შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ნაცმოძრაობამ“ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერით, ის რადიკალიზაციის ინსტრუმენტად აქცია

„ქართული ოცნების“ წევრის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელმოწერით დოკუმენტი რადიკალიზაციის ინსტრუმენტად აქცია. ამის შესახებ პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აცხადებს, აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ შეთანხმების ანულირება ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო.

„ერთადერთი რისი ნიშანიც და დასტურიცაა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმოწერა, არის ის, რომ ოპოზიციამ დეპოლარიზაციისკენ მიმართული მიშელის დოკუმენტი დამატებითი პოლარიზაციის და რადიკალიზაციის ინსტრუმენტად აქცია და კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ მისი ანულირება ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო“,- წერს პაპუაშვილი.

შეგახსენებთ, რომ შარლ მიშელის დოკუმენტს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი დღეს მოაწერა. იქამდე დოკუმენტს მხოლოდ ოპოზიციის ნაწილის ხელმოწერა ჰქონდა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად 28 ივლისს გამოაცხადა. პარტიამ მთავარ მიზეზად სწორედ ის გარემოება დაასახელა, რომ მას არ ჰქონდა მთავარი ოპოზიციური პარტიის - „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმოწერა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო