საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2684 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 83 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 38 625 კვლევა ტესტით, მათ შორის 22 317 კვლევა ანტიგენის ტესტით და 16 308 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 684 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 562 627-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 3 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.95%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.46% ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.60%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 695 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 509 181.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 83 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 7 732 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 684 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 080 შემთხვევა, აჭარა - 212, იმერეთი - 262, ქვემო ქართლი - 224, შიდა ქართლი - 198, გურია - 78, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 238, კახეთი - 232, მცხეთა-მთიანეთი - 90, სამცხე-ჯავახეთი - 43, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 27.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 45 688 საიდანაც:

7 061 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 068, აჭარაში - 856, იმერეთში - 1 088.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 575 პირი, მათ შორის, თბილისში - 699, აჭარაში - 182, იმერეთში - 337. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 400 პირი, მათგან თბილისში - 239, აჭარაში - 42, იმერეთში - 37.

2 453 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 177 - თბილისში, 791 - აჭარაში.

36 174 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 102 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 99, ხოლო აჭარაში - 3.

სულ 6 ოქტომბრიდან - 3 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 126 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 39 046 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 18 437 პირი, აჭარაში - 5 144, იმერეთში - 3 847.

იხილეთ ვიდეო: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 684 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 83 პაციენტი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა