, ოღონდ ჩემი ინტერესიც ცოტათი მეტად იყოს გავითვალისწინოთ. ჩემი აზრით, ეს იყო ოპოზიციის შეცდომა.
ჩვენი ოპოზიციონერები ხელისუფლებასთან შევიდნენ იმ პროცესში, რასაც ჰქვია - მოდით ცესკო-ს დაკომპლექტების სისტემა შევინარჩუნოთ, ოღონდ ჩემი ინტერესიც ცოტათი მეტად იყოს გავითვალისწინოთ. ჩემი აზრით, ეს იყო ოპოზიციის შეცდომა
როდესაც ამ პროცესში შედიხარ, უნდა იცოდე, რომ ხელისუფლებასთან ჯდები იმ მოლაპარაკებებზე, რომლის საწყისიც ხელისუფლებისთვის სასარგებლოა. ყველა ხელისუფლება ცდილობს შეინარჩუნოს და არ დაკარგოს კონტროლი საარჩევნო ადმინისტრაციაზე და სასამართლოზე. ვიმეორებ, ჩემი აზრით, ეს იყო ოპოზიციის შეცდომა.
საუბარი უნდა დაწყებულიყო არა არსებული საარჩევნო ადმინისტრაციის შენარჩუნებასა და გაკეთილშობილებაზე, რაც ისტორიამ დაადასტურა რომ ეს შეუძლებელია. ყოველთვის ასე იყო და იქნება არა მარტო საქართველოში, არამედ გარდამავალი დემოკრატიის სხვა ქვეყნებში.
საქართველოში მინიმუმ ორი საერთო ეროვნული არჩევნები უნდა ჩაატაროს ხელისუფლებისგან და პოლიტიკური სუბიექტებისგან სრულიად დამოუკიდებელმა, საერთაშორისო პატრონაჟის ქვეშ შექმნილმა საარჩევნო ადმინისტრაციამ.
არჩევნები ხელისუფლებისგან და პოლიტიკური სუბიექტებისგან სრულიად დამოუკიდებელმა, საერთაშორისო პატრონაჟის ქვეშ შექმნილმა საარჩევნო ადმინისტრაციამ უნდა ჩაატაროს
- მმართველი გუნდის წარმომადგენლები ხშირად აცხადებენ, რომ ოპოზიცია არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის ემზადება.
თუ ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია არჩევნების შემდეგ მოვლენათა განვითარების რევოლუციური სცენარისთვის ემზადება, გაუგებარია თავად რატომ უწყობს ხელს არჩევნების შემდეგ პროცესების რევოლუციური სცენარით განვითარებას?
- თუკი საზოგადოებაში არ არის განწყობა, რევოლუციური მუხტი, რევოლუციას ვერავინ მოაწყობს. მე იმედი მაქვს, რომ სახელმწიფოს გადატრიალების რესურსი საქართველოში არ იარსებებს. თუ არ ჩავთვლით გარედან „ჩვენს ჩრდილოელ კეთილისმსურველის“, მიერ თავსმოხვეულ მეცადინეობებს.
თუკი გარემო არ არის დემოკრატიული, არ იძლევა დემოკრატიულად განვითარების საშუალებას, მხოლოდ ამ შემთხვევაში დგება მისი შეცვლის საკითხი. თუმცა, მე არავითარ შემთხვევაში არ მოუწოდებ ვინმეს რომ რეალურად იფიქროს ხისტს ან რევოლუციურ სცენარზე იმიტომ რომ ამას ჩვენი სახელმწიფო ვეღარ გაუძლებს.
ყველამ უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული, რომ საქართველოში არჩევნების შემდეგ მოვლენების რევოლუციური სცენარით განვითარების შემთხვევაში რუსეთი აუცილებლად ისარგებლებს.
უნდა ვიცოდეთ, რომ საქართველოში არჩევნების შემდეგ მოვლენების რევოლუციური სცენარით განვითარების შემთხვევაში რუსეთი აუცილებლად ისარგებლებს
- 2020 წლის არჩევნების შემდეგ ქვეყანა მაინც საარჩევნო რეჟიმში იყო. ახლა როცა ვუახლოვდებით შემოდგომისთვის დაგეგმილ არჩევნებს, ორივე მხარე ერთმანეთს სიძულვილის ენით საუბარში სდებს ბრალს.
ამ თვალსაზრისით უმწიკლო არც ერთი მხარე არაა, მაგრამ თქვენი დაკვირვებით ახლა რომელი მხარის პრეტენზიები გამოიყურება უფრო საფუძვლიანად?
- თუკი საზოგადოებაში რაღაცაზე მოთხოვნა არ არის, ის მას არც მიეწოდება. შესაძლოა ეს ერთი შეხედვით საბაზრო პრინციპია, რაც მოთხოვნადია ის იყიდება, მაგრამ რეალურად ეს მართლაც მუშაობს.
თუკი ჩემთვის სიძულვილის ენა მისაღები არ არის, ვერც ერთი პოლიტიკოსი თავს ვეღარ მისცემს იმის უფლებას, რომ ამ ენით ილაპარაკოს. როგორც ჩანს, ჩვენს საზოგადოებაშიც არის მოთხოვნა სიძულვილის ენაზე.
ამას ადასტურებს თუნდაც 5-6 ივლისის მოვლენები. ძალადობის გამო რეალურად ქცეული საფრთხეეები გვაქვს. მადლობა ღმერთს გადავრჩით და კატასტროფულ სამოქალაქო დაპირისპირებამდე არ მივედით.
სამწუხაროდ, საზოგადოებაში განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მტრად აღქმა, ჩვენში ჩვეულებრივ ამბადაა ქცეული, არადა ქართველები მცირერიცხოვანი ერი ვართ. სამწუხაროდ, პოლიტიკოსებიც ისე იქცევიან, თუ რა მოთხოვნაა საზოგადოების გარკვეულ ნაწილში.
თუ 2018 წლის არჩევნებს შევადარებთ 2020 წლის არჩევნებს, ისინი ერთმანეთისგან თვისობრივად განსხვავებული იყო. 2020 წელს ძალადობა იმ ხარისხით აღარ იყო, როგორც 2018-ში.
ბოლო 10-12 წელია საქართველო იქცა კორიდად, მაყურებელი, ანუ ამომრჩეველი ითხოვს დამარცხებულის განადგურებას. „ქართული ოცნებაც“ 9 თუ 10 წელია ქვეყნის ხელისუფლებაში ადრე მყოფ პოლიტიკურ ძალას ანადგურებს და ვერა და ვერ დაამთავრა მასთან ბრძოლა.
ბოლო 10-12 წელია საქართველო იქცა კორიდად, მაყურებელი, ანუ ამომრჩეველი ითხოვს დამარცხებულის განადგურებას. „ქართული ოცნებაც“ 9 თუ 10 წელია ქვეყნის ხელისუფლებაში ადრე მყოფ პოლიტიკურ ძალას ანადგურებს და ვერადა ვერ დაამთავრა მასთან ბრძოლა
2013 წელს, ჩვენმა დიდმა მეგობარმა, პოლონელმა, საერთაშორისო რანგის პოლიტიკოსმა, დღეს ევროპარლამენტარმა სიკორსკიმ გვითხრა - „თქვენ უკვე გქონდათ თქვენი კავკასიური ვენდეტა წინა ადმინისტრაციაზე, დაამთავრეთ, რეფორმებს მიხედეთ“.
ჩვენ უნდა განვითარდეთ და გადავრჩეთ. თუ ასე გავაგრძელეთ ვერც გადავჩებით და ვერც განვითარდებით
- რჩება შთაბეჭდილება, რომ წინა ხელისუფლებასთან ბრძოლა ხელისუფლების უპირველესი და უმთავრესი ამოცანაა.
გასაგებია, რომ ლოზუნგმა - „მიშა მოდის“! ყველა არჩევნებზე იმუშავა და ხელისუფლებას ახლაც ამ ლოზუნგის იმედი აქვს, მაგრამ, ახლა ამას კიდევ დაემატა ხელისუფლების გაუგებარი ბრძოლა მედიასთან.
არადა, ფაქტია, რომ მანამდე ამ ტიპისა და მასშტაბის ბრძოლა საქართველოს ხელისუფლებას მედიასთან არასდროს არ ჰქონია...
- ახალი და სახიფათო ტენდენციაა. თუკი წინა პერიოდებში ძალადობა პოლიტიკური ქიშპობის და კორიდის ელემენტებს ატარებდა, ახლა როგორც ჩანს, მმართველი პარტია მიხვდა, რომ საკუთარ ამომრჩეველში მხარდაჭერის თვალსაზრისით „ვეღარ იყო კარგად“.
ვითარებაში, როცა მმართველ გუნდს გაუჩნდა მათგან წასულების ჩანაცვლების, ძველების არარსებობის, ძველი და ახალი ჯგუფების დაპირისპირების პრობლემა, ამ კონტექსტში მანვე შემოიტანა ახალი დეტალები. კრიტიკულ მედიას, განურჩევლად ყველას მიაწება პოლიტიკური იარლიყი და თქვა რომ წინა ხელისუფლებასთან დაპირისპირებაში ახალი აქტორი არის მედია, რომელიც მას ებრძვის.
მედიასთან ბრძოლის გზას არის სახიფათო გზა და ეს უნდა იცოდეს მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ. შეცდომებს რომელსაც ისინი ახლა მედიასთან მიმართებაში უშვებდნენ, წინა ხელისუფლებაც ჩადიოდა. ადრე თუ გვიან ისინიც აღარ იქნებიან ხელისუფლებაში და მათაც ისე მოექცევიან, როგორც იგი ახლა იქცევა.
მედიასთან ბრძოლის გზას არის სახიფათო გზა და ეს უნდა იცოდეს მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ. შეცდომებს რომელსაც ისინი ახლა მედიასთან მიმართებაში უშვებდნენ, წინა ხელისუფლებაც ჩადიოდა. ადრე თუ გვიან ისინიც აღარ იქნებიან ხელისუფლებაში და მათაც ისე მოექცევიან, როგორც იგი ახლა იქცევა
ყველა ხელისუფლების ბრძოლა წინა ხელისუფლებასთან უნდა დასრულდეს. ჩვენ ერთად უნდა ვაშენოთ სახელმწიფო. კი არ ვებრძოლოთ ვინმეს, არამედ ვაშენოთ. აზრთა განსხვავებებით უნდა ვძლიერდებოდეთ და არა ვსუსტდებოდეთ.
- არჩევნები კი ახლოვდება, მაგრამ რადგან ოპოზიციურ ფლანგზე გადაჯგუფებები არ დასრულებულა, ამიტომ პოლიტიკურ ძალებში მიმდინარე პროცესებზე საუბარი მომავლისთვის გადავდოთ.
5-6 ივლისის დრამატულ და ტრაგიკულ მოვლენებამდე თქვენ ამბობდით - „ოპოზიციასა და საზოგადოებას არჩევნებზე დიდი იმედგაცრუება ელის“. ახლაც ასე ფიქრობთ?
- დიახ, ახლაც ასე ვფიქრობ. იმიტომ რომ განსხვავებულს, რაც შეცვლოდა ჩემს ამ განწყობას ვერაფერს ვხედავ. მითუმეტეს ოპოზიციის ქმედებებში თუ ხელისუფლების გადაწყვეტილებებში.
ვხედავთ იმას, რასაც აქამდე ვხედავდით. ოპოზიცია, რომელიც საერთოს ძნელად პოულობს, ან საერთოდ ვერ პოულობს. ოპოზიციას, რომელსაც აქვს დაშვებული შეცდომები მიშელის დოკუმენტზე მოლაპარაკებებისას, გაფორმებითაც და შემდგომ. მხეველობაში მაქვს პროცესი, რომელიც მიდის მხოლოდ და მხოლოდ მმართველი პარტიის სასარგებლოდ.
თუნდაც რად ღირს იმის გახსენება, რომ ოპოზიციამ პლებისციტი გაცვალა თვითმმართველობის არჩევნებზე მიბმულ პროცენტში. ეს მისი მიუტევებელი შეცდომა იყო. ეს შეცდომა არსებითად განაპირობებს იმ შედეგს, რასაც მე დიდ იმედგაცრუებას ვუწოდებ.
ოპოზიციამ პლებისციტი გაცვალა თვითმმართველობის არჩევნებზე მიბმულ პროცენტში. ეს მისი მიუტევებელი შეცდომა იყო. ეს შეცდომა არსებითად განაპირობებს იმ შედეგს, რასაც მე დიდ იმედგაცრუებას ვუწოდებ
პლებისციტის დროს ამომრჩეველს ხვდება ბიულეტენი, სადაც მათ აქვთ ორი არჩევან- „დიახ“, ან „არა“. ამაზე ოპოზიცია ამბობს, რომ ეს იქნება რეფერენდუმი. როგორ იქნება რეფერენდუმი, როცა ამომრჩეველს ამ არჩევნებზე ხვდება ბიულეტენში 18 თუ მეტი პოლიტიკური სუბიექტი.
18 კითხვიანი არჩევანი და მარტივი „დიახ და „არა“ ერთიდაიგივე როგორაა? ასე რომ არის, ეს მათი შეცდომაა. თვითმმართველობის არჩევნები ვერანაირად ვერ იქცევა პლებისციტად. თუ ამას დავუმატებთ იმას, რომ ოპოზიცია ერთმანეთში არც კოორდინირებულია და ვერც მიმართავენ საკუთარ ამომრჩეველს რომ 43%-იან ნიშნულზე გავლენა იქონიონ.
შესაძლოა ცალკეულმა პოლიტიკურმა ძალამ ცალკეული მუნიციპალიტეტში უმრავლესობაც კი მიიღოს საკრებულოში, ან სადმე მერი გაიყვანოს, მაგრამ საბოლოო ჯამში შედეგი მმართველი ძალის სასარგებლოდ შეიძლება დადგეს. მხედველობაში მაქვს ის 43%, რომელიც მმართველი გუნდისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
“ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი