რამაზ საყვარელიძე - გაუგებარია, რისი იმედით ითხოვს ასე დაჟინებით ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებს

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი“, ფსიქოლოგსა და პოლიტოლოგს, რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

- ბატონო რამაზ, არჩევნებამდე 2 თვეზე ნაკლებია დარჩენილი. მართალია, ხელისუფლება არ იმჩნევს, მაგრამ მას შემდეგ, რაც მმართველი გუნდი 19 აპრილის შეთანხმებიდან გამოვიდა, პოლიტიკური ვითარება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ ქვეყნისადმი დამოკიდებულების თვალსაზრისით მნიშვნელოვნად შეცვლილი ჩანს.

თქვენ როგორ შეაფასებდით არჩევნებამდე ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში არსებულ ვითარებას?

- გეთანხმებით, ქვეყნის გარეთ და ქვეყნის შიგნით პოლიტიკით დაინტერესებულ ძალებს ერთხანს რეაქცია ჰქონდათ იმაზე, რომ მმართველმა პარტიამ 19 აპრილის დოკუმენტი დატოვა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო რეაქცია გარედან. დღეს დასავლეთზე ჩვენი ქვეყნის ორიენტაცია გაასმაგებულია, რის მიზეზებზეც შესანიშნავად ისაუბრა ბრიფინგზე ქალბატონმა სალომემ.

ამ ფონზე ჩვენი შეშფოთების საგანი უნდა ყოფილიყო დასავლეთის შეშფოთება - ვისაც არ დაეზარა, ყველამ გაგვაკრიტიკა და მოითხოვა მმართველი პარტიის დაბრუნება ხელშეკრულებაში. ოღონდ, რაღაც მომენტის მერე ჩამოვარდა სიჩუმე, შარლ მიშელიც კი გაქრა სადღაც. უცხოეთის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ მეტ-ნაკლებად დაუბრუნდა ძველ კალაპოტს.

ვვარაუდობ, რომ მმართველმა პარტიამ გარკვეულ შეთანხმებას მიაღწია დასავლეთის პოლიტიკურ წრეებთან, ვფიქრობ, აღუთქვა, რომ საკუთარი ნებით შეასრულებს ხელშეკრულების პუნქტებს19 აპრილის ხელშეკრულებიდან გამოსვლის მიუხედავად. ხელშეკრულებიდან გამოსვლის შემდეგ. ეს ითქვა კიდეც.

ვვარაუდობ, რომ მმართველმა პარტიამ გარკვეულ შეთანხმებას მიაღწია დასავლეთის პოლიტიკურ წრეებთან, ვფიქრობ, აღუთქვა, რომ საკუთარი ნებით შეასრულებს ხელშეკრულების პუნქტებს 19 აპრილის ხელშეკრულებიდან გამოსვლის მიუხედავად. ხელშეკრულებიდან გამოსვლის შემდეგ

რაც შეეხება პოლიტიკურ ვითარებას ქვეყნის შიგნით, გარკვეული მოძრაობები აქაც იყო ხელშეკრულების „ანულირების“ საპასუხოდ, მაგრამ შემდეგ, მე მგონი, ცხოვრება აქაც დაუბრუნდა მშვიდ დინებას. საპროტესტო აქციების ძალა აღარ აქვს ოპოზიციას, ხალხი არ მიდის აქციებზე და ოპოზიცია საპარლამენტო ფარგლებში რჩება. ალბათ სექტემბერში მოიმატებს დინამიზმი, მაგრამ მეეჭვება ძალიან დიდად გაიზარდოს.

- ფაქტია, რომ 19 აპრილის შეთანხმებიდან გამოსვლით ჩვენს დასავლელ პარტნიორებში ხელისუფლებას და ქვეყანას რეპუტაციული ზიანი მიადგა. ასე რომ იქნებოდა ხელისუფლებამ იცოდა, მაგრამ ამ ტიპის დანაკარგებზე უარი მაინც არ თუ ვერ თქვა.

მომხდარის მიზეზებზე ბევრი კი ითქვა, მაგრამ თქვენი დაკვირვებით რა შეიძლება ყოფილიყო 19 აპრილის შეთანხმებიდან მმართველი გუნდის გამოსვლის მიზეზი და თქვენთვის რამდენად დამაჯერებელი იყო ამ თემაზე ხელისუფლების განმარტებები?

- ხელისუფლებამ ძალიან რისკიანი ნაბიჯი გადადგა, მაგრამ ხელშეკრულებაში დარჩენაც შეიცავდა რისკს - ხელისუფლების თავმოყვარეობის შელახვის რისკს, რაც არჩევნების წინ ძალიან სახიფათო იყო მათთვის. ეს რისკი თავიდან ვერ გათვალეს „ოცნების“ ლიდერებმა, ეგონათ, რომ ეყოლებოდათ მხარდამჭერების საკმარისი რაოდენობა და თავად შეიტანეს წინადადება, პარლამენტის ვადამდელი არჩევნები დაენიშნათ ადგილობრივის შედეგების მიხედვით.

მათივე წინადადებით, რაც მოგვიანებით შევიდა მიშელის დოკუმენტში, თუ „ოცნება“ მიიღებდა 43% - ზე ნაკლებ ხმას, რაც დღეს რეალური ჩანს კვლევების მიხედვით, ხელისუფლება დანიშნავდა რიგგარეშე არჩევნებს ისე, როგორც ითხოვდა ოპოზიცია. სხვისი დაძალებით მოქმედება, მით უმეტეს - საჯაროდ, ხელისუფლებისთვის დამამცირებელია. ხოლო დამცირებულ ხელისუფლებას ხელახლა არ ირჩევენ.

სხვისი დაძალებით მოქმედება, მით უმეტეს - საჯაროდ, ხელისუფლებისთვის დამამცირებელია. ხოლო დამცირებულ ხელისუფლებას ხელახლა არ ირჩევენ

მე მგონია, რომ „ოცნებამ“ ამიტომ აარიდა თავი სიტუაციას, სადაც ის იძულების მსხვერპლად გამოჩნდებოდა ამომრჩევლის, უცხოელების, ოპოზიციის და საკუთარ თვალში.

არჩევნების ერთმანეთზე მიბმით „ოცნებამაც“ და უცხოელებმაც სიჩქარეში რამოდენიმე პოლიტიკური და იურიდიული შეცდომა დაუშვეს, ხოლო შემდეგ შეცდომის გამოსწორების სხვა გზა ვერ ნახეს სიტყვის გატეხვის გარდა. შეიძლება, დასავლეთის რეაქციაც ხელშეკრულების ღალატზე ამიტომაა შერბილებული. ამდაგვარი ინტონაციები იყო ხელისუფლების განმარტებებში - არჩევნები დაინიშნება მაშინ, როცა ჩვენ ჩავთვლით საჭიროდო.

ამავე დროს, ხელისუფლებამ არ გამორიცხა, რომ მან შეიძლება დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები, როგორც მისი კეთილი ნების გამოვლინება. ეს მსჯელობა სწორედ საკუთარი ავტორიტეტის გადარჩენაზე ზრუნვას გულისხმობს, რაც სავსებით გასაგებია. გაუგებარია, ადრე რატომ არ დაფიქრდნენ.

ხელისუფლებამ არ გამორიცხა, რომ მან შეიძლება დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები, როგორც მისი კეთილი ნების გამოვლინება. ეს მსჯელობა სწორედ საკუთარი ავტორიტეტის გადარჩენაზე ზრუნვას გულისხმობს, რაც სავსებით გასაგებია. გაუგებარია, ადრე რატომ არ დაფიქრდნენ

- მმართველმა გუნდმა არა ერთხელ განაცხადა, რომ 2 ოქტომბრის არჩევნებზე მნიშვნელობა არ ექნება იგი აიღებს თუ არა 43%-ზე მეტს. სამართლებრივად, ასე კია, მაგრამ, თუ „ქართულმა ოცნებამ“ პროპორციულ არჩევნებში 43% ვერ მიიღო, უნდა ეს მმართველ გუნდს თუ არა, მისი ლეგიტიმურობის საკითხი დღის წესრიგში მაინც დადგება.

თუ ასე მოხდა, „ქართული ოცნება“ დანიშნავს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს? თუ არა, სავარაუდოდ, აღმოჩნდება თუ არა ეს „ქართულ ოცნებასთან“ დამოკიდებულებაში ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის „წითელი ხაზი“?

-“საჭიროა ვადამდელი არჩევნები”-ო დღევანდელ ქართული პოლიტიკის სტერეოტიპად იქცა, ანუ ლოზუნგად, რომლის შინაარსის ანლიზი არ ხდება. ასეთი ლოზუნგის სახით აცხადებს ამ მოთხოვნას მთელი ოპოზიცია, ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია და ანალიტიკოსი. ვადამდელი არჩევნების დანიშვნა ნაწილობრივ გაიზიარა მართველმა პარტიამაც, როცა ევროპელი მომრიგებლების დოკუმენტში აიღო ვადამდელი არჩევნების ჩატარების ვალდებულება ადგილობრივი არჩევნების შედეგის მიხედვით.

ყველა სუბიექტის ეს სწრაფვა ვადამდელი არჩევნებისკენ ხდება იმ ფონზე, რომ არ დადასტურდა ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის საბაბი - 2020-ის არჩევნების გაყალბება. თუ ვადამდელი არჩევნების საბაბი დადასტურებული არაა და მას მაინც ითხოვენ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ვადამდელი არჩევნები ვიღაცისთვის მომგებიანია.

საკმარისია სოციოლოგიურ გამოკვლევებს გადავავლოთ თვალი, ცხადი გახდება, რომ ვადამდელი არჩევნები ყველაზე მეტად აწყობს სახელისუფლო პარტიას - მას ყველაზე დიდი რეიტინგი აქვს ახლა. ამავე დროს, რეიტინგები მინიმუმამდე დაეცა „ნაციონალებს აყოლილი“ ოპოზიციური პარტიების დიდ ნაწილს „ნაციონალების“ გარდა.

საკმარისია სოციოლოგიურ გამოკვლევებს გადავავლოთ თვალი, ცხადი გახდება, რომ ვადამდელი არჩევნები ყველაზე მეტად აწყობს სახელისუფლო პარტიას - მას ყველაზე დიდი რეიტინგი აქვს ახლა. ამავე დროს, რეიტინგები მინიმუმამდე დაეცანაციონალებს აყოლილიოპოზიციური პარტიების დიდ ნაწილსნაციონალებისგარდა

ე.ი. თუ 2022-ში ჩატარდება ვადამდელი არჩევნები, სახელისუფლო პარტიას ძალიან შეუმცირდება ოპონენტების რიცხვი პარლამენტში. ხოლო თუ არჩევნები ჩატარდა 2024-ში, იმ დროისთვის „გახარიას ოპოზიცია“ შეიძლება იმდენად მომძლავრდეს, რომ პირველობაშიც კი შეედავოს „ოცნებას“.

ამიტომ, სწორედ ვადამდელი არჩევნები სჭირდება ხელისუფლებას. ამ მარტივი ლოგიკით ვვარაუდობ, რომ ხელისუფლება დანიშნავს ვადამდელ არჩევნებს, თან „აიკიდოს“ პრინციპით - ვნიშნავ, რადგან საზოგადოება და... შარლ მიშელი მთხოვსო.

ხელისუფლების ინტერესი ლოგიკური და გასაგებია.

უფრო გაუგებარია ის, თუ რისი იმედით ითხოვს ასე დაჟინებით ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებს, როცა 2012 წლის შემდეგ არცერთ არჩევნებში არცერთი მანდატი არ მოუგია და არცერთ სოციოლოგიურ გამოკვლევაში არ ჰქონია „ოცნებაზე“ უკეთესი შედეგი. მე მეჩვენება, რომ ოპოზიციას მხოლოდ იმის ჟინი აქვს, რომ ვადამდელი არჩევნები თავის გამარჯვებად გამოაცხადოს.

უფრო გაუგებარია ის, თუ რისი იმედით ითხოვს ასე დაჟინებით ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებს, როცა 2012 წლის შემდეგ არცერთ არჩევნებში არცერთი მანდატი არ მოუგია და არცერთ სოციოლოგიურ გამოკვლევაში არ ჰქონიაოცნებაზეუკეთესი შედეგი. მე მეჩვენება, რომ ოპოზიციას მხოლოდ იმის ჟინი აქვს, რომ ვადამდელი არჩევნები თავის გამარჯვებად გამოაცხადოს

სხვათა შორის, რადგან ამომრჩეველს გამარჯვებული უყვარს, ამგვარი განცხადების შემდეგ საზოგადოების რაღაც ნაწილი მართლაც გადავა ოპოზიციის მხარეს. ამიტომ არ უნდა ხელისუფლებას, რომ ვადამდელი არჩევნების ინიციატორი იყოს ოპოზიცია.

ამდენად, დეკორატიული გამარჯვება, რაც ოპოზიციას ვერ მოუტანს რეალური გამარჯვებისთვის საჭირო ხმებს, ოპოზიციისთვის მაინც სასურველია და ამისთვის სჭირდება მას ვადამდელი არჩევნების დანიშვნა.

ვადამდელი არჩევნები აწყობს დასავლეთსაც, რათა თქვან, რომ მათ ქართული პოლიტიკური კულტურა აიყვანეს კომპრომისის ხელოვნებამდე. შესაბამისად, ბევრი მომხრე ჰყავს ვადამდელ არჩევნებს და, სავარაუდოა, რომ დაინიშნება.

- მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებიდან გამოვიდა, ოპოზიციურ ფლანგზეც საინტერესოდ კი განვითარდა პროცესები. ჯერჯერობით ყველაფერი ნათელი და ცხადი არაა, მაგრამ გარკვეული კონტურები უკვე ჩანს.

იგულისხმება ის, რომ არჩევნებში ცალკე გავლენ „ნაციონალები“ და ამ არჩევნებზე მასთან გაერთიანებული პოლიტიკური პარტიები და ის ოპოზიციური პარტიები, რომლებსაც საპარლამენტო მანდატები მიღებული აქვთ.

თქვენ როგორ შეაფასებდით ოპოზიციურ ფლანგზე მიმდინარე პროცესების იმ ნაწილს, რისი კონტურებიც ცხადადაც კი ჩანს?

- ჩვენ შევეჩვიეთ და ოპოზიციურ ფლანგს ვარქმევთ მხოლოდ იმ პარტიებს, რომლებიც ერთხანს ბოიკოტში იყვნენ გაერთიანებული.

გეთანხმებით, მათი ერთობა სტრუქტურას იცვლის, მაგრამ ჯერ მიჭირს რაიმეს თქმა. უფრო საინტერესოდ მეჩვენება ძველი და ახალი ოპოზიციური პარტიების ურთიერთობა, ერთმანეთს რომ არ იმჩნევენ.

- ახლა ცხადად ჩანს, რომ პატარა პარტიებს, რომლებსაც მოპოვებული აქვთ საპარლამენტო მანდატები მაინცდამაინც არც აწყობთ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების ჩატარება.

არადა, ისეთი პირი უჩანს, ოპოზიციური ამომრჩევლების უმეტესება სწორედ ვადამდელი არჩევნების ჩატარებაზე აღმოჩნდება ორიენტირებული. ასეთ ვითარებაში პატარა, მაგრამ საპარლამენტო პარტიებს აშკარად გაუჭირდებათ ადგილობრივ არჩევნებში მათთვის სასურველი შედეგის მიღება.

თქვენი დაკვირვებით რომელი საპარლამენტო პარტიები არ იმუშავებენ ვადამდელი არჩევნების ჩატარების სასარგებლოდ და ასეთ ვითარებაში, სავარაუდოდ, როგორი იქნება მათი შედეგი ადგილობრივ არჩევნებში?

- ვადამდელი არჩევნების დამუხრუჭებას, ალბათ, ეცდებიან ის პარტიები, რომლებიც დღეს მყარად სხედან საპარლამენტო სავარძლებში, არადა სოციოლოგიურ კვლევებში მნიშვნელოვანი რეიტინგი არა აქვთ.

ვადამდელი არჩევნების დამუხრუჭებას, ალბათ, ეცდებიან ის პარტიები, რომლებიც დღეს მყარად სხედან საპარლამენტო სავარძლებში, არადა სოციოლოგიურ გამოკვლევებში მნიშვნელოვანი რეიტინგი არა აქვთ

ვადამდელ არჩევნებში მათ მოუწევთ საპარლამენტო სავარძლებთან ვადამდელი დამშვიდობება. მათ გაუჭირდებათ ვადამდელ არჩევნებში საჭირო შედეგის დადება, თუმცა, გამორიცხული არაფერია.

- მას შემდეგ, რაც „პატრიოტთა ალიანსმა“ ღია წერილით რუსეთის პრეზიდენტს მიმართა, ნათლად გამოჩნდა, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მათ ინტერესებშიცაა.

ასეა, მიუხედავად იმისა, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ კვოტით პარლამენტში შესული არიან მათი პარტიული სიით შესული ადამიანები, რომლებიც პარლამენტში შესვლისთანავე „ევროპელი სოციალისტების“ სახელით დარეგისტრირდნენ.

გასაგებია, რომ „ევროპელი სოციალისტების“ ინტერესებში არ უნდა იყოს ვადამდელი არჩევნების სასარგებლოდ მუშაობა, მაგრამ ის რომ „პატრიოტთა ალიანსი“ ვადამდელი არჩევნებისთვის იბრძოლებს, ფაქტია.

სავარაუდოდ რა შანსები შეიძლება ჰქონდეთ მოახლოებულ არჩევნებზე „პატრიოტთა ალიანსს“?

- ბაზალეთის ტბის ძირზე მყოფი ყრმის ამოსვლას ისეთი იმედით არ დალოდებია ქართველი, როგორც მესამე პოლიტიკური ძალის გამოჩენას ელოდება. მესამეობის ბევრი კანდიდატი იყო, მათ შორის, პაატა ბურჭულაძეც და მამუკა ხაზარაძეც. როგორც კი ისინი ერთ-ერთი ძალისკენ გადაიხარნენ, მათი რეიტინგი ძალიან შემცირდა.

მესამე ძალის იმედით უყურებდა საზოგადოება „პატრიოტებსაც“, მაგრამ ისინი გაიჭედნენ ბოიკოტში და აღმოჩნდნენ „ნაციონალების“ დონეზე. ბოიკოტის რეჟიმში მყოფ ოპოზიციას დასავლეთმა მკაფიოდ უთხრა „ბიოკოტი რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალსო“.

საქართველოს მოსახლეობას „ნაციონალებთან“ და რუსეთთან ასოცირებული პარტიები არ უყვარს, დასავლეთს - რუსეთთან ასოცირებული. ამ პირობებში „პატრიოტებმა“ მესამე ძალის შანსი დაკარგეს და მათ მიერ დიდი შედეგების მიღება ნაკლებ სავარაუდოდ მეჩვენება.

საქართველოს მოსახლეობასნაციონალებთანდა რუსეთთან ასოცირებული პარტიები არ უყვარს, დასავლეთს - რუსეთთან ასოცირებული. ამ პირობებშიპატრიოტებმამესამე ძალის შანსი დაკარგეს და მათ მიერ დიდი შედეგების მიღება ნაკლებ სავარაუდოდ მეჩვენება

- ცალკე საუბრის თემაა ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტია, რომელზეც მმართველი გუნდის მხრიდან თავდასხმებს თუ გავიხსენებთ, რჩება შთაბეჭდილება რომ „ქართული ოცნებისთვის“ იგი ისეთივე პრობლემაა, როგორც „ნაციონალები“.

რადგან არ ცხრება იმაზე კამათი არის თუ არა გახარია ივანიშვილის პროექტი, მე კითხვას ასე დავსვამდი - გახარია და მისი გუნდი ამ არჩევნებზე იქნებიან თუ არა ორიენტირებული ვადამდელი არჩევნების ჩატარებაზე? თუ კი, იმ შემთხვევაში თუ „ქართულმა ოცნებამ“ 43% ვერ აიღო, ისინი მოითხოვენ თუ არა ვადამდელი არჩევნების ჩატარებას?

- ვადამდელი არჩევნები დიდი სირთულეების წინაშე დააყენებს ისეთ ახალბედა პარტიას, როგორიც გახარიას პარტიაა. გახარია ახლა დადის და ქმნის ადგილობრივ სტრუქტურებს მთელ საქართველოში. ძნელი სათქმელია მოასწრებს თუ არა მათ ბოლომდე შექმნას, ისიც ძნელი სათქმელია სად გაუმართლებს და სად არა ეს სტრუქტურები. ვიცით, რომ ერთი პარტიის სტრუქტურებში მეორე პარტიის „ტროას ცხენების“ შეგზავნა გავრცელებული პრაქტიკაა. ხოლო „ოცნებას“ და „ნაცებს“ ამგვარი სტრუქტურები დიდი ხანია შექმნილი და გამოცდილი აქვთ. არადა, ადგილობრივი სტრუქტურები ადგილობრივი არჩევნებისთვისაც საჭიროა და საპარლამენტოსთვისაც.

რადგან გახარიას კიდევ სჭირდება დრო პარტიის მშენებლობის დასამთავრებლად, მეეჭვება, რომ მას ძალიან უნდოდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუმცა არც აშინებს ეგ არჩევნები - მის პირობებშიც მაღალი შანსი ექნება. ის მოდის სწორედ იმ მესამე ძალის ადგილზე, რომელიც აქამდე ვერ შეიქმნა. ჯერჯერობით ის არ იხრება სხვა პარტიებისკენ და ამომრჩევლის დიდი ნაწილისთვის იგი მიმზიდველი იქნება ვადამდეც და ვადაშიც.

რადგან გახარიას კიდევ სჭირდება დრო პარტიის მშენებლობის დასამთავრებლად, მეეჭვება, რომ მას ძალიან უნდოდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუმცა არც აშინებს ეგ არჩევნები - მის პირობებშიც მაღალი შანსი ექნება. გახარია იკავებს იმ მესამე ძალის ადგილს, რომელიც აქამდე ვერ შეიქმნა. ჯერჯერობით ის არ იხრება სხვა პარტიებისკენ და ამომრჩევლის დიდი ნაწილისთვის იგი მიმზიდველი იქნება ვადამდეც და ვადაშიც

ამდენად, ვადამდელი არჩევნების ყოფნა-არყოფნა გახარიასთვის საკვანძო საკითხი არ უნდა იყოს.

- 5 ივლისის მოვლენებსა და ჟურნალისტების ცემა-ტყეპაზე გამოძიება კი მიმდინარეობს, მაგრამ ის, რომ 5 ივლისის შემოქმედნი და ორგანიზატორები დაუსჯელები არიან, ბევრ კითხვას ბადებს. თქვენ როგორ შეაფასებდით 5 ივლისის გამოძიების მიმდინარეობის შედეგებს?

- ჩვენი და საერთაშორისო საზოგადოების ინტერესის შესაბამისი არ არის გამოძიებაზე ინფორმაციის ფორმირების და გავრცელების ხარისხი. ეს დიდი ხარვეზია, რაც საშუალებას არ იძლევა შეფასდეს, მით უფრო - დადებითად, გამოძიების მიმდინარეობა.

- ვხედათ, რომ მოახლოებული არჩევნების წინ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა და პოლარიზაცია საკმაოდ მაღალია.

ბატონი ალექსანდრე თვალჭრელიძე თვლის, რომ მძიმე სოციალური ფონი და უკიდურესი პოლარიზაცია ყველაზე რეიტინგული პარტიების წისქვილზე ასხამს წყალს, რადგან ასეთ ვითარებაში მათ არ უჭირთ მხარდამჭერების მობილიზება.

მეტიც, მისივე თქმით, ყველა ბოლოდროინდელი მოვლენა ზუსტად ამ ქვაკუთხედიდან უნდა შევაფასოთ. მიზეზი კი იმისა, რომ საზოგადოებაში ზიზღი, შუღლი და აგრესია სუფევს არის ის, რომ ყველას დაკარგული აქვს ერთმანეთთან საუბრის უნარი.

ვითარებაში, როცა ქვეყნას უამრავი გამოწვევა აქვს, თქვენი აზრით, რა უნდა იყოს იმის მიზეზი, რომ პოლიტიკურ ძალთა ლიდერები საზოგადოებას არ და ვერ აძლევენ ერთმანეთთან თანამშრომლობის მაგალითს?

- გამოწვევა ბევრია, მაგრამ ჯერჯერობით არ ჩანს ისეთი პრობლემა, რომელიც დაუყონებლივ თხოულობდეს პარტიების თანამშრომლობას. ასეთი სიტუაცია თუ შეიქმნება, გამოჩნდება თანამშრომლობის რესურსი, თუმცა, ალბათ ეს რესურსი თანაბარი არ ექნება ყველა პარტიას...

ვნახოთ, შეიძლება, იმ დროისთვის არც პარტიების სპექტრი იყოს ისეთი, როგორც დღესაა.

- გასაგებია, რომ არჩევნებია და ყველა პოლიტიკური ძალა ერთმანეთის კონკურენტია, მაგრამ ფაქტია, რომ თუ პოლარიზაცია ცოტა მაინც არ ჩაცხრა, ახლა რაც ხდება ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს.

გაქვთ იმის მოლოდინი, რომ არჩევნებამდე დარჩენილ დროში პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკური ლიდერები შეძლებენ პარტიულ ინტერესებზე მაღლა ქვეყნის ინტერესების დაყენებას და არჩევნების მშვიდობიანად ჩატარებას?

- არჩევნები მშვიდობიანად ჩატარდება. პარტიების ერთ ნაწილს არ აწყობს არეულობა, მეორე ნაწილს არ შეუძლია აურიოს. ეს მდგომარეობა ყველაზე კარგი პირობაა მშვიდობისთვის.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა