მიხეილ სააკაშვილი -  გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება, ამათი აღსასრული ახლოვდება

ქვეყნის გენოციდი ხდება ხალხის დახოცვასთან ერთად - შეწყვიტეთ ამ ცოფიანების ტყუილების „გატარება“! საბოლოო ჯამში, გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება, ამათი აღსასრული ახლოვდება - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ვიდეო მიმართვაში განაცხადა, რომელიც სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გაავრცელა.

როგორც მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, მისი მმართველობის დროს ქვეყანაში პოზიტიური მიგრაციული ბალანსი იყო.

„მეგობრებო, ჩვენ ძალიან შევეჩვიეთ იმას, რომ ათასგვარ ტყუილებს საუბრობენ, მთელი ეს წლები „ვატარებთ“, ვიძახით, „არ გვინდა წარსულზე საუბარი, ისედაც ყველამ ყველაფერი იცის, გავიდა წლები და ხალხს დაავიწყდა“. დღეს ივანიშვილმა თავისი მატლის მეშვეობით გამოაგდო არნახული ტყუილი, რომ სააკაშვილის დროს 200 ათასზე მეტი ადამიანი გავიდა ქვეყნიდან და ჩვენ დროს 100 ათასზე მეტი ადამიანი შემოვიდაო, ეს არის აბსოლუტური სიცრუე! სტატისტიკის დეპარტამენტში, ყოველ შემთხვევაში, 2 წლის წინ, ჯერ კიდევ იდო ციფრები სანამ არ გადააკეთეს, რომ ჩემი პრეზიდენტობის 9 წლის განმავლობიდან 8 წელში, ჩვენ გვქონდა პოზიტიური მიგრაციული ბალანსი. ეს არ ნიშნავს, რომ ხალხი არ გადიოდა ქვეყნიდან. უფრო მეტი შემოდიოდა, ვიდრე გადიოდა. იცით, რატომ? სამსახურებში ჩვენ ვაწყობდით არა ნათესაობით, ახლობლობით, ნეპოტიზმით, ჩაწყობით, ფულით, არამედ ვინც დამსახურებული იყო, განათლება ჰქონდა და კვალიფიკაცია. ახალგაზრდობა ქვეყანას აღარ ტოვებდა. ამათ დროს, შარშანდელი მონაცემებით 700 ათასი გავიდა და წელს უკვე დაემატა მინიმუმ 100 ათასი. კატასტროფა, ქვეყნის გენოციდი ხდება ხალხის დახოცვასთან ერთად. ეს ის ივანიშვილი არაა, ხალხს რომ ეუბნებოდა, გერმანიაში მოგაწყობთ, სამსახურზეო? მე რომ ყველას მოვუწოდებდი დაბრუნდით, ჩავდიოდი, ვეხვეწებოდი, ეს ეუბნებოდა წადით მოგვშორდით, აქ დაგვტოვეთ მარტო მე ბერა, „ანტუნი“ და დანარჩენი მონები. უმუშევრობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონე შექმნა მსოფლიოში. შეწყვიტეთ ამ ცოფიანების ტყუილების „გატარება“! ჩვენ უნდა გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა, ძალიან გავიდნენ თავს. საჭიროა ყველაფერს პასუხი გავცეთ, ვისაც ბრძოლის უნარი აქვს, ასეთია საქართველოს უმეტესობა არ ვგულისხმობ პოლიტიკოსებს. ყველამ „ფეისბუქზე“ თავის პირადი გამოცდილებით, ამათ სიცრუეს ყოველდღე გავცეთ პასუხი. საბოლო ჯამში, გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება, ამათი აღსასრული ახლოვდება“, - აღნიშნავს სააკაშვილი.

ვლადიმერ ფესენკო - ვიდრე აშშ-რუსეთს, ნატო-რუსეთსა და ეუთო-რუსეთს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რუსეთის მხრიდან ომის დაწყების ალბათობა დაბალია, შემდეგ კი გამორიცხული არაფერია
ქართული პრესის მიმოხილვა 27.01.2022
ლევან ცუცქირიძე - საქართველო უდიდეს საერთაშორისო კრიზისს გამოფიტული, დაღლილი, იმედის, ბრძოლისუნარიანობისა და მმართველობის უნარების გარეშე ხვდება
იუჯითიმ წარმატებით გაიარა კიდევ ერთი, ამჯერად ISO 20000 სტანდარტის შესაბამისი სერტიფიცირება
„ბლოქსის“ ახალი საცხოვრებელი კომპლექსი კრწანისში
Kontakt Home-ში გრანდიოზული აქცია იწყება - საღამოს ბაზარი მხოლოდ ორი დღით, 28-29 იანვარს
პროექტის - „აზერბაიჯან-საქართველოს კომბინირებული მოგზაურობა“ პრეზენტაცია გაიმართა
"ჰიდრო ჯგუფმა" ფოთის მრავალფუნქციურ სპორტულ კომპლექსში წყლის ბიოლოგიური გამწმენდი დანადგარი დაამონტაჟა
"სილქნეტი" 28 თებერვლიდან მომხმარებლებს განახლებულ პირობებს შესთავაზებს
2022 წელს JTI საქართველოში, ევროპაში და გლობალურად აღიარებულია საუკეთესო დამსაქმებლად
ქართველი მეცნიერის გიორგი ელიავას დაბადებიდან 130, ხოლო ინსტიტუტის დაარსებიდან 100 წელი შესრულდა
მერიის მიერ გაცემული 500-ლარიანი ვაუჩერით მიიღე 725 ლარის მედიკამენტი