გოგი წულაია - ციხეებში კორონავირუსი ათეულობით ადამიანს აქვს, ამნისტია უნდა შეეხოს იმ პატიმრებს, რომლებიც მსუბუქი დანაშაულის გამო სასჯელს იხდიან

პარტია ახალი "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერი გოგი წულაია ციხეებში არსებულ ეპიდვითარებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ციხეებში რთული მდგომარეობაა, რაც კარგად აჩვენებს ხელისუფლების უსუსურობას.

მისი თქმით, დახურულ სივრცეში ვერ მართავენ ვითარებას და ოჯახის წევრებს მათი პატიმრების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. წულაია ამნისტიის გამოცხადებას ითხოვს, რათა მსუბუქი დანაშაულის მქონე პატიმრები გათავისუფლდნენ.

"ციხეებში უკონტროლოა მდგომარეობა. კორონავირუსი აქვს ათეულობით ადამიანს, ეს აჩვენებს ხელისუფლების უსუსურობას. შეახონ ამნისტია პატიმრებს, რომლებიც მსუბუქი დანაშაულის გამო იხდიან სასჯელს, ამით მდგომარეობა შემსუბუქდება და ადვილად შეძლებენ ეპიდვითარების მართვას", - განაცხადა გოგი წულაიამ.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა