შეკვეთილში 22 წლის ბიჭის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით 22 წლის ლადო გოგუას, ზღვაში სკუტერის ამოყვანის დროს დენმა დაარტყა და ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ მოხდა.
ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"