მამუკა ხაზარაძე - ვაგრძელებთ ბრძოლას, რომ „ოცნებამ“ ვერ აიღოს 43% და დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, ამ პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, დავტოვებთ პარლამენტს - მოვუწოდებთ სხვა ოპოზიციურ ძალებს ანალოგიური ნაბიჯისკენ

ვაგრძელებთ ბრძოლას, რომ „ოცნებამ“ ვერ აიღოს 43% და დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები 2022 წელს, ამ პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში ფრაქცია დატოვებს პარლამენტს , - ამის შესახებ “ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

ხაზარაძე ანალოგიური ნაბიჯისკენ მოუწოდებს სხვა ოპოზიციურ ძალებსაც.

როგორც ხაზარაძე აღნიშნავს, ბრძოლა უკომპრომისო იქნება.

„ოცნების“ ლიდერები უკვე ჩამოყალიბდნენ როგორც საერთაშორისო დონის "გადამგდებები", მათ არა მარტო ქართველი ხალხი გადააგდეს და მოატყუეს, უკვე მერამდენედ, არამედ ევროკავშირის 27 ქვეყანა და შეერთებული შტატები, რომლებიც შარლ მიშელის დოკუმენტის მედიატორები არიან.

ამ დონის პოლიტიკური გარიგებიდან ვერ გახვალ, პასუხისმგებლობა აღებულია, სასწორზე დევს ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავალი, ამიტომ, ვაცხადებთ - ვაგრძელებთ ბრძოლას, რომ ოცნებამ ვერ აიღოს 43% და დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები 2022 -ში.

ამ პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში ფრაქცია "ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის" გამოაცხადებს ბოიკოტს და დატოვებს პარლამენტს.

ასევე მოვუწოდებთ სხვა ოპოზიციურ ძალებს ანალოგიური ნაბიჯისკენ.

ბრძოლა იქნება უკომპრომისო, ჩვენი ქვეყნის საბოლოო გამარჯვებამდე!“, - წერს მამუკა ხაზარაძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა