კახა კალაძე დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

თბილისის მერი კახა კალაძე დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს საქართველოში მარკ კლეიტონს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა დედაქალაქში განხორციელებულ და სამომავალოდ დაგეგმილ პროექტებზე, ასევე, წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრეს.

მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საუბარი შეეხო დედაქალაქში მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, სატრანსპორტო რეფორმას, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს, თბილისის მერიის სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებს.

შეხვედრის ერთ-ერთი თემა ასევე იყო წინასაარჩევნო გარემო და კახა კალაძის, როგორც თბილისის მერობის ერთ-ერთი კანდიდატის სამომავალო გეგმები.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მისი საარჩევნო კამპანია მხოლოდ პოზიტიური და საქმეზე ორიენტირებულია. მისივე თქმით, თბილისის მოსახლეობის მხარდაჭერა, რომელსაც მუდმივად გრძნობს, ასევე, ის მასშტაბური და ძალიან საჭირო პროექტები, რაც დედაქალაქში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში განხორციელდა, აძლევს პირველივე ტურში გამარჯვების მყარ იმედს.

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩმა საქართველოში მარკ კლეიტონმა, ბრიტანეთის მთავრობის სახელით, კიდევ ერთხელ გამოხატა სრული მხარდაჭერა საქართველოს ევროპულ და ევროატლატიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა