კახა კუჭავა ოპოზიციაზე - წინასაარჩევნოდ ცდილობენ ერთობას, მაგრამ ეს მხოლოდ მცდელობაა - საქმით ვერც ერთხელ დამტკიცდა

მათ ბევრჯერ უთქვამთ, რომ ოპოზიციაში ერთობა აქვთ და ეს საქმით ვერც ერთხელ ვერ დამტკიცდა. დარწმუნებული ვარ, ახლაც ასე იქნება - წინასაარჩევნოდ ცდილობენ ერთობას, მაგრამ ეს მხოლოდ მცდელობაა და ამის ნიშნები ჩანს კიდევაც, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ოპოზიციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

პარლამენტის თავმჯდომარე ასევე გამოეხმაურა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, გიორგი გახარიას განცხადებას, რომ მას უთვალთვალებენ.

კახა კუჭავას თქმით, ეს არის „ქართული ოცნების“ დისკრედიტაციის მცდელობა.

როგორც კახა კუჭავამ აღნიშნა, წინასაარჩევნოდ, ესა თუ ის პარტია „ქულების ჩაწერას“ ცდილობს.

„წინასაარჩევნოდ ბევრი კომენტარი გვესმის ხოლმე, ბევრი აბსურდული კომენტარიც, მათ შორის დეზინფორმაციაც. ეს მისი უფლებაა, როგორც უნდა ისე ისაუბროს, თუმცა, უკეთესი იქნება თუ კონკრეტულ ბრალდებებს მტკიცებულებებიც მოჰყვება.

წინასაარჩევნოდ ყველა ცდილობს ქულის ჩაწერას, ამომრჩევლის გულის მოგებას და რაც ყველაზე მთავარია, ოპონენტის დისკრედიტაციას. საბოლოო ჯამში, ისევ ხალხი გადაწყვეტს, ვის დაუჯეროს და ვის არა. ხალხი ბრძენია და 2 ოქტომბერს ვნახავთ, ვინ გაიმარჯვებს“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო