დავით უსუფაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებზე - გავუფრთხილდეთ მიღწეულ შეთანხმებას, ჩვენ შეთანხმების გზით სიარული გვჭირდება

ჩვენ პრაქტიკულად ერთადერთი დოკუმენტი გვიჭირავს ხელში, რომელიც ფართო პოლიტიკურ შეთანხმებას ითვალისწინებს, - ეს განცხადება კონსტიტუციურ კანონში ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით ფრაქცია “ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა დავით უსუფაშვილმა გააკეთა.

უსუფაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარლამენტში წარდგენილი პროექტი სახელისუფლებო პარტიისა და ოპოზიციური სპექტრის ფართო წრის ერთობლივი ინიციატივაა.

“კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებები შედეგია ძალიან სერიოზული პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი არასიმშვიდის, პოლიტიკურ-სახელწიფოებრივი ცხოვრების ვერდალაგების, იმ მომენტამდე ვერ მისვლის, როდესაც ჩვენი სახელმწიფოებრივი ცხოვრება იქნებოდა კონსტიტუციით ორგანიზებული, პოლიტიკური დებატებითა და პოლიტიკური კონკურენციით გამსჭვალული და შემდგომ კონსენსუსზე ორიენტირებული გადაწყვეტილებებისკენ წასული. ჩვენ გვჭირდება შეთანხებების გზით სიარული. გავუფრთხილდეთ მიღწეულ შეთანხმებას, რადგან მას პარლამენტში წარმოდგენილი ყველა ძალა უჭერს მხარს“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

თბილისში, პარლამენტის სასახლეში, კონსტიტუციურ კანონში ცვლილების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა მიმდინარეობს. კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტით, ცვლილება კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში აისახება, ახალი ნორმები დროებითი ხასიათის იქნება და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტისთვის იმოქმედებს. პროექტით მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის 2%-იანი საარჩევნო ბარიერი და მანდატების პროპორციული განაწილების წესი დგინდება. ასევე, საპარლამენტო ფრაქციების შესაქმნელად პარლამენტის წევრთა რაოდენობა შვიდიდან ოთხ წევრამდე მცირდება. ამავე პროექტით, გენერალური პროკურორები კვალიფიციური უმრავლესობით აირჩევიან, ხოლო თუკი კვალიფიციური უმრავლესობით არჩევა ვერ მოხდება, 76 დეპუტატის მხარდაჭერა იქნება საკმარისი.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

დავით უსუფაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებზე - გავუფრთხილდეთ მიღწეულ შეთანხმებას, ჩვენ შეთანხმების გზით სიარული გვჭირდება

ჩვენ პრაქტიკულად ერთადერთი დოკუმენტი გვიჭირავს ხელში, რომელიც ფართო პოლიტიკურ შეთანხმებას ითვალისწინებს, - ეს განცხადება კონსტიტუციურ კანონში ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით ფრაქცია “ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა დავით უსუფაშვილმა გააკეთა.

უსუფაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარლამენტში წარდგენილი პროექტი სახელისუფლებო პარტიისა და ოპოზიციური სპექტრის ფართო წრის ერთობლივი ინიციატივაა.

“კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებები შედეგია ძალიან სერიოზული პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი არასიმშვიდის, პოლიტიკურ-სახელწიფოებრივი ცხოვრების ვერდალაგების, იმ მომენტამდე ვერ მისვლის, როდესაც ჩვენი სახელმწიფოებრივი ცხოვრება იქნებოდა კონსტიტუციით ორგანიზებული, პოლიტიკური დებატებითა და პოლიტიკური კონკურენციით გამსჭვალული და შემდგომ კონსენსუსზე ორიენტირებული გადაწყვეტილებებისკენ წასული. ჩვენ გვჭირდება შეთანხებების გზით სიარული. გავუფრთხილდეთ მიღწეულ შეთანხმებას, რადგან მას პარლამენტში წარმოდგენილი ყველა ძალა უჭერს მხარს“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

თბილისში, პარლამენტის სასახლეში, კონსტიტუციურ კანონში ცვლილების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა მიმდინარეობს. კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტით, ცვლილება კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში აისახება, ახალი ნორმები დროებითი ხასიათის იქნება და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტისთვის იმოქმედებს. პროექტით მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის 2%-იანი საარჩევნო ბარიერი და მანდატების პროპორციული განაწილების წესი დგინდება. ასევე, საპარლამენტო ფრაქციების შესაქმნელად პარლამენტის წევრთა რაოდენობა შვიდიდან ოთხ წევრამდე მცირდება. ამავე პროექტით, გენერალური პროკურორები კვალიფიციური უმრავლესობით აირჩევიან, ხოლო თუკი კვალიფიციური უმრავლესობით არჩევა ვერ მოხდება, 76 დეპუტატის მხარდაჭერა იქნება საკმარისი.

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო