ცესკო - საუბნო საარჩევნო კომისიების ტრენინგები და პირველი სხდომები კოვიდ უსაფრთხო გარემოში მიმდინარეობს

მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის, 3 664 საუბნო საარჩევნო კომისიის 63 000-მდე წევრს სასწავლო ტრენინგები უტარდებათ. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ტრენინგის პირველი ეტაპი 25 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

„გადამზადების პროცესი ექვს ეტაპად განხორციელდება და მის ჩატარებას სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული 202 ტრენერი და საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები უზრუნველყოფენ.

ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნითა და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, სასწავლო პროცესის დაწყებამდე, ტრენინგის ყველა მონაწილე ანტიგენზე დამყარებული Covid-19-ის სადიაგნოსტიკო სწრაფი ტესტით მოწმდება. სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული კონცეფციის შესაბამისად, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები დეტალურად მიიღებენ ინფორმაციას კენჭისყრის დღემდე და კენჭისყრის დღეს საარჩევნო კომისიის მიერ განსახორციელებელ საქმიანობებზე.

ტრენინგების პირველი ეტაპის პარალელურად, საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომები გაიმართება, რომელზეც საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირებს ირჩევენ.

საუბნო საარჩევნო კომისიების სხდომები ღიაა ყველა უფლებამოსილი პირისთვის, შესაბამისად, ცესკო არჩევნებში ჩართულ მხარეებს მიმართავს, რომ აქტიურად დააკვირდნენ საუბნო საარჩევნო კომისიების პირველ სხდომებს, რაც პროცესის გამჭვირვალობას და სანდოობას კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს“, - ნათქვამია ცესკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს