ყოფილი მე-12 პენიტენციური დაწესებულება ალტერნატიულ კულტურულ სივრცედ გადაკეთდა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ინიციატივით, შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, ყოფილი მე-12 პენიტენციური დაწესებულება ორთაჭალაში ალტერნატიულ კულტურულ სივრცედ გადაკეთდა.

უწყების ინფორმაციით, თბილისის ცენტრში იარსებებს ალტერნატიული კულტურული სივრცე, რომელიც ხელოვანების შეკრებისა და შემოქმედებითი საქმიანობის აქტიური კერა გახდება.

როგორც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი აღნიშნავს, მულტიფუნქციური სივრცით სარგებლობა შეეძლება ნებისმიერ ხელოვანს. პროფესიულ თუ მოყვარულ დასებს როგორც თბილისიდან, ისე რეგიონებიდან, საშუალება ექნებათ, ისარგებლონ სარეპეტიციო სივრცით, გამართონ სპექტაკლები, კონცერტები და სხვადასხვა შემეცნებითი ღონისძიებები.

„ხელოვანებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ალტერნატიული სივრცეები და თანამედროვეობას უფრო შეეფერება, რომ გარკვეული შემოქმედებითი პროცესები მიმდინარეობდეს არა ტრადიციულ, კლასიკურ სივრცეებში, როგორიც შეიძლება იყოს დიდი თეატრები ან თუნდაც, ოპერა ან მუზეუმი, არამედ ეს ხდებოდეს ალტერნატიულ სივრცეებში. თბილისში ასეთი იქნება „ალტერნატიული სივრცე N12“. ჩვენ სიმბოლურად შევინარჩუნეთ ეს სახელი, რათა ჩანდეს, თუ საიდან მოდის ეს ადგილი, ნეგატივის, თავისუფლების აღკვეთის, დანაშაულის ადგილი გადაიქცევა კულტურულ სივრცედ, სადაც ნებისმიერ ახალგაზრდას თუ უფროსი თაობის წარმომადგენელს შეეძლება, რომ თავისი შემოქმედებითი პროექტი განახორციელოს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

„ალტერნატიული კულტურული სივრცე N12“ - ასეთია დღეიდან ამ ადგილის სახელწოდება, რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის თეატრალური დასის სპექტაკლით „მარინა რევია“ (რეჟისორი გოჩა ხვიჩია) გაიხსნა.

კულტურის ცენტრის გახსნით ღონისძიებას ხელოვნებათმცოდნეები, საკანონმდებლო ხელისუფლების და კულტურის სფეროს მოწვეული წარმომადგენლები დაესწრნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა