სალომე სამადაშვილი კახა კუჭავას - მაინტერესებს, რას გეგმავთ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, თუ  არ აღმოაჩენთ, რომ კონსტიტუციის შეცვლაზე შეთანხმებაც არაკონსტიტუციური ჩანაწერია

მაინტერესებს, რას გეგმავთ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, თუ, რა თქმა უნდა, კომიკურად, საკუთარი თავის აბუჩად და მასხრად აგდებით, „ქართულმა ოცნებამ“ არ აღმოაჩინა, რომ კონსტიტუციის შეცვლაზე შეთანხმებაც არაკონსტიტუციური ჩანაწერი იყო 19 აპრილის შეთანხმებაში, - ასე მიმართა ფრაქცია „ლელო -პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას ბიუროს დღევანდელ სხდომაზე.

ამასთანავე, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ის ვალდებულებები, რაც „ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანხმებით საკუთარ თავზე აიღო, აუცილებლად შესრულდება, მათ შორის, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, ის აპირებს ყველაფრის გაკეთებას იმისთვის, რომ ეს შეთანხმება შესრულდეს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად.

„მე მინდა, პირველ რიგში, დავაფიქსირო, რომ დღეს ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ ესწრება ბიუროს სხდომას. ეს არის პირველი შეკრება მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ არ აპირებს შეასრულოს ვალდებულებები, რომლებიც აიღო 19 აპრილის შეთანხმების შედეგად. ალბათ, კახა კუჭავას და „ქართული ოცნების“ სხვა წევრებს დღეს იმედი ჰქონდათ, რომ ბიუროს სხდომა ოპოზიციის თანამონაწილეობის გარეშე ჩაივლიდა, მაგრამ მე მინდა კიდევ ერთხელ დავაფიქსირო, რომ ის ვალდებულებები, რაც თქვენ აღებული გაქვთ ამ შეთანხმებით, აუცილებლად შესრულდება, მათ შორის, კონსტიტუციის შეცვლა, რომელიც უნდა დაიწყოს, რაც შეიძლება სწრაფად. მე ამასთან დაკავშირებით მაინტერესებს, რომ გაგვაცნოთ დღეს, ბიუროს სხდომაზე, შემდეგი რა არის ჩანიშნული საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, თუ, რა თქმა უნდა, კომიკურად და საკუთარი თავის აბუჩად და მასხრად აგდებით, „ქართულმა ოცნებამ“ არ აღმოაჩინა, რომ კონსტიტუციის შეცვლაზე შეთანხმებაც არაკონსტიტუციური ჩანაწერი იყო 19 აპრილის შეთანხმებაში. ჩვენ, თქვენგან განსხვავებით, ხელი რასაც მოვაწერეთ, ვიცოდით. არ ვთვლით, რომ ხელი მოვაწერეთ რაიმეს, რაც არის არაკონსტიტუციური და ვაპირებთ ყველაფრის გაკეთებას იმისთვის, რომ ეს შეთანხმება შესრულდეს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად და თქვენ ახლა ძალიან ფართოდ უსმენთ ყველას და ალბათ, საელჩოებსაც კარგად უსმენთ. მოუსმინეთ კარგად მათ საუბრებს, მე გირჩევთ და ერთმანეთს გაუზიარეთ, რომ იცოდეთ, რა გელოდებათ ამ შეთანხმების საბოლოოდ დარღვევის შემდეგ, საკუთარი მომავალი რომ განჭვრიტოთ უფრო ინფორმირებულად,“ - მიმართა სამადაშვილმა უმრავლესობის წევრებს.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს