ეკატერინე ციმაკურიძე - აუცილებელია ცვლილებების მიღება კონკრეტული შედეგის მისაღწევად, რაც ავღანეთში არ მოხდა, რათა ერთ მშვენიერ დღეს ოკუპანტი რუსეთის პირისპირ არ დავრჩეთ

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „“ინტერპრესნიუსი“ არასამთავრობო ორგანიზაციის „დემოკრატიის ინდექსი-საქართველოს“ ხელმძღვანელს, ეკატერინე ციმაკურიძეესაუბრა.

- ქალბატონო ეკატერინე, 2 ოქტომბრის არჩევნებამდე არც ისე დიდი დროა დარჩენილი და ვხედავთ, რომ პოლიტიკურმა სუბიექტებმა დაიწყეს წინასაარჩევნო კამპანიები.

ყველაზე ადრე და პომპეზურად საარჩევნო კამპანია მმართველმა გუნდმა დაიწყო. უკანსაკნელ დღეებში ძირითად ოპოზიციურ ძალად მიჩნეულმა პარტიებმაც დაიწყეს დედაქალაქსა და რეგიონებში სხვადასხვა კანდიდატების დასახელება.

ფაქტია, რომ გაუარესებული პანდემიური ფონის გამო ოპოზიციური პარტიები აყოვნებენ აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვას, მაგრამ, რაც დღეისათვის გვაქვს, უკვე შეიძლება ერთი მხრივ ხელისუფლების, ხოლო მეორე მხრივ ოპოზიციის მიერ წინასაარჩევნოდ შერჩეულ სტრატეგიებსა და ტაქტიკურ სვლებზე საუბარი.

თქვენ როგორ შეაფასებთ ერთი მხრივ ხელისუფლების, ხოლო მეორე მხრივ ოპოზიციური პარტიების მიერ წინასაარჩევნოდ შერჩეულ სტრატეგიებსა და ტაქტიკურ სვლებს? მოდით ჯერ მმართველი გუნდით დავიწყოთ.

- არჩევნების წინა პერიოდი განსაკუთრებით კარგად ავლენს პოლიტიკური კულტურის დონეს ქვეყანაში. წელსაც, როგორც ყოველთვის, მმართველი პარტიის სახელმწიფოს მართვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები საარჩევნო მოტივებით და ამომრჩევლის გულის მოგების სურვილით არის ნაკარნახევი.

ნაცვლად სამომავლო დაპირებებისა, რასაც არჩევნებში მონაწილე პარტიები გასცემენ ხოლმე, მმართველი პარტია წინასაარჩევნო პერიოდში განსაკუთრებით აქტიურად გამოდის ახალი ინიციატივებით და მაშინვე იწყებს მათ შესრულებას. ამით იშლება ყოველგვარი ზღვარი ერთი მხრივ, მმართველი ხელისუფლებისა და მეორე მხრივ, მმართველი პარტიის მოქმედებებს შორის და ხელისუფლება საკუთარ თავს სხვა პარტიებთან მიმართებაში უპირატეს მდგომარეობაში აყენებს. მმართველი პარტია, ფაქტობრივად სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე იწყებს საარჩევნო კამპანიის წარმოებას.

მმართველი პარტია წინასაარჩევნო პერიოდში განსაკუთრებით აქტიურად გამოდის ახალი ინიციატივებით და მაშინვე იწყებს მათ შესრულებას. ამით იშლება ყოველგვარი ზღვარი ერთი მხრივ, მმართველი ხელისუფლებისა და მეორე მხრივ, მმართველი პარტიის მოქმედებებს შორის და ხელისუფლება საკუთარ თავს სხვა პარტიებთან მიმართებაში უპირატეს მდგომარეობაში აყენებს. მმართველი პარტია, ფაქტობრივად სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე იწყებს საარჩევნო კამპანიის წარმოებას

ამის გამო, ცხადია გრძელვადიანი გეგმები უკანა პლანზე გადადის და ხელისუფლება იწყებს მყისიერი ეფექტის მქონე გადაწყვეტილებებზე რესურსის ხარჯვას. მაგალითად, ამნისტია, კოვიდ შეზღუდვების მოხსნა და ზოგადად ვირუსის მართვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები, ცენტრალური მთავრობის მიერ რეგიონების განვითარებისთვის პროგრამების დაწყება, რის ინიციატივაც სინამდვილეში ადგილობრივი თვითმმართველობიდან უნდა მოდიოდეს, და მრავალი სხვა.

მართვის ასეთი პოლიტიკა არ ემსახურება ქვეყნის განვითარებას და ხელს უშლის საერთო, გრძელვადიანი მიზნების მიღწევას, ორიენტირებულია საზოგადოების ცალკეული ჯგუფების კეთილგანწყობის მოსაპოვებლად, ისიც შერჩევითად.

ამასთან, ხელისუფლება ვერ გაატარებდა მსგავს წინასაარჩევნო პოლიტიკას, რომ არა ხელისუფლების წინასაარჩევნო პერიპეტიებში პარლამენტის, კონკრეტულად კი საპარლამენტო უმრავლესობის მნიშვნელოვანი დახმარება, რაც მოწმობს, რომ მთავრობაზე საპარლამენტო კონტროლის სისტემა ქვეყანაში მოშლილია.

ხელისუფლება ვერ გაატარებდა მსგავს წინასაარჩევნო პოლიტიკას, რომ არა ხელისუფლების წინასაარჩევნო პერიპეტიებში პარლამენტის, კონკრეტულად კი საპარლამენტო უმრავლესობის მნიშვნელოვანი დახმარება, რაც მოწმობს, რომ მთავრობაზე საპარლამენტო კონტროლის სისტემა ქვეყანაში მოშლილია

- ოპოზიციური ფლანგიდან წინასაარჩევნო კამპანიაში ჯერჯერობით ყველაზე აქტიურად „ნაცმოძრაობა“ და ამ არჩევნებზე მასთან ერთად მონაწილე სამი პარტია გამოირჩევა.

მათ როგორც თბილისში, ისე საკმაოდ ბევრ ქალაქებში დაასახელეს როგორც მერობის კანდიდატები, ისე საკრებულოების წევრების გუნდები. თქვენ როგორ შეაფასებთ „ნაცმოძრაობისა“ და მასთან ერთიან გუდში მოაზრებული პოლიტიკური ძალების წინასაარჩევნო სტრატეგიასა და ტაქტიკური მოსაზრებებით გადადგმულ ნაბიჯებს?

- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები განსაკუთრებით კარგი დროა იმისთვის, რომ პარტიებმა არა კოალიციურად, არამედ დამოუკიდებლად იბრძოლონ ადგილობრივი ხელისუფლებებისთვის.

ჩვენ, ხალხმა კი, ადგილებზე ხელისუფლება გადავუნაწილოთ სხვადასხვა პარტიებს და შევადაროთ რომელი პარტია იმუშავებს უფრო ეფექტურად რეგიონის დონეზე, რომელი პარტია მოახერხებს ადგილობრივი პრობლემების სწორედ ადგილობრივი მოსახლეობის აზრის გათვალისწინებით წამოწევას და გადაჭრას, ვინ შეძლებს დაძრას ის ყინული, რომელიც წლებია სტაგნაციაში ამყოფებს ადგილობრივ თვითმმართველობას და ადგილებზე მართვის საშუალებას მთლიანად ცენტრს აძლევს.

დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის სისუსტე, სხვა პრობლემებთან ერთად იმაშიც მდგომარეობს, რომ როცა ცენტრალური ხელისუფლება მის კომპეტენციებში ერევა, ადგილობრივი მოსახლეობისგან დაუკითხავად იღებს მათ შესახებ გადაწყვეტილებებს, ადგილზე არავინაა ხმა რომ ამოიღოს და დაიცვას თვითმმართველობის კომპეტენციის ფარგლები.

დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის სისუსტე, სხვა პრობლემებთან ერთად იმაშიც მდგომარეობს, რომ როცა ცენტრალური ხელისუფლება მის კომპეტენციებში ერევა, ადგილობრივი მოსახლეობისგან დაუკითხავად იღებს მათ შესახებ გადაწყვეტილებებს, ადგილზე არავინაა ხმა რომ ამოიღოს და დაიცვას თვითმმართველობის კომპეტენციის ფარგლები

ამიტომ, საჭიროა, რომ ადგილებზე როგორც საკრებულოების უმრავლესობაში, ისე მერების თანამდებობებზე სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მოვიდნენ. ეს იქნებოდა ძალიან კარგი სამზადისი მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის.

- „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ იმასთან დაკავშირებით, რომ მათაც უგვიანდებათ კანდიდატების დასახელება, განაცხადა, რომ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მათ „მეზარბაზნეები“ არ ჰყავთ.

უკვე ვიცით, რომ „ლელოს“, იგივე „სტრატეგია აღმაშენებელს“ და სხვებს ცალ-ცალკე ეყოლებათ როგორც თბილისის მერობის კანდიდატები, ისე სხვა რეგიონებში თავიანთი კანდიდატები.

მათ მიერ არჩეული ტაქტიკა იმას უკავშირდება, რომ ყველა ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეს ექნება საშუალება ხმა მისცეს ოპოზიციას, რაც მეტად აზარალებს მმართველ გუნდს.

გასაგებია და კარგიცაა, რომ ყველა პარტიები ერთ გუნდად არ გამოდიან არჩევნებზე, მაგრამ თქვენი აზრით რამდენად სწორია ოპოზიციის გათვლა იმაზე, რომ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი მეტ ხმას წაართმევს ხელისუფლებას?

- აქამდე ოპოზიციის საარჩევნო სტრატეგია კოალიციური მოქმედება იყო. ამან არ იმუშავა. სწორი იქნება თუ ოპოზიცია შეცვლის ტაქტიკას, რომელიც არ მუშაობს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ამისთვის არის საუკეთესო პლატფორმა.

აქამდე ოპოზიციის საარჩევნო სტრატეგია კოალიციური მოქმედება იყო. ამან არ იმუშავა. სწორი იქნება თუ ოპოზიცია შეცვლის ტაქტიკას, რომელიც არ მუშაობს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ამისთვის არის საუკეთესო პლატფორმა

ის ოპოზიციას აძლევს შესაძლებლობას საკუთარი რესურსი რეგიონების დონეზე გაანაწილოს და ცალ-ცალკე პარტიებად მოსინჯოს ძალები, ისე, რომ ერთმანეთთან შევიდნენ ან არც შევიდნენ კონკურენციაში.

- წინასაარჩევნო კამპანიას აქტიურად ატარებს ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“. ბოლო სოციოლოგიური კვლევით მათ საკმაოდ კარგი შედეგები აქვთ.

- მკვეთრი პოლიტიკური პოლარიზაცია ქართველ ამომრჩეველს უკვე წლებია ამყოფებს პარტიების ტყვეობაში, ხმა მისცეს „ქართული ოცნების“ თუ „ნაციონალირი მოძრაობის“ წინააღმდეგ. ეს არის ნეგატიური არჩევანი, რომელიც მოსახლეობის უმეტესობას აქვს.

ქართველი ამომრჩეველი რომ დღემდე ვერ ავლენს ინტერესს პოლიტიკის შინაარსის მიმართ და მხოლოდ პოლიტიკის სუბიექტებზეა კონცენტრირებული, ესეც პოლარიზაციის ერთ-ერთი მავნე შედეგია. ამიტომ, სწორედ მესამე ძალის გამოჩენის მიმართ ინტერესი განაპირობებს, რომ ყოველი ახალი პარტიის მიმართ ინტერესი აპრიორი დიდია.

პოლარიზაციის დასრულება პრინციპულად მნიშვნელოვანია იმითვისაც, რომ ხელისუფლებაში ადრე ნამყოფი ოპოზიციური ძალის მიმართ ამომრჩევლის ნდობას და განწყობებს სწორედ მისი წარსული საქმიანობა განსაზღვრავდეს და არა ლიდერის ქარიზმატულობა ან ის ფაქტი, რომ ამომრჩეველს არ აქვს არჩევანი.

ჩვენ, როგორც ამომრჩეველს უნდა გვქონდეს სერიოზულზე უფრო დიდი საფუძველი, რათა მეორედ გამოვუცხადოთ ნდობა პოლიტიკურ ძალას. ეს უნდა ეხებოდეს ყველა პარტიას, მათ შორის სახელისუფლოს.

მაგრამ, თუ არ გვაქვს არჩევანი, რისკების დივერსიფიკაციის ტაქტიქით უნდა ვიმოქმედოთ - ძალაუფლება გავანაწილოთ იმ ბევრ პოლიტიკურ ძალას შორის, ვისაც შეიძლება არასაკმარისად ვენდობით და არ მოვაქციოთ ძალაუფლება სრულად ერთი პოლიტიკური ძალის ხელში, რომელსაც ასევე ბოლომდე ვერ ვენდობით.

თუ არ გვაქვს არჩევანი, რისკების დივერსიფიკაციის ტაქტიქით უნდა ვიმოქმედოთ - ძალაუფლება გავანაწილოთ იმ ბევრ პოლიტიკურ ძალას შორის, ვისაც შეიძლება არასაკმარისად ვენდობით და არ მოვაქციოთ ძალაუფლება სრულად ერთი პოლიტიკური ძალის ხელში, რომელსაც ასევე ბოლომდე ვერ ვენდობით

ხალხს შეიძლება უჭირდეს სრულად ძალაუფლება გადასცეს ამა თუ იმ პარტიას, თუმცა, არ უნდა გაუჭირდეს და უნდა მოსინჯოს კიდეც, რომ ძალაუფლება გადასცეს ახალ მოთამაშეებს ადგილებზე, რაც ნაკლებ რისკს შეიცავს ამომრჩევლისთვის და უფრო დემოკრატიულია

- დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ მიუტევებელი შეცდომა დაუშვა, როცა პლებისციტი თვითმმართველობის არჩევნებზე მიბმულ 43%-ში გაცვალა.

ფაქტია, რომ განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებშიც კი თვითმმართველობის არჩევნებში მოსახლეობის აქტიურობა 30- 35% არ აღმატება.

„ნაცმოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა - „ივანიშვილს საარჩევნო უბნებთან რევოლუცია უნდა მოუწყოთ, ეს ბოლო შანსია“. ფაქტია, რომ სწორედ „ნაცმოძრაობა“ და მასთან კოორდინაციაში მყოფი პარტიები ყველაზე აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ მიშელის შეთანხმებით ნავარაუდევია 43%-იანი ბარიერი, რომელიც ხელისუფლებამ უნდა გადალახოს და 2 ოქტომბრის არჩევნები რეფერენდუმია.

რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ 2 ოქტომბერს ამ და სხვა პარტიებმა შეძლონ ივანიშვილისთვის რევოლუციის საარჩევნო ურნებთან მოწყობა?

- გადატანითი მნიშვნელობით რევოლუცია, იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს ცალკეულ რეგიონებში მმართველი ადგილობრივი ხელისუფლება მოიპოვონ ოპოზიციურმა პარტიებმა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ნამდვილად უფრო მეტადაა შესაძლებელია ვიდრე ცენტრალური არჩევნების დროს იქნებოდა.

თუმცა, მე ამას რევოლუციას არ ვუწოდებდი. ხალხს შეიძლება უჭირდეს სრულად ძალაუფლება გადასცეს ამა თუ იმ პარტიას, თუმცა, არ უნდა გაუჭირდეს და უნდა მოსინჯოს კიდეც, რომ ძალაუფლება გადასცეს ახალ მოთამაშეებს ადგილებზე, რაც ნაკლებ რისკს შეიცავს ამომრჩევლისთვის და უფრო დემოკრატიულია.

დასავლეთს სურს საქართველოში რეალური დემოკრატიული პროცესები დაინახოს, მაშინ, როცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება შეთანხმებიდან გასვლამდეც და გასვლის შემდეგაც, როგორც ზარმაცი მოსწავლე, ცდილობს თავი მოაჩვენოს დასავლეთს, თითქოს კარგად ითვისებს მის გაკვეთილებს

მთავარია, შეძლებს თუ არა ოპოზიცია ამომრჩეველს სწორედ ამ კუთხით დაანახოს საკითხი.

ჯერჯერობით თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობა თავისთავად, რეფერენდუმის დატვირთვის გარეშე, ხაზგასმული არ არის. პარტიებმა ხალხს რეალური ადგილობრივი თვითმმართველობის სიკეთე უნდა დაანახონ და არ დაუტოვონ ამომრჩეველს განცდა, თითქოს ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვება ცენტრალურ დონეზეც ოპოზიციის გამარჯვებას ნიშნავს.

- გასულ კვირას კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ძაბირაძემ ასეთი მოსაზრება გამოთქვა - „ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“ მოძებნიან მიზეზს, რომ 2%-იან ბარიერთან დაკავშირებული ცვლილება არ მიიღონ, თუ საკონსტიტუციო ცვლილებები არჩევნებამდე არ მიიღეს, მას არც შემდეგ მიიღებენ.

ამ თემაზე პარლამენტში მსჯელობა გაიმართა, მაგრამ კითხვა მაინც კითხვად რჩება - რამდენად დიდია იმისა ალბათობა, რომ სრულად გამართლდეს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ბატონ ძაბირაძის ვარაუდი?

- არ გამიკვირდება თუ ხელისუფლება ეცდება 2%-იან ბარიერთან დაკავშირებული ცვლილება არ მიიღოს ან დაგვიანებით მიიღოს, ვინაიდან ეს ცვლილება სწორედ ხელისუფლებაზე დემოკრატიული კონტროლის სისტემის გაძლიერებისკენაა მიმართული.

ევროპული დემოკრატიების გამოცდილებაც მოწმობს 5%-იანი ბარიერის პრობლემურობაზე, რის გამოც ევროპის საბჭოს რეკომენდაციები 2-დან 3%-მდე ბარიერზე მიუთითებენ. ამ ცვლილების დაკნინებას ხელისუფლება იმით ცდილობს, რომ მხოლოდ 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე გვათავაზობს 2%-იანი ბარიერის შემოღებას.

ერთი მხრივ, არ არსებობს იმის დასაბუთება, თუ რატომ უნდა დავუბრუნდეთ 5%-იან ბარიერს ახლო მომავალში, ხოლო მეორე მხრივ, შემცირებული ბარიერის ასეთ მოკლე დროში ისევ გაზრდა ამომრჩეველს არ უქმნის სტაბილურობის განცდას, როცა მას შეუძლია პარტიული იდეოლოგიის გარშემო გაერთიანდეს და ასე ჩამოყალიბდეს ქვეყანაში მყარი პარტიული კულტურა.

ამიტომ ან ახლა უნდა მიეცეს საკონსტიტუციო ცვლილებებს მუდმივი და არა დროებითი ხასიათი, ან მიღებულ იქნას შემოთავაზებული სახით, იმ პერსპექტივით, რომ უახლოეს მომავალში ეს ცვლილება მუდმივ ხასიათს შეიძენს. არავითარი არგუმენტი ან დაბრკოლება არ არსებობს პარტიებისთვის საარჩევნო ბარიერის შემცირების წინააღმდეგ.

პარტიებისთვის საარჩევნო ბარიერის შემცირება არის აუცილებელი იმისთვის, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები დემოკრატიულად, და არა მხოლოდ ერთი პარტიის აზრის გათვალისწინებით წარიმართოს. შარლ მიშელის შეთანხმების ყველა ნაწილი ძალაუფლების სწორედ ასეთ განაწილებაზე და დემოკრატიული კონტროლის პრინციპზეა აგებული.

დასავლეთს სურს საქართველოში რეალური დემოკრატიული პროცესები დაინახოს, მაშინ, როცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება შეთანხმებიდან გასვლამდეც და გასვლის შემდეგაც, როგორც ზარმაცი მოსწავლე, ცდილობს თავი მოაჩვენოს დასავლეთს, თითქოს კარგად ითვისებს მის გაკვეთილებს.

ნიშანდობლივია და უნდა გავითვალისწინოთ ჩვენგან არც ისე შორს, ავღანეთში განვითარებული პროცესები. ის ადასტურებს დემოკრატიულ ლოგიკას, რომ დემოკრატიას თავს არავინ მოგვახვევს, დემოკრატიული სამყარო ბევრჯერ ეცდება, დაგვეხმარება ყოველგვარი მატერიალური თუ ადამიანური რესურსით, მაგრამ ეს არ იქნება თავს მოხვეული, დემოკრატიის დამყარება შეუძლია ხალხს და მის პოლიტიკურ სპექტრს, თვითონ.

ამიტომაა აუცილებელი ცვლილებების მიღება არა ცვლილებებისთვის, არამედ კონკრეტული შედეგის მისაღწევად, რაც ავღანეთში არ მოხდა, რათა ერთ მშვენიერ დღეს არ დავრჩეთ მარტო ოკუპანტი რუსეთის პირისპირ.

- პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე თქვენ გამოთქვით თქვენი მოსაზრებები საპარლამეტო ფრაქციების შექმნაზე, ასევე გენპროკურორის შერჩევის ახალ წესზე. კარგი იქნება თუ იმ შეხვედრაზე გამოთქმულ თქვენს რაციონალურ მოსაზრებებს პარლამენტი გაიზიარებს.

ვიდრე ასე არ მომხდარა, დაგვავალებთ თუ კიდევ ერთხელ შეახსენებთ ჩვენს მკითხველს ამ თემებზე თქვენს მოსაზრებებს.

- როგორც ვთქვი, შარლ მიშელის შეთანხმებიდან გამომდინარე ყველა ცვლილება დემოკრატიული კონტროლის და ძალაუფლების განაწილების ლოგიკას ეფუძნება.

საპარლამენტო ფრაქციების შექმნის წესიც სწორედ იმ პრინციპით უნდა იყოს აგებული, რაც გულისხმობს იმას, რომ პარლამენტში შესულ პარტიას უნდა შეეძლოს ფრაქციის შექმნა, რაც მას რეალურ შესაძლებლობებს აძლევს შეასრულობს მაკონტროლებლის ფუნქცია.

შემოთავაზებული ცვლილებები მართალია ითვალისწინებს ფრაქციის შექმნისთვის საჭირო პარლამენტის წევრთა 7-დან 4-მდე შემცირებას, თუმცა ის არ ეფუძნება პრინციპს, რომ ყველა პარტიას პარლამენტში ჰქონდეს ფრაქცია. ამ მხრივ ცვლილება გაუმჯობესების შესაძლებლობას იძლევა.

ასევე, ცვლილებით შემოთავაზებულია პარლამენტის მიერ გენერალური პროკურორის კონსენსუსით არჩევის წამახალისებელი მექანიზმები. რომ არ განმეორდეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევის მაგალითი, როცა მიუხედავად კონსენსუსის მისაღწევად საჭირო რეგულაციების შემოღებისა, კვლავ გვყავს მხოლოდ „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი ცესკოს თავმჯდომარე. „ქართულმა ოცნებამ“ ცესკოს თავმჯდომარე აირჩია ისე, რომ არ უწარმოებია კონსულტაციები ოპოზიციასთან კონსენსუსის მისაღწევად.

საჭიროა გენერალური პროკურორის არჩევისთვის უფრო გამკაცრდეს კონსენსუსის მიღწევაზე მიმართული რეგულაციები. რეალურად კი კონსენსუსი აქ დათმობას ნიშნავს. „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციის მიერ დასახელებული კანდიდატები უნდა აირჩიოს დამოუკიდებელი ორგანოების ხელმძღვანელებად და არ დაელოდოს დროს, როცა იარსებებს კანდიდატი, რომელიც როგორც ოპოზიციისთვის, ისე მმართველი პარტიისთვის თანაბრად მისაღებია.

ეს იქნებოდა "ქართული ოცნების" მიერ რეალური დემოკრატიისკენ და პოლიტიკური კულტურის ამაღლებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი.

“ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა